დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს ახალი ცენტრისტული ძალის შექმნას სთავაზობს
დავით უსუფაშვილი
ფოტო: facebook
“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თანამშრომლობას და "ახალი ცენტრისტული ძალის შექმნას" სთავაზობს. ამის შესახებ უსუფაშვილი მარგველაშვილის მისამართით დაწერილ ღია წერილში აცხადებს.
დავით უსუფაშვილი წერილში ჩამოწერს მისი აზრით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ნიშნებსა და მათ მიზეზებს და დასძენს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალის შექმნაა. სწორედ ასეთი ცენტრის შექმნას სთავაზობს დავით უსუფალშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს:
"ვითარება რთულია:
- ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს ოცნება ვერ პატრონობს, ნაცმოძრაობა არყევს და რუსეთი ანგრევს;
- ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების უნარი, ნება და რწმენა სახიფათო ნიშნულამდე დასცა;
- "ქოც-ნაცურ-პრორუსული" მტრობით, ფლირტით და სპარინგ-პარტნიორობით დომინირებული პოლიტიკური პროცესი ცალკეულ პოზიტიურ მოვლენებსაც და უკეთესი მომავლის პერსპექტივასაც უკვალოდ შთანთქავს;
- ისედაც მცირერიცხოვანი ერის უდიდესი ნაწილი უსასოობისა და უიმედობის გამო ქვეყნიდან გარბის, ან საქვეყნო საქმეებს ემიჯნება;
- დესტრუქციისა და ქაოსის გამო შესაძლებლობების 15-20%-ის რეალიზებას თუ ვახერხებთ, არადა საქვეყნო და კერძო პრობლემებთან გასამკლავებლად 100%-იან ზღვარზე საქმიანობა გვმართებს;
- მწიფდება დაუშვებელი...
გამოსავალი არსებობს:
- ასამდე საქართველოს პატრიოტი და ევროპული ყაიდის პროფესიონალი ვწყვეტთ ემოციურ მოთქმა-გოდებასაც, ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებსაც, ვიწრო პერსონალურ მეწყინა-მეტკინასაც, უშედეგო ინდივიდუალურ გმირობებსაც და ერთად მივდივართ პროფესიულ პოლიტიკურ სამსახურში;
- ოცდაათწლიან პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ოცდაათწლიანთა თაობის შემართებაზე და ათასობით თანადამფუძნებელ პროფესიონალზე დაყრდნობით ვქმნით ახალ ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალას, რომლის გენეტიკურ კოდში იდება: ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა, კონკურენცია და არა მტრობა, პრინციპულობა და არა სიჯიუტე, ღირსება და არა ამპარტავნება, ჯერ პროგრამა და მერე ხელისუფლება, ჯერ ქვეყანა და მერე პარტია;
- ვიმარჯვებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყანა გადაგვყავს თავისუფლების, კეთილდღეობის და უსაფრთხოების ევროპული სტადარტების შეუქცევად გზაზე, რომელზეც კანონთან პირნათელი ყოველი ქართველისთვის იქნება ღირსეული ადგილი და თანაბარი შესაძლებლობა.
ეს არ არის ოცნება. ეს არის პოლიტიკური გეგმა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ კომპონენტებს, რესურსებს და ეტაპებს:
1. საქმის დასაწყებად საჭირო ათამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფიგურა არსებობს, თუმცა, ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური კვანძის გახსნას ელის;
2. საქმის გასაძღოლად საჭირო ასამდე კვალიფიციური და წესიერი თანალიდერი არსებობს, თუმცა, ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებიან პოლიტიკური აქტიურობისთვის და ელის საქმის სათანადოდ დაწყებას;
3. საქმის საკეთებლად საჭირო ათასობით მაღალი ზნეობისა და კვალიფიკაციის პროფესიონალი აქტივისტი არსებობს, თუმცა, დღეს ჩრდილშია, პასივშია, უმოქმედოა, გაქცეულია საჯარო ცხოვრებიდან და ელის საქმის სათანადოდ გაძღოლას;
4. საქმის გასამარჯვებლად საჭირო ასობით ათასი დამშვიდების, გამთლიანების, სამართლიანობის და ზნეობრიობის მსურველი მოქალაქე არსებობს და ელის სათანადო საარჩევნო შეთავაზებას, რათა მას მხარი დაუჭიროს.
ამ გეგმაში საპრეზიდენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი როლი ენიჭება - საპრეზიდენტო არჩევნების ფინიში საპარლამენტოს სტარტია. ახალი პოლიტიკური ძალისთვის ამ ეტაპზე მოპოვებული უპირატესობა გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს “ნაც-ქოცურ-პრორუსულ“ მედია-ფინანსურ-ადმინისტრაციულ კონგლომერატებთან მომავალ ბრძოლებში.
შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატის, მისი კამპანიის და ქმედებების მოქცევა ამ გეგმის ჩარჩოებში. მაგალითად, კამპანიის პროცესში კანდიდატი მუშაობს არა მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე, არამედ გუნდის ფორმირება-გაძლიერებაზეც. ასევე, თუ გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი სრულად წყდება პოლიტიკურ გუნდს, დამარცხების შემთხვევაში იგი სრულად ხმარდება მას - ყოველი მიღებული ხმა გაორმაგებული მიაქვს საპარლამენტო არჩევნებამდე.
მე ამ მიდგომით და ხედვით გადავწყვიტე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამავე მიდგომებს და ხედვებს დაექვემდებარება ჩემი შემდგომი გადაწყვეტილებებიც, მათ შორის, სხვა კანდიდატისთვის შესაძლო მხარდაჭერის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის თაობაზე.
მოგმართავ, განიხილო შენი მონაწილეობა ამ გეგმის დახვეწაშიც და შესრულებაშიც. თუ მზად ხარ, იყო ესოდენ საჭირო ახალი პოლიტიკური პროექტის თანაინიციატორი და შენი შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები ამ ურთულესი საქმის ინტერესებს დაუქვემდებარო, ნატო-ს სამიტის შემდეგ მალევე ვისაუბროთ, მათ შორის, ამ საქმეში შენს დღევანდელ თუ ხვალინდელ როლზე.
ვიცი, რომ ათასი მიზეზი გაქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასასვლელად, მითუმეტეს, რომ არც მოსვლა იყო შენი ოცნება. ისიც ვიცი, რაც ძალიან ცოტამ იცის... მაგრამ შენც და მეც ისეთ საქმეში მოგვიწია ყოფნა, რომ ჩემი, შენი და ჩვენი ვალია სახელმწიფო-პოლიტიკური ცხოვრებას კი არ გავერიდოთ, არამედ ჩვენს ჩანაცვლებაში ჩვენზე უკეთესებს დავეხმაროთ. მე, სხვებთან ერთად, ამას ვაკეთებ. ერთად გავაკეთოთ”, - წერს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი მიწერილ ღია წერილში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
ყველა სიახლე
09 აპრილი 2026, 13:32
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ ყურადღებას არ აქცევს ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს ეხმარება, რადგან მოსკოვს ენდობა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ ყურადღებას არ აქცევს მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე დარტყმების განხორციელებისას ეხმარება, რადგან ისინი პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ენდობიან.
09 აპრილი 2026, 13:28
საზოგადოება
9 აპრილის მემორიალთან მიტანილი ყვავილები შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს
9 აპრილის მემორიალთან მიტანილი ყვავილები შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს.
09 აპრილი 2026, 13:27
ეკონომიკა
ნანო ურუშაძე: მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივები ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 13:17
საზოგადოება
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ.
09 აპრილი 2026, 13:13
ეკონომიკა
აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 13:09
საზოგადოება
ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
09 აპრილი 2026, 13:08
პოლიტიკა
გეკა გელაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
09 აპრილი 2026, 13:02
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
09 აპრილი 2026, 13:01
პოლიტიკა
ოდიშარია: მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ პატივის მისაგებად არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის დავალების აღსრულება, რომ დადგან ყალბი სურათი, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს,- ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს.
09 აპრილი 2026, 12:58
მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის განცხადებით, ლიბანი აშშ-ირანის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.
09 აპრილი 2026, 12:49
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება
„შესაბამისად, ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ასევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამის საფუძველს გვაძლევს ის მონაცემები, რომლებიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში დაფიქსირდა, კერძოდ: ორი თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ცინცაძემ.
09 აპრილი 2026, 12:47
რეგიონი
1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
09 აპრილი 2026, 12:47
საზოგადოება
ნინო ისაკაძე: ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეხვედრა საფუძველს დაუდებს ძალიან ბევრ ცვლილებას სექტორის მიმართულებით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 12:40
რეგიონი
ზუგდიდის მერიამ 550 ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა
სადღესასწაულო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცათ.
09 აპრილი 2026, 12:22
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
09 აპრილი 2026, 12:21
მსოფლიო
Reuters: ესპანეთი ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გმობს და თეირანში საელჩოს მუშაობის განახლებას გეგმავს
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ისრაელი საერთაშორისო სამართლისა და ლიბანის დაბომბვით ახლო აღმოსავლეთში ორკვირიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 12:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
09 აპრილი 2026, 12:16
კულტურა
„კარგი ნიშნების“ ფინალის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა
Amazon-მა „კარგი ნიშნების“ ფინალური ეპიზოდის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა. დემონ კროულის და ანგელოზ აზირაფელის თავგადასავლების ბოლო, 1,5 საათიანი ეპიზოდი Prime Video-ზე 13 მაისს გამოვა. ისტორია ორიგინალურ სცენარზეა დაფუძნებული. თავიანთ როლებს მაიკლ შინი (აზირაფელი) და დევიდ ტენანტი (კროული).
09 აპრილი 2026, 12:09
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
09 აპრილი 2026, 12:07
პოლიტიკა
ნდობის ჯგუფის სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მოუსმინეს
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საქმიანობასა და საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაცია წარადგინა.


