imedi /  05 ნოემბერი 2018, 12:10 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. ვიდეო

ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

"მინდა მივმართო ჩემს ხალხს!
მინდა მივმართო იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენს წინაშე!
პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის!
მაგრამ დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია!
მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების;
მესმის, რომ უკმაყოფილონი ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა;
მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ,  რომ ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს;
უკმაყოფილონი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა;
ბევრი თქვენგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე.
დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო არც იმ 9-წლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება, და ეს ბევრმა თქვენგანმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იწვნია, 
და არც ჩვენს მიღწევებზე.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყართან დგას -  არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი.
რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.
თუმცა, ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს!
ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ  რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით.
როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას,  და ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად:
ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის. არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე  თავისთავადი ღირებულება გააჩნია. იგი არის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოთ უზენაეს მიზანს - ხალხის უკეთეს მომავალს. ამიტომაც, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ  ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად!
ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად პირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია.
2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ:
სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალია მედია, განხორციელდა არა ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა; ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონული ლიდერობა და მრავალი სხვა.
საერთაშორისო ასპარეზზე  ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები სულ უფრო რეალურ პერსპექტივაში განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებას. 
უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები.
და მიუხედავად ამ წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად,  ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით,  ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!
სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც   დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და  მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში!
ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არა ერთხელ გამოუჩენია.
მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში:  საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება,  თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით  ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ! 
მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე - მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება  შეუქცევადი გახდეს.
ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ  არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაკეთებულ ვიდეომიმართვაში.

ყველა სიახლე

08 სექტემბერი 2026, 15:51

ეკონომიკა

გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.

08 სექტემბერი 2026, 15:49

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

08 სექტემბერი 2026, 15:40

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.

08 სექტემბერი 2026, 15:35

კულტურა

რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს

პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 სექტემბერი 2026, 15:26

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.

08 სექტემბერი 2026, 15:18

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.

08 სექტემბერი 2026, 15:16

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.

თეა წულუკიანი

08 სექტემბერი 2026, 15:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.

ეკა სეფაშვილი

08 სექტემბერი 2026, 14:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ემანუელ მაკრონი

08 სექტემბერი 2026, 14:50

მსოფლიო

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.

08 სექტემბერი 2026, 14:48

მსოფლიო

The Spectator: უკრაინა ომს აგებს

The Spectator-ი წერს, რომ ვითარებას შიდაპოლიტიკური კრიზისიც ამძიმებს. კორუფციულმა სკანდალებმა, უწყებებს შორის დაპირისპირებამ და სამხედრო შესყიდვებში გამოვლენილმა მილიარდიანმა თაღლითობამ ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა მკვეთრად შეამცირა. SOCIS-ის კვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა კორუფციას რუსეთზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. პარალელურად, ევროპაში პუტინთან დიალოგის მომხრე პოლიტიკური ძალები პოზიციებს იმყარებენ, დასავლეთს კი უკრაინის გადასარჩენად მკაფიო გეგმა კვლავ არ გააჩნია.

იაგო ხვიჩია

08 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე: კუ (ტუ)მ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირადო!

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას პოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს.

08 სექტემბერი 2026, 14:33

მსოფლიო

Reuters: გაზსაცავებში მარაგების დაბალი დონის გამო გერმანიას ზამთარში გაზის დეფიციტი ემუქრება

გერმანიის გაზის საცავებში 1 ნოემბრისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, მარაგების 77%-მდე შევსებაა შესაძლებელი, თუმცა, უკიდურესად ცივი ზამთრის შემთხვევაში, ეს მოცულობაც კი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს და ქვეყანას გაზის დეფიციტი შეექმნას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 14:29

კულტურა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Venice Spotlight რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება

ფესტივალის სექციაში Venice Spotlight 9 სექტემბერს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მაია ომიაძე

08 სექტემბერი 2026, 14:28

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს

ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.

თორნიკე ფაღავა

08 სექტემბერი 2026, 14:28

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ქალბატონი წითლიძე აპირებს საზოგადოებას წარუდგინოს კონკრეტული სამართლებრივი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამიამ გაძარცვა ჯერ „რუსთავი 2“, შემდეგ „მთავარი არხი“. რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ქართველი საზოგადოებისთვის ეს ძალიან სასარგებლოა

რადიკალური ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს ლუსტრაცია ქართული დემოკრატიისთვის, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.

08 სექტემბერი 2026, 14:26

პოლიტიკა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში 134-ე სამუშაო შეხვედრა გრძელდება. მონაწილეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს განიხილავენ.

08 სექტემბერი 2026, 14:25

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე გორის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

ადრესატმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.

ნინო წილოსანი

08 სექტემბერი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო

დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.