ცხინვალში გატაცებული მოზარდი ქართულ მხარეს გადმოსცეს
ფოტო: არქივი
ცხინვალში გატაცებული მოზარდი ქართულ მხარეს გადმოსცეს. მანამდე ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჭვრინისის თემში, მარიამ გულისაშვილი აცხადებდა, რომ ჭვრინისელ მოზარდს დღეს გაათავისუფლებდნენ.
ტატო ხარაზიშვილი 30 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის საქონელს აძოვებდა და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. დაკავებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
მის გასათავისუფლებლად ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 15:33
პოლიტიკა
პრემიერი კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტზე: ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება
როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, მომავალშიც ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:31
საზოგადოება
ComCom-მა კანონდარღვევისთვის „ტვ პირველი” 2500 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 2500 ლარით დააჯარიმა. კომისიამ მაუწყებლის მონიტორინგი 11 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 11:00, 15:00 და 20:00 საათიან „პირველებში“ კანონის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში აღნიშნულ საინფორმაციო პროგრამებში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე მოხდა.
25 ივნისი 2026, 15:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ახლა ხდება ჯარიმების შემცირება, დადგინდა, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ასეთი ტიპის სიჩქარით გადაჭარბების დროს, თითქმის არ არის
ბევრ რამეში ლიდერები ვართ, მაგრამ ერთ სამწუხარო საკითხშიც ევროპაში ლიდერები ვართ. ეს არის ერთ სულ მოსახლეზე საგზაო შემთხვევებით დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
25 ივნისი 2026, 15:28
პოლიტიკა
პრემიერი: ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, შესაბამისად, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს
ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას შეეხებოდა.
25 ივნისი 2026, 15:27
პოლიტიკა
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო.
25 ივნისი 2026, 15:26
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, ფრანგმა სამართალდამცველებმა სიცილიასთან ახლოს რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ფრანგმა სამართალდამცველებმა კუნძულ სიცილიასთან ახლოს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა.
25 ივნისი 2026, 15:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბიუროკრატია სათანადოდ მუშაობს საქართველოში, არ ქმნის ჭარბ ბარიერებს, არც ბიზნესისთვის, არც მოქალაქეებისთვის, ამ კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ეს აისახება საერთაშორისო რეიტინგებშიც
ბიუროკრატია სათანადოდ მუშაობს საქართველოში, არ ქმნის ჭარბ ბარიერებს, არც ბიზნესისთვის, არც მოქალაქეებისთვის, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგის შესახებ განაცხადა, სადაც ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა.
25 ივნისი 2026, 15:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში დაპირისპირება ძალიან პირობითია, რადგან მთლიანობაში ეს არის ერთიანი ძალა, რასაც ჰქვია უცხოური აგენტურა, ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის
„მე მათ ვერ ვუწოდებდი ოპოზიციას, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებიან ერთმანეთს აგენტურის წარმომადგენლები. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენ ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
25 ივნისი 2026, 15:23
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო ძალისხმევით, ხედვით და სტრატეგიით უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდეს ტვირთნაკადი, საქართველომ განაგრძოს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ბათუმში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 ივნისი 2026, 15:19
სამართალი
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას ითვალისწინებს. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
25 ივნისი 2026, 15:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თუკი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ასახული რეზოლუციაში, შეიძლება, ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართველი ხალხი, მაგრამ არც ერთხელ ეს შანტაჟი არ ყოფილა წარმატებული, ქართველმა ხალხმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება
დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება, ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:15
პოლიტიკა
პრემიერი: ქვეყნის გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაა, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა
ქვეყნის გარედან ჩვენ ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ეხებოდა.
25 ივნისი 2026, 15:10
პოლიტიკა
პრემიერი: გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ საკუთარი სუვერენიტეტის დათმობაზე, ეს აჩვენებს აგენტურის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ - იგივე დამოკიდებულება აქვს ქართულ აგენტურას, საქართველოში ე.წ ოპოზიციას
გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ საკუთარი სუვერენიტეტის დათმობაზე,, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:04
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს, ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარი და ვერც რამდენიმე ევროპარლამენტარი ამ მოცემულობას ვერ შეცვლის
ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება. შეიძლება, ევროპარლამენტარებს ეწყინოთ ქართველი ხალხის ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა სცენ ასეთ გადაწყვეტილებას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:04
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული
„საბოლოო ჯამში, კარგად მოგეხსენებათ, როგორ წარიმართა პროცესები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ აგენტურას, რომელსაც ეწოდებოდა ფორმალურად ოპოზიცია, სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, მათ ოპოზიციას ვერ დავარქმევთ. ეს აგენტურა მოქმედებდა დავალების შესაბამისად, მათ დაავალეს პარლამენტში არშესვლა და ახლა უკვე გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული პროცესი. აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით. ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
25 ივნისი 2026, 15:01
საზოგადოება
ონკოპაციენტის მშობელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: როგორც ონკოპაციენტის მამა, მოვითხოვ გამოვიდნენ და საჯაროდ მოიხადონ ბოდიში
როგორც ონკოპაციენტის მამა, მოვითხოვ გამოვიდნენ და საჯაროდ მოიხადონ ბოდიში, - განუცხადა „ქრონიკას“ ონკოპაციენტის მშობელმა მევლუდ ჩულუხაძემ ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციასთან დაკავშირებით.
25 ივნისი 2026, 15:00
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, რეზოლუციის ტექსტში უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობაა, დოკუმენტი აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით
ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:00
სამართალი
სულხან თამაზაშვილი იმერეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვია
შეხვედრების ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრს რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
25 ივნისი 2026, 14:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს“, რომლებიც ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა.


