imedi /  19 მარტი 2017, 11:01 / სანდო წყარო

თბილისში, აღმაშენებლის გამზირიდან გარე მოვაჭრეები გაიყვანეს

თბილისი
აღმაშენებლის გამზირი

თბილისი
აღმაშენებლის გამზირი

თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღებას იწყებს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცათ. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ადგილი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ხალხმრავალი ზონაა. პარალელურად, მერიის ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციების აღებას იწყებს.

უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ადგილზეც აიკრძალება გარე ვაჭრობა. ცოტა ხნის წინ  ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აიღეს გარემოვაჭრეთა ჯიხურები.

პარალელურად, თბილისის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობა, ამ დროისათვის, მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ.

თბილისი
აღმაშენებლის გამზირი
თბილისი
აღმაშენებლის გამზირი

ყველა სიახლე

18 მაისი 2026, 08:57

მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე მიტანილი დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე მიტანილი დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიკვიდირებულია ბაჰაა ბარუდი, რომელსაც ისრაელი ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ადანაშაულებდა.

18 მაისი 2026, 08:50

მსოფლიო

აბუ-დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა

აბუ-დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.

მამა საბა გაზდელიანი

18 მაისი 2026, 08:41

საზოგადოება

მამა საბა გაზდელიანი: ყველამ კარგად იხილეთ, თუ რამდენად მასშტაბური და ორგანიზებული იყო ეს მსვლელობა. გამოჩნდა ხალხის უდიდესი სიყვარული, ერთგულება ეკლესიის, საქართველოს, პატრიარქის მიმართ

გამოჩნდა ხალხის უდიდესი სიყვარული, ერთგულება ეკლესიის, საქართველოს, პატრიარქის მიმართ და ასევე გამოჩნდა ერთობა, რადგან ყველა დიდი სიყვარულით მიემართებოდა სამების ტაძრისკენ, სადაც ელოდათ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე და მანაც ძალიან დიდი, მამობრივი სიყვარული გამოხატა მრევლის მიმართ, - განაცხადა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა საბა გაზდელიანმა.

დავით მათიკაშვილი

18 მაისი 2026, 08:27

ეკონომიკა

დავით მათიკაშილი: ქართული საბანკო სისტემა არის მდგრადი, არ არის მოწყვლადი არსებული გამოწვევების მიმართ, შესაბამისად, იზრდება რეზერვი საკმაოდ დიდი პროცენტით

ქართული საბანკო სისტემა, საფინანსო ბაზარი არის მდგრადი, არ არის მოწყვლადი არსებული გამოწვევების მიმართ, შესაბამისად, იზრდება რეზერვი საკმაოდ დიდი პროცენტით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ნათია თურნავა

18 მაისი 2026, 08:19

ეკონომიკა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარადგენს. ანგარიში მოიცავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

შალვა პაპუაშვილი

18 მაისი 2026, 08:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

18 მაისი 2026, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მალხაზ გულაშვილი

17 მაისი 2026, 23:46

პოლიტიკა

მალხაზ გულაშვილი ევროკომისიის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: ეს არის დემოკრატიის პრინციპების დარღვევა, რადგან ოჯახი წყვეტს, თავისი შვილი რა გზას და როგორ დაადგეს - ამ გამოწვევებს საქართველო როგორც პასუხობს, კვლავ ისე უნდა უპასუხოს

მგონია, რომ ბევრი რამე შეიცვლება ევროკავშირში. ვხედავთ, რომ აშშ და ჩინეთი რაღაც ახალ თამაშის წესზე თანხმდებიან, გეოპოლიტიკურად ძალიან დიდი მოთამაშეები არიან და ორივე ქვეყანაში ხელისუფლებაში არის ძალა, რომელიც ამ სიგიჟეს, რასაც თავს გვახვევენ, მხარს არ უჭერს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა.

მალხაზ გულაშვილი

17 მაისი 2026, 23:38

პოლიტიკა

მალხაზ გულაშვილი: დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას

დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა.

მალხაზ გულაშვილი

17 მაისი 2026, 23:31

პოლიტიკა

მალხაზ გულაშვილი: ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თვითონ აქვს უფლება, თავად განკარგოს, რა კანონი მიიღოს და როგორ. ევროკავშირის წევრი რომც გახდე, ევროკავშირის კანონი ვერანაირად პრიმატული ვერ გახდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე

ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თვითონ აქვს უფლება, თავად განკარგოს რა კანონი მიიღოს და როგორ. ევროკავშირის წევრი რომც გახდე, ევროკავშირის კანონი ვერანაირად პრიმატული ვერ გახდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ბავშვების უფლებების დარღვევა, რაც დაუშვებელია, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე

17 მაისი 2026, 23:26

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მეოთხე დღე გავიდა, რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია - ევროპული მედია დუმს

მეოთხე დღე გავიდა - რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია. ადამიანებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ძაღლებს დააგლეჯინეს. მეოთხე დღეა ვაკვირდები ევროპულ მედიას და ევროპელ პოლიტიკოსებს - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ამ გაუგონარ სისასტიკეზე, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მალხაზ გულაშვილი

17 მაისი 2026, 23:24

პოლიტიკა

მალხაზ გულაშვილი: საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა - 17 მაისს მთელი ერი და ბერი ერთად დადგა და დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველი ქვეყანა

„საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა. პირველი გაკვეთილი ეს არის 17 მაისი, როდესაც მთელი ერი და ბერი ერთად დადგა და დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, ქრისტიანული, ქრისტიანული ღირებულებებით, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველი ქვეყანა“, - განაცხადა გულაშვილმა.

სოფიო ქაშაკაშვილი

17 მაისი 2026, 23:06

საზოგადოება

სოფიო ქაშაკაშვილი პროდუქციის გაიაფებაზე: გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ვგულისხმობ პირველ რიგში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებას და შიდა ლოჯისტიკის განვითარებას ქსელების მხრიდან

გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ვგულისხმობ პირველ რიგში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებას და შიდა ლოჯისტიკის განვითარებას ქსელების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და პროდუქციის გაიაფების გზებზე საუბრისას.

17 მაისი 2026, 22:57

საზოგადოება

სოციალური პროექტი „საოჯახო კალათა“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ჩამონათვალში 15 პროდუქტი შედის. 11 მსხვილ ქსელურ მაღაზიაში საოჯახი კალათა სხვადასხვა მექანიზმით იმუშავებს - ინდივიდუალურად განისაზღვრება პროდუქტების ბრენდები, აქციების ხანგრძლივობა და ფასდაკლების პროცენტი.

შოთა ბერეკაშვილი

17 მაისი 2026, 22:55

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი დისტრიბუციის ცენტრებზე: ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ასეთი ცენტრები შეიქმნას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ეს მნიშვნელოვან ხარჯებს შეამცირებს და გვექნება საშუალება, ფასდაკლება სისტემურად შევძლოთ

ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე და პროდუქციის გაიაფების გზებზე ისაუბრა. მან განმარტა, რომელი ქვეყნების გამოცდილება იყო შესწავლილი.

17 მაისი 2026, 22:48

სპორტი

თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 13 მედალი მოიპოვა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისმა სამბოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 13 მოპოვებული მედლით დაასრულა.

დავით გველესიანი

17 მაისი 2026, 22:35

საზოგადოება

დავით გველესიანი პატრიარქზე: ერთხელ კონსერვატორიაში შემხვდა და მითხრა, რომ ბოლო ხანებია ხშირად ვფიქრობ, იქნებ ღმერთს ჩემთვის უფრო მეტი რაღაცის დავალება უნდა, ვიდრე ეს ჩელოაო. შემდეგ მითხრა, რომ ჩემს მოძღვართან წამეყვანა

ისე უკრავდა, ისეთი ბგერა ჰქონდა, რომ მთელს მის შინაგან სამყაროს დაგანახებდა ამ ბგერებით და შესრულებით, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ანსამბლ „რუსთავის“ წევრმა დავით გველესიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდესსა და უნეტარესზე შიო მესამეზე საუბრისას.

17 მაისი 2026, 22:24

საზოგადოება

საქართველოს 142-ე პატრიარქი - საუკუნის ინტრონიზაცია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს პირველად მოხდა, რაც არის მოვლენა და უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი.

17 მაისი 2026, 22:00

პოლიტიკა

ევრობიუროკრატებისთვის ჩამოხსნილი ნიღბები - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ცენზურა საბჭოთა მეთოდებით. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ცენზორები ევროკავშირიდან -,,იმედის კვირამ“- ევრობიუროკრატებს ნიღბები ჩამოხსნა. იქ, სადაც ყველაზე მეტს საუბრობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე რეალურად ცენზურას საბჭოთა მეთოდებით აკანონებენ.

თამარ ჩიბურდანიძე

17 მაისი 2026, 21:44

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს, სრულიად საქართველომ მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორეს ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის - შიო მესამის მიმართ

დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა, უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და 17 მაისის დღის მიმართ რადიკალი ოპოზიციონერების განწყობებზე აკეთებს აქცენტს.