ელენე ახვლედიანის ოჯახს საცხოვრებელი ბინის დასატოვებლად ერთთვიანი ვადა მისცეს
ფოტო: ანი გუმბერიძე
ელენე ახვლედიანის ოჯახს საცხოვრებელი ბინის დასატოვებლად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ერთთვიანი ვადა მისცა. ვაკეში კავსაძის ქუჩაზე მდებარე ოთხოთახიან სახლში დღეს ახვლედიანის შთამომავლების გამოსახლების მიზნით აღმასრულებელი პოლიცია იყო მისული.
კრედიტორებსა და ოჯახს შორის აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვედრა გაიმართა. კრედიტორის თანხმობის საფუძველზე გადაწყდა, რომ ახვლედიანებმა სახლი ერთ თვეში უნდა დაცალონ.
საქართველოს სახალხო მხატვრის შთამომავლის სახლი აუქციონის წესით 5000 ლარად მევახშისთვის გადაუხდელი ვალის გამო გაიყიდა. ცნობილია, რომ სახლის დატოვების გაფრთხილება ოჯახმა რამდენჯერმე მიიღო, თუმცა მათივე თქმით, წასასვლელი არსად აქვთ.
კრედიტორებმა ოჯახს თანხა კონკრეტული ქონების უზრუნველყოფის სანაცვლოდ ასესხეს. ოჯახი იმედოვნებს, რომ ერთ თვეში სახლი გაიყიდება და ვალის გადახდას შეძლებენ. გაყიდვის უფლება კი თავად კრედიტორისგან აქვთ.
ყველა სიახლე
10 აგვისტო 2026, 18:38
მსოფლიო
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვამ საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან, ოლესია ილაშჩუკთან შეხვედრა გამართა, რომელიც კარდამის რაიონში ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის ინციდენტს ეხებოდა.
10 აგვისტო 2026, 17:39
მსოფლიო
Telegraph: ბრიტანეთის სპეცსამსახურის კატარღები, რომლებიც ჩინური კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, მონაცემებს ჩინეთს ფარულად გადასცემდა
სპეცდანიშნულების ძალების კატარღები, რომლებიც სპარსეთის ყურეში დაგეგმილ მისიებში უნდა გამოეყენებინათ, ჩინური წარმოების ნაწილებით იყო აღჭურვილი. დიდი ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალების მიერ გამოყენებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზვერავი დრონები მონაცემებს ფარულად ჩინეთში აგზავნიდნენ, ინფორმაციას გამოცემა The Telegraph იუწყება.
10 აგვისტო 2026, 17:35
სამართალი
მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეზე: მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა ტყვეებს, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის
მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრინავდა, თუ რას ჭორაობის დონეზეა. ამ კაცს უნდა ვათქმევინოთ, რომ ის ჭორიკანაა, ან ხელი უნდა დაადოს. რა თქმა უნდა, ის ჭორიკანაა. ვერავის დაადებს ხელს. ბევრად უფრო მძიმეა შემდგომი განცხადება - ჩვენ დაგვბრალდა. შემდეგ შეცვალა და აქცენტი გადაიტანა, მეომრები არ ხვრეტდნენ, ადგილობრივი მოსახლეობაო - კიდევ უფრო დაამძიმა. მისი ბოროტება არ სრულდება. პირველი განცხადების შემდეგ უარესსა და უარესს აკეთებს.
10 აგვისტო 2026, 17:30
ეკონომიკა
დავით კიკვიძე: საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი გამჭვირვალე და მკაცრად რეგულირებულ გარემოში ვითარდება
„შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ყველა სუბიექტი ზედმიწევნით იცავს არსებული რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნილ, მათ შორის საერთაშორისო სანქციებს და სხვა შესაბამის საკანონმდებლო, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო აქტებს“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.
10 აგვისტო 2026, 17:29
პოლიტიკა
კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძეზე: ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა. ვფიქრობ, ამ ბოდიშით ყველაფერი მოგვარდებოდა
გამომძიებელი დაინტერესდა ზუსტად იმით, თუ რა პერიოდში ვმონაწილეობდი პირადად მე და როგორი გამოცდილება მქონდა 1992 - 1993 წლებში, პირადად თუ მიმიღია მონაწილეობა და თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, პირადად თუ შევხვედრივარ ბატონ გიორგი ბარამიძეს აფხაზეთში, რა მსმენია ტყვეთა გაცვლის პროცესში თუ საბრძოლო მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის შესახებ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კობა ლიკლიკაძემ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ.
10 აგვისტო 2026, 17:11
ეკონომიკა
ნინო ჯელაძე: რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია
„საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება და ფუნქციები მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს ორგანული კანონით. ეროვნული ბანკი ზედამხედველობს საბანკო და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი რეგისტრირებულია ან ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ“, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის სანქცირების საკითხის შესახებ.
10 აგვისტო 2026, 17:08
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სატყეო სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნო
„სატყეო მიმართულება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის. მწვანე საფარის შენარჩუნება, მოვლა და განვითარება, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და პრევენცია არის ის მთავარი ამოცანები, რომლებსაც სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ღირსეულად ასრულებენ. დღეს დავათვალიერეთ სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც გააძლიერებს კონტროლს და ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან მუშაობას. მოსახლეობასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და განვითარებაზე“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
10 აგვისტო 2026, 17:01
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო სივრცეების დათვალიერება, ასევე სტუმრებისთვის ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებული აქტივობებისა და მასტერკლასების გამართვა.
10 აგვისტო 2026, 16:10
საზოგადოება
კულტურის სამინისტრო: 22 ქართველი სტუდენტი ევროპის 9 ქვეყნის 17 სახელოვნებო სასწავლებელში იღებს განათლებას
პროექტის მიზანი უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებთან ინტეგრირება, ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის ამაღლება, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.
10 აგვისტო 2026, 15:51
მსოფლიო
მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს
„ჩვენ არ ვიღებთ უკონტროლო იმიგრაციას ევროპაში და ხელი შევუწყვეთ მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას, როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე მთელ ევროპაში. არავის შეუძლია უარყოს არალეგალური იმიგრაციის უარყოფითი გავლენა ჩვენს საზოგადოებებზე: დანაშაულის დონის ზრდა, მზარდი ზეწოლა საჯარო სერვისებზე და საზოგადოებრივი ნდობის ეროზია. განსაკუთრებით სერიოზულია, როდესაც უკანონო მიგრანტები, რომლებსაც ჩვენს ქვეყნებში დარჩენის უფლება არ აქვთ, სჩადიან ძალადობრივ დანაშაულს, ვაჭრობენ ნარკოტიკებით ან პასუხისმგებელნი არიან სექსუალურ ძალადობაზე“, - აღნიშნულია მელონის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
10 აგვისტო 2026, 15:21
საზოგადოება
არემჯის საზაფხულო სკოლა წელს პირველად საერთაშორისო სტუდენტებს მასპინძლობს
არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროექტის, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, კომპანიის საწარმოებში ერთთვიან სტაჟირებას ქართველ სტუდენტებთან ერთად წელს პირველად უცხოელი სტუდენტებიც გაივლიან.
10 აგვისტო 2026, 15:17
საზოგადოება
ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
10 აგვისტო 2026, 15:13
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: „სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს“ - ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დასავლელი პარტნიორების მაშინდელ პოზიციას იხსენებს.
10 აგვისტო 2026, 14:57
სამართალი
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საჯარო პოსტზე პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის იმედა აბდუშელაშვილი დააჯარიმა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმედა აბდუშელაშვილი საჯარო პოსტზე პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა
10 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
ყველაზე ცხელი ივლისის ფონზე ოკეანის ტემპერატურის რეკორდები მოიხსნა
ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ მსოფლიოს პოლარული რეგიონების მიღმა ივლისში 20,96°C შეადგინა, რამაც 2023 წელს დაფიქსირებულ ივლისის წინა რეკორდს გადააჭარბა (20,89°C).
10 აგვისტო 2026, 14:49
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ გვიკრძალავენ, იმას აკეთებენ თვითონ. რატომღაც რაც ჩვენთვის მიუღებელია, ის მათთვის აუცილებლად მისაღებია
მაშინ, როდესაც ჩვენ გვადანაშაულებს ევროკავშირი დღევანდელი ბრიუსელი განსაკუთრებით საფრანგეთი და მისი ხელისუფლება, რომ ჩვენ თურმე რუსული გავლენების ქვეშ ვართ და სანქცირებულ ტვირთებს ვატარებთ და ა.შ, დღეს კი ვხედავთ, რომ საფრანგეთი და ევროკავშირი პირიქით ზრდის ბუნებრივი აირის მოხმარებას რუსეთისგან და ხვალ ალბათ პოლიტიკურადაც დალაგდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, რომლითაც გამოეხმაურა გერმანული გამოცემის სტატიას, რომ ევროპამ რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა.
10 აგვისტო 2026, 14:38
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი „ქრონიკის“ ჟურნალისტს: ერთადერთ პრობლემას შეგიძლიათ გაუსვათ ხაზი, რომ რუსული სიმღერები შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს გოიმური და ვიღაცისთვის - არა. მაგალითად, ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ
ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ, - განუცხადა სატელეფონო საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს რუსოფობიასთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკის პასუხად.
10 აგვისტო 2026, 14:35
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა.
10 აგვისტო 2026, 14:33
სამართალი
სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება
გენერალურ პროკურატურაში უკვე სამ საათზე მეტია გამოკითხვაზე იმყოფება კობა ლიკლიკაძე. ამ წუთებში პროკურატურის შეკითხვებს პასუხობენ ასევე გიორგი ნიშნიანიძე, მალხაზ თოფრია და აფხაზეთის ომის ვეტერანები.
10 აგვისტო 2026, 14:31
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ჩვენ გვთხოვდნენ, თავად კი აღრმავებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს. კიდევ უფრო მეტად იკვეთება, თუ რა მასშტაბის ანტიქართული კამპანია წარმოებს, მაშინ როდესაც ხელს ძალიან კარგად ითბობენ ევროპელები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობით
ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, თავად კი აღრმავებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.


