imedi /  11 ივლისი 2018, 14:16 / სანდო წყარო

გერმანული ტელეკომპანია: საქართველო თავშესაფრის საკითხში კომპრომისის მაგალითია

გერმანულმა ტელეკომპანიამ „მითელდოიჩერ რუნდფუნკი“ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის რეადმისიის საკითხში თანამშრომლობას ეხებოდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისის ფონზე, საქართველო იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოქმედებდეს ლტოლვილთა წარმოშობის ქვეყანასთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულება.

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ გერმანიის უწყებები სწრაფად იღებენ ამა თუ იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რეადმისია, რომელთაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე, ქართველი პოლიციელების მიერ სულ რამდენიმე დღეში ხორციელდება.

„გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მარიან ვენდტი, გერმანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს შემთხვევა ავსტრიასთან, იტალიასთან, ბულგარეთთან, საბერძნეთთან თანამშრომლობის ნიმუშად შეიძლება გამოდგეს, რათა ამ ქვეყნებმაც მიიღონ შესაბამისი ზომები.

თუმცა, სიუჟეტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ადვილი არ იქნება და დასტურად უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ურბანის ბერლინში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც უნგრეთი გერმანიიდან იმ ლტოლვილებსაც კი არ დაიბრუნებდა, რომლებიც თავდაპირველად უნგრეთში იქნებოდნენ რეგისტრირებულები.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ერთობლივ კონფერენციაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამ საკითხთან დაკავშირებით გაღიზიანებული ჩანდა და ძირითად ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის - ჰუმანურობაზე, მიუთითებდა,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, სიუჟეტი გერმანული ტელეკომპანიის ეთერში 5 ივლისს გავიდა და ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უვიზო რეჟიმის პირობებში გატარებულ წარმატებულ ღონისძიებებს.

6 ივლისს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შტეფან მაიერმა თქვა, რომ გერმანიის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 9 მაისს, საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა.

ყველა სიახლე

თამარ იოსელიანი

15 ივლისი 2026, 17:29

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ

საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

15 ივლისი 2026, 17:22

ტექნოლოგიები

ჩინეთში პაციენტს ხელის ფუნქციების აღსადგენად ტვინში ჩიპი პირველად ჩაუდგეს

მედიის ცნობით, ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების სახელმწიფო ადმინისტრაციამ სისტემა გამოსაყენებლად მარტში დაამტკიცა. პირველი პაციენტი, რომელსაც ექიმმა ოპერაცია დაუნიშნა, ადგილობრივი მცხოვრები გახდა, რომელიც 10 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევებში მოჰყვა. მან ზურგის ტვინის ტრავმა მიიღო, რის გამოც თითების მოხრისა და ხელში საგნების აღების უნარი დაკარგა.

15 ივლისი 2026, 17:10

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა

15 ივლისი 2026, 17:05

მსოფლიო

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის მილასის მუნიციპალიტეტში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან 1000ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 8 თვითმფრინავი და 12 ვერტმფრენი.

გიტანას ნაუსედა

15 ივლისი 2026, 17:02

მსოფლიო

გიტანას ნაუსედას განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყას

„ჩვენ გვაქვს ასეთი სიგნალები, რომლებსაც ჩვენი [სადაზვერვო] სამსახურებიდან ვიღებთ. ისინი მკაფიოდ არ განსაზღვრავენ ადგილს ან დროს... ვინაიდან მოწინააღმდეგეს დაგეგმვის პროცესი ბოლომდე არ მიუყვანია და ჩვენ მხოლოდ თავად დაგეგმვის ან საბოლოო მიზნის შესახებ ვიცით. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საშუალება, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფიზიკურ დაზიანებას... ნებისმიერი რამ, რაც ამ ობიექტების ფუნქციონირებას შეაჩერებს“, - განაცხადა მან.

15 ივლისი 2026, 16:49

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

15 ივლისი 2026, 16:32

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 16:20

საზოგადოება

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხების შესახებ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები”.

15 ივლისი 2026, 15:57

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 15:54

სამართალი

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, დააკავა ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ძებნა გამოცხადდა.

15 ივლისი 2026, 15:47

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.

15 ივლისი 2026, 15:34

ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარკვეულწილად უკვე ყალიბდება ლოგისტიკურ ჰაბად, რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებით იმავეს განვითარებას, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს

ყოველი ახალი მიმართულება ქმნის ახალ შესაძლებლობას ტრანზიტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე

თამარ ჩერგოლეიშვილი

15 ივლისი 2026, 15:31

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და „MIHAS“ თავზარით ხსნის

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლაშა ბუღაძეს უპირისპირდება და „იაფფასიან, აფერისტ ეგომანიაკს უწოდებს“.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 15:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ელისაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: ტერორისტული აქტის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის ადვოკატის განცხადებას და ის ელისაშვილის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. პაპუაშვილის თქმით, სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის დამატებით აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, რასთან ჰქონდა საქმე, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან.

ცოტნე ანანიძე

15 ივლისი 2026, 15:08

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.

პეტრა სტეგერი

15 ივლისი 2026, 15:01

მსოფლიო

პეტრა სტეგერი: ბრიუსელმა პროცესები დააჩქარა. უკრაინა ევროკავშირის წევრობისკენ სრული სიჩქარით მიჰყავთ. დაუშვებელია ევროკავშირში ასეთი სისწრაფით მივიღოთ ომში მყოფი ქვეყანა

„ბრიუსელმა პროცესები დააჩქარა. უკრაინა ევროკავშირის წევრობისკენ სრული სიჩქარით მიჰყავთ. მოლაპარაკებების მორიგი კლასტერი გახსნეს. სრულიად ბუნდოვანია, რა შედეგები ექნება ამას ევროპის გადასახადების გადამხდელებისთვის, ფერმერებისა და უსაფრთხოების ინტერესებზე. დაუშვებელია ევროკავშირში ასეთი სისწრაფით მივიღოთ ომში მყოფი ქვეყანა, უდიდესი ფინანსური საჭიროებებითა და ისეთ გადაუჭრელი პრობლემებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა და კორუფცია“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.

ნინო წილოსანი

15 ივლისი 2026, 15:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს

სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2026, 14:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ციფრებით იმანიპულიროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ვინც აფინანსებს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს

ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს, რომ ციფრებით იმანიპულიროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ვინც აფინანსებს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

15 ივლისი 2026, 14:58

მსოფლიო

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: რა სითავხედეა! ევროკომისია პოლონეთს ემუქრება, რომ აამოქმედებს პროცედურებსა და ჯარიმებს, თუკი ჩვენ უკრაინიდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს საზღვარს არ გავუხსნით

„რა სითავხედეა! ევროკომისია პოლონეთს ემუქრება, რომ აამოქმედებს პროცედურებსა და ჯარიმებს, თუკი ჩვენ უკრაინიდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს საზღვარს არ გავუხსნით. ნაცვალად იმისა, რომ წევრი სახელმწიფოები ინტერესები დაიცვას, ევროკომისია ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს ემხრობა და შანტაჟის გზით გვაიძულებს ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის საზიანო ნაბიჯი გადავდგათ. ეს აღმაშფოთებელია“, - წერს ევროპარლამენტარი

დავით მათიკაშვილი

15 ივლისი 2026, 14:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ეუთომ სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო და კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან

კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.