imedi /  19 იანვარი 2019, 14:17 / სანდო წყარო

იაშვილის კლინიკა 6 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზზე ინფორმაციას ავრცელებს

იაშვილის კლინიკა

იაშვილის კლინიკა

იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადების თანახმად, გარდაცვლილი ბავშვის დიაგნოზი ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზია.

„გარდაცვლილი პაციენტის ს.კ-ს დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი. დიაგნოზი დადასტურდა ძვლის ტვინის პუნქტატის ჰისტოპათოლოგიური შესწავლით, იმუნოლოგიური კვლევით, ასევე იმუნოფერმენტული, ბიოქიმიური, რადიოლოგიური კვლევებით.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი მიეკუთვნება რთულად სადიაგნოსტიკო, იშვიათ, გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, მისი სიხშირე განსხვავდება გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და აშშ-ში შეადგენს 1 შემთხვევას 1.000.000 ბავშვზე. ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი ასოცირებულია სიმსივნეებთან, სხვადასხვა ვირუსულ, ბაქტერიულ, სოკოვან პათოგენთან. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ეპშტეინ-ბარის ვირუსი და იმ პირებში, რომლებიც ამ ვირუსის მატარებლები არიან, ლეტალობის მაჩვენებელი 100%-ს აღწევს. ამ დაავადების სამკურნალო ეფექტური საშუალება მსოფლიოში არ არსებობს.

პაციენტთან კლინიკაში შემოსვლის დღიდანვე ტარდებოდა აგრესიული, კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სისხლის და სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია, სხვადასხვა სახის დამხმარე თერაპია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი და ამ ფონზე განვითარებული მძიმე, პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები სისხლის შემადედებელ სისტემაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

6 წლის საბა კიწმარიშვილი იაშვილის კლინიკაში წუხელ გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

დავით ჩიხელიძე

25 აპრილი 2026, 11:34

პოლიტიკა

ჩიხელიძე: „ტვ პირველმა“ ახალი ბრალდება მოიფიქრა, თითქოს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები პროცენტიან სესხებს გასცემენ - „ტვ პირველის“ სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია. ისინი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად, სიკეთეს ებრძვიან

„ტვ პირველი“ წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომელთა ჩამონათვალი მრავალფეროვანი და საკმაოდ ვრცელია, თუმცა ამ ბრალდებებიდან არცერთი არ დადასტურებულა, რაც მის "სანდოობას" და "ობიექტურობას" ამხელს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აპრილი 2026, 11:27

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

25 აპრილი 2026, 11:25

პოლიტიკა

ხუბუა: ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედებაზე არავის არაფერი სმენია და რომელმაც „კათარზისის" ბენეფიციარებს 150-ლარიან დაფინანსებაზეც უარი უთხრა, ცდილობს, საკუთარი ჯიბის ტელევიზიით გააშავოს ქველმოქმედებაში 3 მილიარდის დამხარჯავი ივანიშვილი

მევახშეობით, ყაჩაღ-ბანკირობითა და კაბალური პროცენტებით ხალხის ცოცხლად გამტყავებელი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ,,ტვ პირველი" იუწყება - ივანიშვილები საქველმოქმედო ფონდიდან პროცენტიან სესხებს გასცემენო. წარმოიდგინეთ, ხაზარაძე თავის ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით ეჭვქვეშ აყენებს ივანიშვილის ქველმოქმედებას! - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

25 აპრილი 2026, 11:24

სამართალი

„ფოთის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ფოთის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ვახტანგ თოფურია

25 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

თოფურია: როდესაც ქვეყნის მტრები სასოწარკვეთას მიეცემიან, მაშინ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების „გაშავება”, მაგრამ კანონზომიერია, რაც ამ სიბინძურეს მოჰყვა - „ტვ პირველი” მათივე გინების წაშლას ვერ ასწრებს კომენტარებიდან

როდესაც ამ ქვეყნის მტრები ყველაზე მწვავე სასოწარკვეთას მიეცემიან, სწორედ მაშინ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების “გაშავება”, - წერს “ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ”.

მარიამ ქვრივიშვილი

25 აპრილი 2026, 11:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი წარმატებული შედეგებით დასრულდა, რაც დადებითად აისახება საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებაზე, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

25 აპრილი 2026, 10:55

მსოფლიო

Reuters: ამერიკელების უმრავლესობა ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ტრამპს ადანაშაულებს

სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების უმეტესობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ადანაშაულებს, რაც ნოემბერში კონგრესში გასამართი შუალედური არჩევნების წინ „რესპუბლიკურ“ პარტიაზე დიდ წნეხს ახდენს.

25 აპრილი 2026, 10:48

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული კ.კ. და იმავე წელს დაბადებული ა.დ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

25 აპრილი 2026, 10:45

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკების მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული მ.ი. ბათუმში დააკავეს.

25 აპრილი 2026, 10:41

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ამაგდარი“ გაიმართა.

„თქვენი ღვაწლი არის მაგალითი მომავალი თაობებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ თქვენი მრავალწლიანი შრომით, ერთგულებითა და პასუხისმგებლობით შენდება ძლიერი და განვითარებული საზოგადოება. თქვენ მიერ გაწეული საქმეები ფასდაუდებელია და განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. გულწრფელ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს და თითოეულ მოქალაქეს გაუკეთეთ“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

დაკავება

25 აპრილი 2026, 10:39

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

25 აპრილი 2026, 10:36

პოლიტიკა

ღია ეთერი - ქართული სოფლის გაძლიერების ახალი ხედვა და აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბური რეფორმა - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

ქართული სოფლის გაძლიერების ახალი ხედვა და აგროსექტორის მხარდაჭერის მასშტაბური რეფორმა. რას აკეთებს სახელმწიფო სურსათის უსაფრთხოებისა და აგროპროდუქციის ხარისხის ასამაღლებლად. ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი სისტემური მონიტორინგი საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, რა გამოწვევებს პასუხობს თანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა.

25 აპრილი 2026, 10:22

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 აპრილს, თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე ბინაში, ბრალდებულმა, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა.

გივი მიქანაძე

25 აპრილი 2026, 10:19

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდოვა.

25 აპრილი 2026, 10:14

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანია China Eastern Airlines-სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება, - გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines - ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

25 აპრილი 2026, 10:12

საზოგადოება

პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონში წირვა მიმდინარეობს. LIVE

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა სრულდება.

ვიქტორ ორბანი

25 აპრილი 2026, 09:52

მსოფლიო

POLITICO: განტევების ვაცის მოშორების შემდეგ ევროპას გულწრფელად მოუწევს საკუთარ თავს შეხედოს

„როცა ევროპელი ლიდერები კვიპროსზე ორდღიან მოლაპარაკებებზე შეიკრიბნენ, მათი განწყობა ისეთივე მზიანი იყო, როგორც ხმელთაშუა ზღვაში მდებარე თავად ეს კუნძული. ამის მიზეზი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, ადამიანის, რომელიც 16 წლის განმავლობაში მათ პრობლემებს უქმნიდა, არყოფნა იყო“, - წერს POLITICO.

მარკო რუბიო

25 აპრილი 2026, 09:17

მსოფლიო

POLITICO: თეთრი სახლის შიდა წრეებში ფიქრობენ, რომ რუბიო სულ უფრო პოპულარული ხდება და შეიძლება 2028 წლის არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი გახდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყველაზე ახლო მრჩევლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, შესაძლოა, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი სერიოზული მონაწილე იყოს - ეს შეფასება ეფუძნება მის გონივრულ მოქმედებებს საგარეო კონფლიქტების მართვაში და უნარს, თავიდან აიცილოს პოლიტიკური „ნაღმები“. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

25 აპრილი 2026, 08:30

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ირანული ნავთობის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ჩინეთის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული ნავთობის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ილია II

25 აპრილი 2026, 08:00

საზოგადოება

პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე სრულდება.