დღეს სამებაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება
ფოტო: shutterstock.com
დღეს სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება, რა დროსაც 400-ზე მეტი წყვილი ჯვარს დაიწერს.
„მეხუთე წელია, ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის და აწყურის ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებას საქართველოში საზეიმო მსვლელობით აღნიშნავს. ხატით მოგზაურობა იწყება 10 მაისს და მთავრდება 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში. მსვლელობა დაემთხვა ამაღლების დღესასწაულს, ამიტომ, ხალხი წირვის შემდეგ შეიკრიბება ვარდების მოედანზე და მსვლელობა დაიძვრება სამების ტაძრისკენ. გვაქვს ღონისძიებები დაგეგმილი ქაშუეთის ეკლესიასთან, დაილოცება 300 ოჯახი, რომელთაც 6 შვილი ჰყავთ. 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
საპატრიარქო 17 მაისის განრიგსაც ავრცელებს – 10:00 დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში; 11:30 გვარები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან; 12:00 დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან; 12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები; 13:00 ქაშვეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადაიხდიან სამადლობელ პარაკლისს და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულსაც ზეიმობს.
ყველა სიახლე
20 აპრილი 2026, 10:16
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთს თავიდან მოუტანა ხანმოკლე პროგრესი, თუმცა მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა წინ, დარჩა ღარიბ ქვეყნად - კარგი მაგალითია, თუ რატომ არ ნიშნავს ევროკავშირი ავტომატურად განვითარებას
ბულგარეთში ბოლო ხუთ წელში მერვე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ყველაზე პრორუსულმა და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა- წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
20 აპრილი 2026, 10:16
საზოგადოება
ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება
ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „კვლევებიდან-შედეგებამდე, პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში” ეძღვნება.
20 აპრილი 2026, 10:12
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
20 აპრილი 2026, 10:05
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ მცირე და საშუალო კომპანიებს შეხვდა და ტელეკომ ბაზარზე არსებული გარემო განიხილა. შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად იყო განხილული ის საკითხები, რომლებიც სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღებისთვისაა საჭირო. საუბარი შეეხო, მათ შორის, ფიქსირებული ინფრასტრუქტურის გამოყენებისა და დაშვების, მომსახურების ფასების, ურთიერთჩართვის წერტილების, გლობალური ინტერნეტისა და მომსახურების სიჩქარეებისა თუ ხარისხის თემებს.
20 აპრილი 2026, 09:47
რეგიონი
პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური კრივის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრებს დაესწრნენ და გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს
პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური კრივის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრებს დაესწრნენ და გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.
20 აპრილი 2026, 09:37
სპორტი
სპორტის მინისტრმა და ძიუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი შეაჯამეს
სპორტის მინისტრმა და ძიუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი შეაჯამეს. მხარეებმა ილაპარაკეს სამომავლო გეგმებზე, ასევე, განიხილეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების პერსპექტივები.
20 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია ლიდერობს
ბულგარეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ ლიდერობს. ეგზიტპოლის შედეგებით, რადევის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების დ 38 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია.
20 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: უნგრეთის პოზიცია უცვლელია: არ არის ნავთობი - არ არის ფული. როგორც კი უკრაინა ნავთობის მიწოდებას განაახლებს, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს კრედიტის დამტკიცებას
უკრაინა მზად არის ორშაბათიდან განაახლოს ნავთობის მიწოდება „დრუჟბის“ მილსადენით, თუ უნგრეთი ევროკავშირის 90 მილიარდ ევროს აღარ დაბლოკავს, - წერს უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში. როგორც ორბანი აღნიშნავს, სესხის განბლოკვას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც მილსადენით ნავთობის მიწოდება აღდგება.
20 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
18 აპრილს კიევში მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო, უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
18 აპრილს კიევში მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევგენი ჟუკოვმა, თანამდებობა დატოვა. პოსტის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიციელებმა არაპროფესიონალურად იმოქმედეს და მათი საქციელი სამარცხვინო იყო.
20 აპრილი 2026, 09:15
მსოფლიო
ისრაელის არმია ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს - მიმდინარეობს გამოძიება
ისრაელის თავდაცვითი ძალები ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს.
20 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
აშშ-ში, ლუიზიანის შტატში სროლის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა - არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან 7 ბავშვი თავდამსხმელის შვილი იყო
ლუიზიანის შტატის ქალაქ შრივპორტში, სროლის შედეგად 8 ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანს ესროლა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს. დაღუპული ბავშვები სავარაუდო დამნაშავის ნათესავები იყვნენ.
20 აპრილი 2026, 09:03
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: აშშ-ისა და ისრაელის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა
შეერთებული შტატებისა და ისრაელის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ, ჯერ არ დასრულებულა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. არგენტინის პრეზიდენტთან, ხავიერ მილეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი მიზნებს ერთად მიაღწევენ.
20 აპრილი 2026, 08:58
მსოფლიო
მედია: ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი თქვა
ირანმა უარი თქვა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 08:50
საზოგადოება
ფონიჭალაში, სადაც ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი, გარდაცვლილი იპოვეს, გვიან ღამემდე იყო ხალხი შეკრებილი - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა
გვიან ღამემდე იყო ხალხი შეკრებილი ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
20 აპრილი 2026, 08:46
პოლიტიკა
რიმა ბერაძე: ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს გაუძლო - შანტაჟს, ზეწოლას. ვერანაირი ბლაჟევიჩები და აკერმანები მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ
ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს გაუძლო - შანტაჟს, ზეწოლას. ვერანაირი ბლაჟევიჩები და აკერმანები მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ.
20 აპრილი 2026, 08:37
პოლიტიკა
ზუკა რურუა Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: კრიტიკოსები რა თქმა უნდა, არ დაილევიან. ცოტა ხნის წინ იგივე ვნახეთ, როდესაც საქართველოში „ემაარ ჯგუფი“ შემოვიდა
კრიტიკოსები რა თქმა უნდა, არ დაილევიან განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.
20 აპრილი 2026, 08:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა, მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს
ჩვენი ოპონენტების რიტორიკა არ შეცვლილა. მათთვის ნებისმიერი სახის ინვესტიცია ტრაგედიას წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
20 აპრილი 2026, 08:17
საზოგადოება
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ, ილია მეორის საფლავს პატივი მიაგო
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო დელეგაციამ, ილია მეორის საფლავს პატივი მიაგო. სიონის ტაძარში, პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე აღევლინა და დელეგაციის წევრებმა ბერძნულად იგალობეს.
20 აპრილი 2026, 08:07
სამართალი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
20 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, თუმცა ვარაუდობენ მცირე ნალექსაც წვიმის სახით. დღისით +15 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
19 აპრილი 2026, 23:30
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი
რაღაცა რომ შეგელახოს, უნდა გქონდეს. აღარ არის [არასამთავრობო ორგანიზაციების] ავტორიტეტი საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა ქართული „ენჯეოების“ შელახული ავტორიტეტის ბრიუსელის მიერ აღდგენის მცდელობაზე საუბრისას.


