imedi /  08 მარტი 2017, 14:05 / სანდო წყარო

პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა:

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.

ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, დათვალიერებული და ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა ექსპერტიზები, ნაწილზე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი.

გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა შხამიანი ნივთიერების - კალიუმის ციანიდის მოძიებაში დახმარება. ირაკლი მამალაძემ პროკურატურაში წარმოადგინა მის მიერ ფარულად ჩაწერილი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა და ფურცელი, რომელზეც იყო ბრალდებულის ხელნაწერი სიტყვები "კალიუმ ციანიდი". ირაკლი მამალაძემ შეხვედრაზე გაარკვია, რომ გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას. გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში კალიუმის ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო, გადაეხადა ფული, ხოლო გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა არამართლზომიერ სარგებელს. ბრალდებული გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან, მათ შორის შორენა თეთრუაშვილთან ერთად. იგი ცდილობდა, სასწრაფო წესით შხამიანი ნივთიერების გერმანიაში გამგზავრებამდე შეძენას.

ვინაიდან ირაკლი მამალაძემ ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და მზადყოფნა, ჩართულიყო შესაბამის ღონისძიებებში, დაიგეგმა განმცხადებლის და ბრალდებულის შეხვედრები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზანს წარმოადგენდა, გამოაშკარავებულიყო ბრალდებულის რეალური განზრახვა, მიზანი, მოტივი და შესაძლო თანამზრახველები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა ირაკლი მამალაძის გიორგი მამალაძესთან შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

ჩანაწერებით დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ კალიუმის ციანიდის შეძენის განზრახვა, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ.

პირველი შეხვედრისას ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შესთავაზა მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა, რომელიც აქტიურად გამოიყენება და იწარმოება საქართველოში. ბრალდებული დაინტერესდა, ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს. შეხვედრისას, 4 თებერვლის 16 საათსა და 28 წუთზე, ბრალდებულმა ტელეფონის ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, გაარკვია, რომ იყო ძლიერმოქმედი  შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის  ანალოგიურია. ბრალდებულმა, დარწმუნდა რა, რომ ნატრიუმის ციანიდის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო სასიკვდილო შედეგის დადგომა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მისი შეძენა. საუბარში ჩანს, რომ გიორგი მამალაძე მისი ქმედებების შედეგებს უკავშირებდა იერარქიულ წინსვლას, რაც გაზრდიდა მის ძალაუფლებას საპატრიარქოში და ირაკლი მამალაძესაც ჰპირდებოდა კარგ ადგილს.

2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდეგ ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად. შეხვედრა აღარ შედგა. ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი დაუდგენელი პირისგან შეიძინა, და აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს.

ბრალდებულს წინა თვეებშიც ჰქონდა მცდელობა, კალიუმის ციანიდი შეეძინა სხვა პიროვნებისგანაც, რომელსაც სთხოვდა შხამიანი ნივთიერების უცხოეთიდან ჩამოტანას.

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დააკავეს გიორგი მამალაძე. ბარგის ჩხრეკისას ამოღებულია ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი.

ბრალდებულის SAMSUNG-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ საძიებო სისტემა GooGle-ში. 2016 წლის 27 დეკემბრიდან მოყოლებული სისტემატიურად, ყველა შემთხვევაში ინტერესდებოდა შხამიანი ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით.

ირაკლი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილ ფურცელზე, ხელნაწერით "კალიუმ ციანიდი", ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხელნაწერი შესრულებულია გიორგი მამალაძის მიერ.

გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და  შენახვის ფაქტებზე.

ვინაიდან არსებობდა ეჭვები, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, რომ იგი სავარაუდოდ მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერდა გერმანიაში მყოფი პატრიარქის უსაფრთხოება.

ვარაუდის საფუძველზე მთავარი პროკურატურა აგრძელებს მუშაობას რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე გასაჯაროვდა მხოლოდ ვიდეოჩანაწერების და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილი.

რაც შეეხება დაკითხვას, ბრალდებულმა ვერცერთ მნიშვნელოვან შეკითხვაზე დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, ზოგზე პასუხის გაცემაზე საერთოდ უარი განაცხადა. ინფორმაცია, რაც გიორგი მამალაძემ მიაწოდა გამოძიებას, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ მტკიცებულებებთან, რომლითაც დასტურდება დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტი, მათ შორის იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა. გიორგი მამალაძის ვერსია, რომ თითქოს შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, რომელიც თითქოს საჭირო იყო საპატრიარქოში მომუშავე ოქრომჭედლისთვის, არის აბსურდული და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ცდილობს დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება. ბრალდებული ცდილობს ბრალდების მოწმეების დისკრედიტაციას. მიზნად ისახავს წარმოჩნდეს მსხვერპლად და თავი აარიდოს მოსალოდნელ მძიმე სასჯელს.

პროკურატურის მიერ უკვე უზრუნველყოფილია ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება. იმედს ვიტოვებთ, გიორგი მამალაძე შეასრულებს პირობას და გასცემს პასუხებს გამოძიების შეკითხვებზე.

პროკურატურამ საზოგადოებას მიაწოდა ის შუალედური შედეგები, რომელიც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.

გაცნობიერებული გვაქვს საქმის მიმართ განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ყველას მოვუწოდებთ მოთმინებისკენ, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა, ნორმალურ ვითარებაში ჩაატაროს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე წარსდგება სასამართლოს წინაშე.

პროკურატურა პერიოდულად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე".

ყველა სიახლე

ბორგე ბრენდე

26 თებერვალი 2026, 17:18

მსოფლიო

Reuters: დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, ბორგე ბრენდე, რომელიც ეპშტეინთან კავშირებში იყო მხილებული, თანამდებობიდან გადადგა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბორგე ბრენდემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 თებერვალი 2026, 16:58

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

26 თებერვალი 2026, 16:55

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს და მათთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, თუ რა როლი აქვს ქვეყანას რეგიონში და მზად არის, იმოქმედოს როგორც კონსტრუქციულმა და საიმედო პარტნიორმა რეგიონული განვითარების პროცესში. უწყვეტი ეკონომიკური პროგრესი აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე პარტნიორების კეთილდღეობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში მიმდინარე საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმზე გამხსნელი სიტყვით გამოსვლისას.

26 თებერვალი 2026, 16:53

მსოფლიო

აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე შესვენება გამოცხადდა. მხარეები შეხვედრას საღამოს გააგრძელებენ

აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმართება, შესვენება გამოცხადდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 16:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რულან სტეფანჩუკს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 16:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა,”- ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რულან სტეფანჩუკს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 16:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და ამ მეგობრობაში საქართველო პირნათელია

აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა,”- ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას სპიკერს რულან სტეფანჩუკს.

26 თებერვალი 2026, 16:46

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

26 თებერვალი 2026, 16:40

პოლიტიკა

საგარეო უწყება დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმას და ხაზი გაესვა სათანადო მასალების წარმოდგენის მნიშვნელობას

26 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში ქართული ტელეკომპანიების - „იმედის“ და „POSTV“-ის ჩართვასთან დაკავშირებით.

მარიამ ქვრივიშვილი

26 თებერვალი 2026, 16:38

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი რეგიონული პარტნიორობის კიდევ ერთი მთავარი საყრდენია და საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება

საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის და მის ფარგლებში განხორციელებული ფლაგმანი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ამ კუთხით აქცენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებზე გააკეთა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 16:27

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში როგორც ქართველებს და არა როგორც გერმანელებს, ფრანგებს ან იტალიელებს. ევროკომისიის ოცნებაა შექმნას ისეთი რეალობა, როგორც კომუნისტების დროს - არ არსებობდეს ერები, განსხვავება, იდენტობა

ევროკომისიის ოცნებაა შექმნას ისეთი რეალობა, როგორც კომუნისტური პერიოდის დროს იყო - იყვნენ ერთნაირი მოქალაქეები, არ არსებობდეს ერები, განსხვავება, იდენტობა, რომ მხოლოდ ისეთი ადამიანები არსებობდნენ, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

26 თებერვალი 2026, 16:18

საზოგადოება

პრეზიდენტმა გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი და „იმედის დილის“ წამყვანი გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 16:06

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას. უკაცრავად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი თანდათანობით მიიწევს საბჭოთა კავშირის, ბელარუსის გზით

როდესაც შენ ასანქცირებ მედიას, სინამდვილეში შენ სანქციებს უწესებ დემოკრატიას, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 15:57

მსოფლიო

ტიერი მარიანი: ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით - გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ქართველ ხალხს ერთ რამეს გეტყვით - გსურთ ევროკავშირში შესვლა? თქვენ იქ მოხვდებით ცუდ დროს. მოხვდებით იმ დროს, როდესაც იქნება მხოლოდ ვალი. გსურთ ჩვენთან ერთად ვალი გადაიხადოთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკას“.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 15:53

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტს გახსნის, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის

„უნდა გაიგოთ, რომ ევროპა იცვლება. მე ფრანგი ვარ, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენელი. მაგრამ ევროკავშირის თავდაპირველი ოცნება ასეთი არ იყო. ქალბატონი ფონ დერ ლაიენის მმართველობისას, ევროკავშირი იცვლება. მათ სურთ ყველა სახელმწიფოსთვის ერთნაირი პოლიტიკის განხორციელება და არ სურთ, რომ ზოგმა ქვეყანამ განსხვავებულად იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ არიან კრიტიკულად განწყობილები საქართველოს მთავრობის მიმართ. ამ ევროკავშირის ლიდერების ოცნება ნათელია: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტის გახსნას დაიწყებს, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის, როგორც 2008 წელს. ამიტომ, რეალურად, საქართველო არ მიყვება იმ ხაზს, რაც მათ სურთ“, - აცხადებს მარიანი.

ტიერი მარიანი

26 თებერვალი 2026, 15:51

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: ვინც ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზს არ მიჰყვება, აშანტაჟებენ. მაგალითად ორბანს, სლოვაკეთის მთავრობას ეუბნებიან, რომ ფულს ვერ მიიღებთ. თუ არ ხართ ევროკავშირში, მაგალითად, სერბეთს ან საქართველოს, აშანტაჟებენ ვიზებით

ევროკავშირის ოცნებაა შეცვალოს მთავრობები, რომლებიც არ არიან ქალბატონი ფონ დერ ლაიენის კომისიის ხაზზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.

26 თებერვალი 2026, 15:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხელოვნება, მეცნიერება, ტრადიციები და ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულის კუთვნილება, ეს ქართული იდენტობისა და ჩვენი თანამედროვეობის მთავარი საყრდენია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

კემი ბადენოკი

26 თებერვალი 2026, 15:37

მსოფლიო

ბრიტანეთის „კონსერვატორების“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა.

მიქაელ ჯაბაროვი

26 თებერვალი 2026, 15:24

პოლიტიკა

მიქაელ ჯაბაროვი: საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია

სამმხრივი ეკონომიკური ფორუმი და ბიზნესსექტორის შეხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ ბიზნესფორუმზე.

ომერ ბოლატი

26 თებერვალი 2026, 15:23

ეკონომიკა

თურქეთის ეკონომიკის მინისტრი: თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და მომსახურების სფეროებში, მათ შორის საავიაციო და საპორტო ოპერაციებში, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ომერ ბოლატმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში.