თბილისის მერია: ზვიად ნაზღაიძეს ქონება კანონიერად გადაეცა
თბილისის მერია
თბილისის მერია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას ზვიად ნაზღაიძისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და მისთვის სამართლიანი ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2015 წლის 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ, უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა სტიქიური უბედურების ზონა, სადაც ცხოვრება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია. სწორედ ამ ზონაში მოექცა N01.14.14.002.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რითაც სრულად შეიზღუდა მისი სამშენებლო განვითარება.
მერია, ასევე, მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის "საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ მე-2 მუხლის თანახმად, გადაუდებელ აუცილებლობას, სხვა გარემოებებთან ერთად, განეკუთვნება სტიქიური უბედურება.
"სტიქიით დაზარალებულთა დახმარება მუნიციპალიტეტის მიერ, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, წარმოებდა ეტაპობრივად. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, საკუთრების ჩამორთმევა დაეფუძნა არა იმწუთიერ საფრთხეს, არამედ იმ გარემოებას, რომ შესაბამის პირობებში, სტიქიის ზონაში მოხვედრილი ტერიტორია თავისთავად არის ამგვარი საფრთხის მატარებელი, რაც ზღუდავს ან გამორიცხავს ქონების სამომავლო განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს სს "საქართველოს ბანკსა" და ზვიად ნაზღაიძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებით ზვიად ნაზღაიძეს ხელშეკრულების საგანზე გადაეცა შესყიდვის ოფცია. შესყიდვის ოფცია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 3 იანვარს და რეგისტრირებული იყო 2015 წლის 3 ნოემბრამდე, მათ შორის, სტიქიის პერიოდშიც. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
"მიუხედავად მხარეებს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული თავდაპირველი ვადისა, უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ ოფციის უფლება არსებობდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომაც, აღნიშნული დასტურდება იმ ფაქტობრივი გარემოებითაც, რომ ოფციის მხარეებს არ მიუმართავთ საჯარო რეესტრისთვის მისი გაუქმების მოთხოვნით და მეტიც, 2016 წელს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც ბანკმა ქონება გადასცა ნაზღაიძეს, საფუძვლად დაედო მხარეებს შორის მანამდე არსებული - 2013 წლის 24 დეკემბრის ოფციის ხელშეკრულება. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების მომენტში ზვიად ნაზღაიძე წარმოადგენდა ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეს, შესაბამისად, უძრავი ნივთის სამართლებრივი ბედის განსაზღვრისას (მესაკუთრისთვის ჩამორთმევა), ადმინისტრაციული ორგანოსთვის მნიშვნელოვანი იყო უფლებამოსილი პირის - მესაკუთრის გამოვლენა შესაბამისი ფუნქციურ-სამართლებრივი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ მონაცემებზე დაყრდნობით და არა მხარეებს შორის არსებულ, კერძოსამართლბრივ ურთიერთობათა შინაარსის კვლევა". - წერია განცხადებაში.
"რაც შეეხება მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულების შეფასებას, კანონი, რომლითაც მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა, ითვალისწინებს, რომ ქონების ჩამორთმევისას დაცული უნდა იყოს ორი უმთავრესი პრინციპი - ანაზღაურება იყოს სამართლიანი და სრული. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია მოქცეულია სტიქიის ზონაში და ქონება შეუსაბამო აღმოჩნდა შემდგომი სამშენებლო განვითარებისთვის, მისი ჩამორთმევისას, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, დაზარალებულის მიმართ სამართლიანი ანაზღაურების განსაზღვრისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული ღირებულებით, რაც დადგინდა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაზარალებულისათვის სტიქიამდე არსებული ღირებულების შეუთავაზებლობა იქნებოდა ზემოაღნიშნული უმთავრესი პრინციპების დაუცველობა", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია აცხადებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამჭვირვალობის, თანაზომიერების, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია თბილისის მერიას მოსამართლე ნატა ნაზღაიძისთვის ქრთამის სახით მიწის ნაკვეთის გადაცემას ედავება. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დღეს საკრებულოში დაიბარეს, თუმცა, ნარმანიამ მისვლაზე უარი განაცხადა.
ნაზღაიძის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებმაც თქვეს, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახს 1 მილიონი, სავარაუდოდ, ქრთამის სახით არ მიუღია.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 09:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით. მსგავსი ტიპის შეხვედრები, ძირითადად, გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 09:28
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა. ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013/ 2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.
16 აპრილი 2026, 09:24
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპმა ნიდერლანდების მეფესა და დედოფალს განუცხადა, რომ ირანში ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 აპრილს თეთრ სახლში ნიდერლანდების მეფესთან, ვილემ-ალექსანდრესთან და დედოფალთან მაქსიმასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანში ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 09:18
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია Მითი გერმანული სიზუსტის შესახებ. ფაქტობრივად მეორე წელია ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.
16 აპრილი 2026, 09:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ - საქართველოს და აზერბაიჯანს, ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის მნიშვნელობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შორის არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას
„საქართველოს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ორივე ქვეყნისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა - საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობები აზიასთან დაკავშირებადობის კონტექსტში და აზერბაიჯანისთვის საქართველოსთან ურთიერთობები ევროპასთან დაკავშირებადობის კონტექსტში. ჩვენ, ორივე ქვეყანას ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის მნიშვნელობა ერთმანეთისთვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას. ეს დამოკიდებულება აძლიერებს და აფართოებს იმ შესაძლებლობებს, რაც დგას ჩვენი რეგიონის წინაშე და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, ვინაიდან ეს საჭიროება არსებობს.“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".
16 აპრილი 2026, 09:11
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი სანქციებზე: ღიად ხდებოდა საქართველოზე ნებისმიერი მეთოდით ზეწოლის განხორციელება
გადაცემა „ღამის კურიერში" სტუმრობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა სანქციების, კონკრეტულად კი საქართველოს მოქალაქეების მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დაწესებული პერსონალური სანქციების შესახებ. მინისტრის თქმით, ეს საქართველოსა და მის მოქალაქეებზე ზეწოლისთვის გამოყენებული კიდევ ერთი ინსტრუმენტია.
16 აპრილი 2026, 09:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 აპრილს საქართველოში
16 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ისრაელისა და ლიბანის ლიდერები 34 წლის განმავლობაში ერთამენთს ხვალ პირველად შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერები ხვალ ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ.
16 აპრილი 2026, 08:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: იყვნენ ამ აბსურდის თეატრში და მერე ნუ გაუკვირდებათ, რომ თავადვე აყენებენ სერიოზულ ზიანს ჩვენი მოქალაქეების თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას აფასებს.
16 აპრილი 2026, 08:33
პოლიტიკა
პაატა სალია შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკურ და სოციალურ, ასევე პოლიტიკის საკითხებში და ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან.
16 აპრილი 2026, 08:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
16 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა. შალვა პაპუაშვილი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.
16 აპრილი 2026, 08:00
პოლიტიკა
დღეს შალვა პაპუაშვილი სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატი ქვეყნების და აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს.
16 აპრილი 2026, 03:12
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა უკანონო და არაეფექტურია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ „ირანის ალყაში მოქცევა შეუძლებელია“, რაც პასუხია ტრამპის მიერ ამ კვირაში გამოცხადებულ ბლოკადაზე.
16 აპრილი 2026, 03:00
მსოფლიო
ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება.
16 აპრილი 2026, 02:40
მსოფლიო
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა აგრძელებს ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და პარალელურად იწყებს მოლაპარაკებებს ლიბანთან.
16 აპრილი 2026, 01:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად
საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი, ეთილსინდისიერად აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციები ეფექტიანად იყოს შესრულებული და ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული მათ გვერდის ასავლელად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
16 აპრილი 2026, 01:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უნგრეთს შორის, კიდევ უფრო განვითარდება და არანაირად არ გვექნება უკუსვლა ახალი ხელისუფლების პირობებში
ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა, ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყო საქართველოსთვის და ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. ზოგადად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ძალიან კარგი, მტკიცე, მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რომელსაც უკვე აქვს თავისი ინსტიტუციური ფორმა მიღებული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას.
16 აპრილი 2026, 00:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ
ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში.
16 აპრილი 2026, 00:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალური სანქციებიც გამოიყენეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ გვაძლიერებს, აძლიერებს იმ იდეას, რისთვისაც ვიღებთ ამ დარტყმას
ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ და იმდენი გაუგონარი რამ იქნა გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალურ სანქციებიც გამოიყენეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა,"ღამის კურიერის" ეთერში.


