ჟან ასელბორნი: მთავრობამ მოქალაქეებს უნდა აუხსნას ევროპაში მოგზაურობის წესები
ჟან ასელბორნი
ფოტო: facebook
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობის წესები უნდა აუხსნას.
„პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა. ჩვენ როცა თქვენს ქვეყნებში ჩამოვდივართ, გვინდა გულახდილნი ვიყოთ და გულწრფელად გაჩვენოთ, როგორ ვცხოვრობთ ჩვენი ნეგატიური და პოლიტიკური ნაწილით. ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელიც 28 ქვეყანას თავის მრავალფეროვნებით აერთიანებს. ევროკავშირი მხოლოდ ბრიუსელი არ არის, ის ბევრად უფრო მეტია. ბევრი ადამიანი მოდის ევროპის კავშირში ვიზის გარეშე. ლუქსემბურგში ადამიანების დიდი რაოდენობა ჩამოვიდა ვიზის გარეშე და შემდეგ მოითხოვა თავშესაფარი. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული, თქვენმა მთავრობამ მოქალაქეებს უნდა აუხსნას ევროპაში მოგზაურობის წესები და თავშესაფრის მინიჭების პროცედურა როგორია ისეთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევა არ ხდება. თუ ძალიან შორს წავალთ, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც, ევროკავშირს რეაგირება მოუწევს“,- განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 11:23
პოლიტიკა
შათირიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაბედა და ღიად დასვა კითხვები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რომელზეც დღეს თავად ევროპელი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ
ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას. მეტიც, „რაღაც დალპა “ არა მხოლოდ „დანიის სამეფოში“, არამედ მთლიანად ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შესაძლოა ბევრს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას ამ სურათის სრულად დანახვა, ან ხალხისთვის ჩვენება არ სურს, მაგრამ ძლიერი ოლიგარქიული ოჯახების გეგმის მიხედვით მიმდინარე პროცესების უსიამოვნო სუნი უკვე ყველგან მძაფრად იგრძნობა, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
21 მაისი 2026, 11:22
მსოფლიო
POLITICO: ევროპაში აშშ-ის ჯარების შემცირებამ კონტინენტი შოკში ჩააგდო, თუმცა რუტემ „მხრები აიჩეჩა“
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპიდან სამხედროების გაყვანის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილების მნიშვნელობა დააკნინა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი შემცირება „სტრუქტურირებულად“ მოხდება. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
21 მაისი 2026, 11:21
პოლიტიკა
შათირიშვილი: როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე - რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები?
ნახევრად სიმართლე - სრული სიმართლე ვერ იქნება! როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე - რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები? - ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
21 მაისი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი დანიის პოლიციის პასუხზე: ორმაგი სტანდარტი იმდენად ძვალსა და რბილში აქვთ უკვე ამ ევრობიუროკრატებს გამჯდარი, რომ ასეთი არაადეკვატური პასუხის ნორმალურად მიაჩნიათ
„აქ ყველაზე ნიშანდობლივია პასუხი, რაც თქვენს ტელევიზიას დანიის პოლიციამ მისწერა, რომ თურმე დიალოგი რომ ვერ შედგა, ამან გამოიწვია ძალის გამოყენება. აი ასეთი რამე რომ ჩვენმა პოლიციამ ვინმეს მისწეროს, ვინმესთვის ეს მისაღები იქნება? რა თქმა უნდა, ატეხენ ერთ ამბავს. მათ ყველაფერს ჰპატიობენ. ეს ორმაგი სტანდარტი იმდენად ძვალსა და რბილში აქვთ უკვე ამ ევრობიუროკრატებს და თუნდაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელობას გამჯდარი, რომ ასეთი არაადეკვატური პასუხის ნორმალურად მიაჩნიათ“, - ამბობს შარმანაშვილი.
21 მაისი 2026, 11:19
მსოფლიო
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ
სლოვაკეთის რესპუბლიკა ცნობად იღებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სლოვაკეთში სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას ეხება. აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შეიცავს და სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ იურიდიული ძალა არ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა კი, ის რეალობას არ შეესაბამება და ჩვენ მის ფორმულირებას არ ვეთანხმებით, - წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში.
21 მაისი 2026, 11:18
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება
„საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსთავში ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება. ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სივრცეც განახლდება, რომელიც 8 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. დღეს შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან და გავაცანით პროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
21 მაისი 2026, 11:08
საზოგადოება
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქ. ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგა.
21 მაისი 2026, 11:05
საზოგადოება
26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე სამხედროების პირველი რეპეტიცია გაიმართა
26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. თავისუფლების მოედანზე სამხედროების პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა. წელს წვევამდელები, დედაქალაქთან ერთად, ფიცს საზეიმოდ დადებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას.
21 მაისი 2026, 10:59
ეკონომიკა
საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
„სულ რამდენიმე დღე დარჩა და ჩინეთში, შანხაიში ITB China-ზე საქართველო პარტნიორის სტატუსით წარდგება. სამი დღის განმავლობაში, ყველაზე საუკეთესო ადგილზე, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა, გასტრონომია, ისტორია. ასევე, ჩვენთან ერთად კერძო სექტორის 30 წარმომადგენელი დაამყარებს ახალ ბიზნეს ურთიერთობებს, იმისთვის, რომ ერთობლივად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში“.
21 მაისი 2026, 10:53
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელების მიერ გამართულ ღონისძიებას მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები დაესწრნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
21 მაისი 2026, 10:53
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დარგში არსებული გამოწვევები უშუალოდ სექტორის წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ და გადაწყვეტილებები ერთობლივი განხილვის საფუძველზე მივიღოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა დარგობრივი საბჭოს ფორმატი, რომელიც ფერმერებთან და ბიზნესთან კოორდინაციის ეფექტიან პლატფორმად ჩამოყალიბდება. გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული რეალურ საჭიროებებს და სექტორის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
21 მაისი 2026, 10:43
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელ საგნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში დაიწყო
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, დავალებების სპეციფიკისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. ამასთან, განხილული იქნა ნაშრომების შეფასების ძირითადი პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შეცდომებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ფიქსირდება. ასევე, მიეცათ რეკომენდაციები, რომლებიც მათ საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მომზადებაში დაეხმარება.
21 მაისი 2026, 10:40
სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
„მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა - მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა მიულოცეს. მოსწავლეებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან სიმბოლური თეთრი მაისურები გადაეცათ, რომლებზეც სტუმრებმა სამახსოვრო და მისალოცი წარწერები დატოვეს.
21 მაისი 2026, 10:39
მსოფლიო
აშშ-მა კუბასთან ახლოს ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი განათავსა
აშშ-ის ფლოტის ავიამზიდთა დამრტყმელი ჯგუფი კარიბის ზღვაში, კუბასთან ახლოს განთავსდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
21 მაისი 2026, 10:28
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
21 მაისი 2026, 10:27
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 12 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 12 პირი დააკავეს.
21 მაისი 2026, 10:20
კულტურა
ბრენდონ სანდერსონის რომანების მიხედვით სერიალს გადაიღებენ
ეს სანდერსონის უკვე მესამე ნამუშევარია, რომლის ეკრანზე გადმოტანაც იგეგმება. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სტრიმინგ-სერვისმა Apple TV+ სანდერსონთან მისი მასშტაბური საავტორო სამყაროს, „კოსმერის“ ეკრანიზაციაზე უპრეცედენტო შეთანხმება გააფორმა. გარიგების თანახმად, ტრილოგია „ნისლქმნილის“ მიხედვით მხატვრულ ფილმებს, „შტორმის სინათლის არქივის“ მიხედვით კი, სერიალს გადაიღებენ.
21 მაისი 2026, 10:06
სამართალი
ბესიკ ამირანაშვილი: სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.
21 მაისი 2026, 09:55
მსოფლიო
POLITICO-ს ცნობით, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა, ევროპარლამენტარ ბას ეიკჰაუტთან „შეუფერებელი ურთიერთობის“ გამო სკანდალში გაეხვა
ევროპარლამენტში „მწვანეების“ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბას ეიკჰაუტმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ ჰქონდა „ურთიერთობები“, რომლებიც მის თანამდებობას არ შეეფერებოდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
21 მაისი 2026, 09:53
სამართალი
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის შს მინისტრი ეწვია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი დახვდა.


