ცნობილია, რას ურჩევს HRW-ი მთავრობას ნარკოტიკის მომხმარებლებთან დაკავშირებით
ფოტო: youtube
Human Rights Watch-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ნებისმიერი სახის ნარკოტიკის პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის დეკრიმინალიზაცია განახორციელოს.
„ეს არ არის მოწოდება ლეგალიზაციისკენ, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და პირადი მოხმარების მიზნით ფლობა შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარჩეს, რისთვისაც სანქციის სახით შესაძლოა ჯარიმა გაითვალისწინონ.
ხელისუფლების მხრიდან მეტი ფოკუსირებაა საჭირო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიან ღონისძიებებზე, რომლებიც ნარკოდამოკიდებულების პრევენციასა და დაძლევაზე და თანდმევი ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული“, - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად პოლიცია თვითნებურად აკავებს ათასობით ადამიანს ნარკოლოგიური ტესტირების ჩატარების მიზნით, თუმცა საშუალოდ, ტესტირებების მხოლოდ 30% აჩვენებს დადებით შედეგს.
„საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის პოლიტიკისა და პრაქტიკის ზოგიერთი ყველაზე მკაცრი კომპონენტი 2006 წელს შემოიღეს. 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ამ პოლიტიკის ნაწილობრივი ლიბერალიზაცია შეძლო და შეამცირა სისხლის სამართლებრივი სანქციები ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაზე; ასევე, მიიღო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლითაც ძირითად პრიორიტეტებად საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია განისაზღვრა.
ნარკოპოლიტიკის შემდგომ ლიბერალიზაციაზე ასევე დადებითად იმოქმედა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა. მაგალითად, 30 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებისთვის.
საქართველოს მთავრობა ნარკომომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს ოპიოიდური დამოკიდებულების მეტადონით ან სუბოქსონით ჩანაცვლებით მკურნალობას და ხანმოკლე დეტოქსიკაციის და რეაბილიტაციის სერვისს. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ამ პროგრამების დაფინანსება“, - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.
ყველა სიახლე
02 ივლისი 2026, 11:06
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა. ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო.
02 ივლისი 2026, 11:06
ტექნოლოგიები
2028 წლიდან PlayStation-ის თამაშები დისკებზე აღარ გამოვა
პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ კომპანიის ამ გადაწყვეტილებას გავლენას არ ექნება იმ თამაშებზე, რომლებიც უკვე გამოვიდა ან რომელთა რელიზიც 2028 წლის დასაწყისამდე იგეგმება. ისინი კვლავინდებურად ხელმისაწვდომი იქნება დისკებზე.
02 ივლისი 2026, 10:58
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს: ეს გამოცდები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და საინტერესო მიმართულების, რომელსაც თქვენი ნიჭითა და ენერგიით გაკვალულ გზებზე მტკიცე სვლით გააგრძელებთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.
02 ივლისი 2026, 10:56
მსოფლიო
სომხეთში მობილური ტელეფონების IMEI ნომრების რეგისტრაციის ერთიან სისტემას ქმნიან. ექსპერტები შიშობენ, რომ მთავრობა მოქალაქეების პირად ინფორმაციასაც შეაგროვებს
სომხეთის მთავრობა მობილური ტელეფონების IMEI-ნომრების რეგისტრაციის ერთიანი სისტემის შექმნას აპირებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 10:49
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, - მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
02 ივლისი 2026, 10:45
კულტურა
რობი უილიამსმა სევილიაში ქუჩის მუსიკოსთან ერთად იმღერა
შემსრულებელი ქალაქში მუსიკალურ ფესტივალ Iconica-ზე გამოსასვლელად ჩავიდა, რომელიც 30 ივნისს გაიმართა. წინა საღამოს კი უილიამსი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. არტისტს შავი შარვალი, მაისური და თეთრი კეპი ეხურა.
02 ივლისი 2026, 10:41
სამართალი
აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, უცხო ქვეყნის კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა - ერთ-ერთს დაუსწრებლად, ერთს კი პენიტენციურ დაწესებულებაში.
02 ივლისი 2026, 10:33
სამართალი
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.
02 ივლისი 2026, 10:31
სპორტი
სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს🏀
სანდრო მამუკელაშვილი „ლოს-ნჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელია. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და ლეგენდარულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებაც 52 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ქართულ კალათბურთში ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტია, სრულიად ქართულ სპორტში კი მეორე ადგილს იკავებს, ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ.
02 ივლისი 2026, 10:31
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 10:29
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
02 ივლისი 2026, 10:27
ჯანდაცვა
ძვირადღირებული მედიკამენტი „ჯაკავი“ ყველა ონკოჰემატოლოგიური და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის, სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს.
02 ივლისი 2026, 10:26
მსოფლიო
Reuters: აშშ-ირანის მოლაპარაკებების ფონზე ნავთობის ფასი ზედიზედ მესამე დღეა მცირდება
ნავთობის ფასები დღეს დაახლოებით 1%-ით შემცირდა და ზედიზედ მესამე დღეა კლებას განაგრძობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 10:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას, გისურვებთ სიმშვიდეს, თავდაჯერებასა და წარმატებას თითოეულ გამოცდაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
02 ივლისი 2026, 10:15
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს უკრაინას დაუპირისპირდება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში დღეს უკრაინას დაუპირისპირდება.
02 ივლისი 2026, 10:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა.
02 ივლისი 2026, 10:05
პოლიტიკა
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 09:52
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე - უკვე გამოყენებული ცნობით ახდენდა.
02 ივლისი 2026, 09:49
სპორტი
ბელგიამ დაძაბულ ბრძოლაში სენეგალს სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში სენეგალის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.
02 ივლისი 2026, 09:33
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად კიევში 10 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 56 დაშავდა
რუსეთმა გვიან ღამით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


