„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა წარადგინა
ეკა გიგაური
ფოტო: youtube
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.
კვლევის ავტორების განცხადებით, ასეთი კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა და წარმოდგენილი ფაქტები 2018 წლის აპრილისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.
კვლევის თანახმად, არსებული კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს და მათ კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.
„არსებული ხარვეზიანი კანონმდებლობა ზრდის სისტემაში კორუფციის რიკსებს. ასევე, მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი წესი ზრდის ინტერესთა კონფლიქტისა და ქრონიზმის რისკებს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია გაუმართლებლად ფართო დისკრეცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, რის შედეგადაც მოსამართლეები დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე ინიშნებოდნენ. შედეგად თანამდებობაზე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა, ლევან მურუსიძე, ხოლო უვადოდ დაინიშნენ: მანუჩარ კაპანაძე (სულხან მოლაშვილის საქმე), გიორგი გოგინაშვილი (სერგო თეთრაძის საქმე) და სხვა ისეთი მოსამართლეები, რომელთა მიერ წარსულში განხილული საქმეები არადამაკმაყოფილებელ პროფესიულ რეპუტაციაზე მიუთითებდა”, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, სასამართლოში არსებობენ გავლენიანი მოსამართლეები, რომლებიც ძირითადად საბჭოში ერთიანდებიან და აქვთ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის სხვადასხვა ბერკეტი. მათ შორის: მოსამართლეთა დისციპლინირების, დანიშვნის/გათავისუფლების, დაწინაურების, დანამატების განსაზღვრისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის მექანიზმები, რაც ხშირად, მოსამართლეთა ამ გავლენიანი ჯგუფის მიერ, შერჩევითად გამოიყენება. ეს ბერკეტები ქმნის მოსამართლეებზე არასათანადო ზემოქმედების საფრთხეებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის კორუფციის რისკებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლოსადმი უნდობლობას ასევე აძლიერებს ისიც, რომ წლების განმავლობაში სასამართლოებისა და კოლეგია/პალატების თავმჯდომარეების პოზიციები უკავია მოსამართლეთა ერთი და იგივე მცირე ჯგუფს, რომლებიც დანარჩენი მოსამართლეების უფროსებად აღიქმებიან. ეს მოსამართლეები გავლენიან მოსამართლეებად მიიჩნევიან სისტემაში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში სასამართლო სისტემის პრობლემურ მდგომარეობაზე საუბრობენ ასევე ბიზნესასოციაციები, მათ შორის მნიშვნელოვანი ინვესტორები.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 18:30
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: მომავალ არჩევნებში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და არ შეიქმნან ე.წ. აღქმები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და უნდა მოახდინონ ბოიკოტირება
2020 წლის არჩევნებზეც იგივე სურათი იყო. მაშინაც ერთი წლის განმავლობაში ახდენდნენ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.
03 ივნისი 2026, 18:24
რეგიონი
ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება. მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილესთან ცირა ნაფეტვარიძესთან და ექსპერტთან ლაშა გეგეჭკორთან ერთად პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა. ხაზი გაესვა რეგიონში პრობლემის აღმოსაფხვრელად, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
03 ივნისი 2026, 18:23
პოლიტიკა
პრემიერი მოლდოვაზე: თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, ჩვენ გვაქვს საპირისპირო განცხადება, მიმართული - სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ და ლოგიკურია, რომ ეს ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას, აქებენ ხოლმე მოლდოვის ხელისუფლებას
წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე, თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ, სუვერენიტეტი, თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებას შეეხებოდა.
03 ივნისი 2026, 18:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: დღეს ისინი ხვდებიან, რომ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების თაობაზე იყო ძალიან დიდი შეცდომა. ცდილობენ, რომ აქციების მოწყობით და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაძაბულობის შემოტანით იარსებონ და ესეც არანაირ შედეგს არ აძლევთ
რეალურად, ეს დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ დღეს ისინი ხვდებიან ან მათი ერთი ნაწილი მაინც, რომ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების თაობაზე იყო ძალიან დიდი შეცდომა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მოჰყვა.
03 ივნისი 2026, 18:21
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც EBRD-ის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მსგავსი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას.
03 ივნისი 2026, 18:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე: მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, არ არის დიდად საინტერესო მისი განცხადებები, მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები, როგორც წესი, ისე არ ხდება ხოლმე, რაც გულში უდევს სინამდვილეში, როგორც ჩანს, ის თქვა
კიდევ ერთხელ წამოსცდა რაღაც კაცს, მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად.
03 ივნისი 2026, 18:15
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობით, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობა იქნება ბევრად უფრო კომპლექსური, გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
03 ივნისი 2026, 18:15
მსოფლიო
ფრანგული გამოცემა Le Point: „არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი უკრაინასთან დაკავშირებით კურსს არ ცვლის
ვარშავის, ვენისა და ბერლინის შემდეგ, პეტერ მადიარი პარიზში იმყოფება - ორბანის სისტემის დამამხობელი ევროპულ დედაქალაქებს ისეთი ტემპით სტუმრობს, რაც ყველაფერს ამბობს მის ამბიციაზე: აჩვენოს, რომ უნგრეთი შეიცვალა, ბუდაპეშტი დაბრუნდა და ევროპას კვლავ შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს, - წერს ფრანგული გამოცემა Le Point-ი სტატიაში სათაურით „არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი ორბანის სისტემაშია გაჭედილი“.
03 ივნისი 2026, 18:13
პოლიტიკა
გიორგი კახიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ხდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება. როგორც კახიანმა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.
03 ივნისი 2026, 18:11
პოლიტიკა
გიორგი კახიანი 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების აღიარებაზე: როგორც ჩანს, მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. მათ აღიარეს დანაშაული
„როგორც ჩანს, მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. მათ აღიარეს დანაშაული. ბუნებრივია, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ზოგადად, საპროცესო შეთანხმება არის საშუალება, რომ პასუხისმგებლობა იყოს უფრო მსუბუქი, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება და იმედი მაქვს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შეიძლება შეცდომაში იყო შეყვანილი პროპაგანდით, რომელსაც აქტიურად ეწევიან ოპოზიციური ტელევიზიების მეშვეობით, უკვე ხვდება, რომ ეს იყო არასწორი მოქმედებები“, - განაცხადა კახიანმა.
03 ივნისი 2026, 18:06
პოლიტიკა
პრემიერი „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა ასახულია შესაბამის რეიტინგებშიც
საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
03 ივნისი 2026, 18:05
საზოგადოება
პრემიერი: ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისთვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს
ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით და ზოგადად პატიმრების მიმართ მიდგომებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ იქნება სინანული დანაშაულთან მიმართებით, თუ იქნება შესაბამისი მიმართვა, ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი რეაგირება იყოს ამ ყველაფერზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
03 ივნისი 2026, 17:57
მსოფლიო
საბერძნეთმა უკრაინას საზღვაო დრონის გამო დემარში გამოუცხადა
საბერძნეთმა უკრაინას ოფიციალური დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა კუნძულ ლევკასთან აღმოჩენილი დრონის გამო. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
პრემიერი: რაც იყო გაფუჭებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე, სამართლიანი მიდგომა არის ის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას
„ჩვენ აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში. როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს შესაბამის სამართლებრივ პროცესსა და სამართლებრივ პროცედურებს, ეს იქნებოდა ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა. სამართლის უზენაესობას ყველამ უნდა სცეს პატივი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, სწორედ, ეს არის ამოსავალი წერტილი. სამართლის უზენაესობის პატივისცემა არის სამართლიანობის ერთ-ერთი გამოხატულება“, - აღნიშნა პრემიერმა.
03 ივნისი 2026, 17:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე: ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს
პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის კომენტირებისას.
03 ივნისი 2026, 17:47
პოლიტიკა
პრემიერი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით
„2020 და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით, სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს მიდგომა არის შეცვლილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება“, - განაცხადა პრემიერმა.
03 ივნისი 2026, 17:30
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის
ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
03 ივნისი 2026, 17:30
ეკონომიკა
პრემიერი: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი.
03 ივნისი 2026, 17:24
ჯანდაცვა
მშობელი ზაქარია გვიშიანი პრემიერთან შეხვედრაზე: ეს იყო იმედის მომცემი შეხვედრა, შემდეგი შეხვედრები იქნება კონკრეტიზაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მედიკამენტების მისაღებად აუცილებელია
გადაჭრით არცერთ მედიკამენტზე ყოფილა, თუმცა ოთხივე მედიკამენტზე იყო საუბარი რა გზებით შესაძლოა აწარმოოს სახელმწიფომ მოლაპარაკება. საუბარი იყო ეფექტურობაზე ოთხივე მედიკამენტზე. ეს იყო იმედის მომცემი შეხვედრა და შემდეგი შეხვედრები იქნება კონკრეტიზაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მედიკამენტების მისაღებად აუცილებელია“, - აღნიშნა მან.
03 ივნისი 2026, 17:23
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა. გაგრძელდება მსჯელობა და რა წამს მზად იქნება გადაწყვეტილება მისაღებად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება მიღებული
უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა. ამ საკითხებზე კვლავ გაგრძელდება მსჯელობა და რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული, ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ მზად იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებისთვის, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ.


