ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავენ
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი
ფოტო: facebook
უახლოეს მომავალში, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ვახტანგ ლომჯარიამ თავშესაფარში არსებული ვითარება თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძესა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო. მისი თქმით, თავშესაფარში ყოველდღიურად 300-მდე ცხოველია, რომელთაც სხვადასხვა სახის მკურნალობა და სტერილიზაცია უტარდებათ.
„უახლოეს მომავალში თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება, ასევე დაგეგმილია ვეტექიმების რაოდენობის გაზრდა და რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა უპატრონო და მიუსაფარი ცხოველები უკეთეს პირობებში იყვნენ. ცხოველებთან დაკავშირებით სახელმწიფო მიდგომები გასულ წლებთან შედარებით ბევრად ჰუმანურია“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.
რამდენიმე დღის წინ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის თავშესაფარში მკვდარი და მომაკვდავი ძაღლებია ასახული.
ცხოველთა დამცველები წერდნენ, რომ მიუსაფარ ცხოველებს დაუნდობლად ეპყრობიან. ისინი ასევე ითხოვდნენ ჯერ კიდევ ცოცხალი ცხოველების ქუჩაში დაბრუნებას.
14 ივლისს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სოციალურ ქსელში მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახში გადაღებულ კადრებზე განცხადება გაავრცელა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა, როგორც თბილისის, ასევე რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, მკვდარი ცხოველების მიღება და მათი განთავსება სპეციალურ ბიოთერმულ ორმოში. სწორედ მსგავსი პროცესია ასახული გავრცელებულ ვიდეოკადრებში, თუმცა სრულიად დამახინჯებული რეალობითა და დადგმული სცენებით.
ასევე ცხოველთა გამრავლების კონტროლის მიზნით კანონში ცვლილებები იგეგმება.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 15:32
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 15:28
პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.
14 სექტემბერი 2026, 15:26
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციაზე: ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას
ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.
14 სექტემბერი 2026, 15:23
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები“ და საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განიხილეს.
14 სექტემბერი 2026, 15:16
პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად - მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.
14 სექტემბერი 2026, 15:16
საზოგადოება
16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება
16 და 17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება, - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 15:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურა
ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურა.
14 სექტემბერი 2026, 15:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება
რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
14 სექტემბერი 2026, 15:01
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით
„ზოგადად, გვაქვს კარგი ეკონომიკური ტენდენციები, მაგრამ ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ კონკრეტულად ამ სექტორში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ყველა მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ, რამაც გამოიღო თავისი შედეგები, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის კუთხით გვქონდა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგმული. მთლიანობაში, ეს ყველაფერი იწვევს სხვადასხვა სექტორში სწრაფ განვითარებას, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას და ეს შემთხვევაც არის ამის გამოძახილი“.
14 სექტემბერი 2026, 14:57
მსოფლიო
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას „გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების“ გამო დროებით შეუწყვეტს
„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენზე ,,ჩრდილოეთ კავკასია- ამიერკავკასია" დაგეგმილი კომპლექსური პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 15-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში გაზსადენით სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. ამ პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებლების შეუფერხებელი და საიმედო გაზმომარაგება შეზღუდვების გარეშე განხორციელდება შიდა რეზერვებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მიწოდებული ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების ხარჯზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
14 სექტემბერი 2026, 14:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ, ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი, რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი, ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს
რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ, ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი, რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
14 სექტემბერი 2026, 14:54
პოლიტიკა
პრემიერი ჯუანშერ ბურჭულაძეზე: როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება, ბრალი არის ბრალი, უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის
თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა - ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის საპროცესო გარიგებას შეეხებოდა.
14 სექტემბერი 2026, 14:52
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
ორი ქვეყნის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობასა და მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე.
14 სექტემბერი 2026, 14:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბატონი მაკრონის და ბატონი მერცის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, მათი მართვის სტილი და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად ერთნაირია. შესაბამისად, ეს დამთხვევა შემთხვევითობას არ წარმოადგენს
„ბატონი მაკრონის და ბატონი მერცის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, მათი მართვის სტილი და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად ერთნაირია. შესაბამისად, ეს დამთხვევა შემთხვევითობას არ წარმოადგენს“, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
14 სექტემბერი 2026, 14:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპაში არის სერიოზული პრობლემები, საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს
ევროპის მასშტაბით არის არასწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციები და რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან PSOS-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
14 სექტემბერი 2026, 14:42
პოლიტიკა
პრემიერი: გეკა გელაძე გამორჩეული პროფესიონალია, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება, ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც შსს-ში, ასევე სუს-ში, მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები, რაზეც თავად არ ისურვა საუბარი
„მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები და თავად არ ისურვა ამ პირად მიზეზებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს მისი საქმეა. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის არის გამორჩეული პროფესიონალი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
14 სექტემბერი 2026, 14:41
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჭაობში მყოფი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად განწირულია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ჭაობში ჩაიხრჩოს. რაც უფრო მეტს იქნევენ ხელებს, მით მეტად აჩქარებენ პროცესს. ჩვენ ახლა სწორედ ამ ხელის ქნევის პროცესს ვაკვირდებით
რაც უფრო მეტს იქნევენ ხელებს, მით მეტად აჩქარებენ პროცესს. ჩვენ ახლა სწორედ ამ ხელის ქნევის პროცესს ვაკვირდებით, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
14 სექტემბერი 2026, 14:40
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგის ვარდნაზე: ასე ემართება ყველას, ვინც ირჩევს ემსახუროს არა ხალხს, არამედ კონკრეტულ ჯგუფებს
ასე ემართება ყველას ვინც ირჩევს ემსახუროს არა ხალხს, არამედ კონკრეტულ ჯგუფებს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მაკრონის და მერცის რეიტინგის ვარდნაზე.
14 სექტემბერი 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის ამის გამოხატულება, ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
14 სექტემბერი 2026, 14:38
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსის იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა
HELP-ის კურსი „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ ყოვლისმომცველი სასწავლო კურსია, რომლის მიზანია იურიდიული და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების ცოდნის გაღრმავება, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების მქონე პირებთან მიმართებით მოქმედი ადამიანის უფლებების სტანდარტების შესახებ.


