რას გულისხმობს განათლების რეფორმა. შეჯამება
მამუკა ბახტაძე
ფოტო: ანა ბერუკაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელებისთვის.
ასევე, რეფორმის ფარგლებში იგეგმება ახალი სასწავლო პროგრამებისა და რესურსების დანერგვა, რომლებიც
ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. განათლების სამინისტროს ცნობით, შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი. ის სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს გულისხმობას.
განათლების სამინისტროს განცხადებით, „ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა და ის ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში დაინერგება.
„ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდი el.ge, სადაც თავმოყრილი
იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.
რეფორმის ფარგლებში, 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.
2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა -ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
მასწავლებლებისთვის გაუქმება კრედიტქულები. პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები.
2019 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. განახლდება 8 სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.
რეფორმის ფარგლებში უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა. 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.
სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. დაგეგმილია ახალგაზრდების პროფესიული მიმართულებით დაინტერესება და მათთვის მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით კერძო პროფესიული სასწავლებლებიც დაარსდება.
უმაღლესი განათლების კუთხით შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობა.
მეცნიერების მიმართულებით 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანდება. შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებს და გაზრდის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას. გამოიცემა ახალი რეფერირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science). სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.
განათლების რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ და მათ შორის ინტერდისციპლინურ მიდგომებს გულისხმობს, რაც განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 10:27
რეგიონი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
08 სექტემბერი 2026, 10:18
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე), ჰ. ა-ის (თერჯოლა, სოფელი კვახჭირი) და ა. ც-ის (თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი) ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ. ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა“.
08 სექტემბერი 2026, 10:13
მსოფლიო
ტრამპი ამერიკაში Bombardier-ის ტიპის კანადური თვითმფრინავების გაყიდვის აკრძალვით იმუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ ამერიკაში კანადური წარმოების Bombardier-ის ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავების გაყიდვას აკრძალავს.
08 სექტემბერი 2026, 10:03
რეგიონი
წალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ადგილობრივმა მკვიდრმა, წალკაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
08 სექტემბერი 2026, 09:48
ტაბლოიდი
პრინცი ჯორჯი სწავლას იტონის კოლეჯში გააგრძელებს
13 წლის პრინცი ამ ელიტური კერძო სკოლა-პანსიონის მოსწავლე გახდება, სადაც ბრიტანეთის 20 პრემიერ-მინისტრს აქვს განათლება მიღებული და სადაც სწავლის საფასური წელიწადში დაახლოებით 65 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
08 სექტემბერი 2026, 09:41
მსოფლიო
მედია: უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 09:30
მსოფლიო
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი - ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი გამოცემა The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გასაიდუმლოებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ 2024 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თაღლითობის, კორუფციული სქემებისა და არასწორი მენეჯმენტის გამო 1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა.
08 სექტემბერი 2026, 09:29
ტაბლოიდი
მექსიკაში ენოტებმა ნაგვისგან სათამაშოების დამზადება ისწავლეს🦝
ჯუჯა ენოტები მხოლოდ კუნძულ კოსუმელზე ბინადრობენ და გადაშენების პირას იმყოფებიან. ველურ ბუნებაში მხოლოდ 200-ზე ნაკლები ინდივიდია დარჩენილი.
08 სექტემბერი 2026, 09:12
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: როცა ირანთან ომს მოვიგებთ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის მოსახლეობას ჰპირდება, რომ როცა აშშ ირანთან ომს მოიგებს, ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცემა.
08 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა გვიან ღამით კიევი დაბომბა. დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ადამიანი
რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და რეაქტიული დრონები გაუშვა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება უკრაინული მედია.
08 სექტემბერი 2026, 08:41
მსოფლიო
მედია: უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უახლოესი კვირების განმავლობაში რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებს შეიმუშავებენ
კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უახლოესი კვირების განმავლობაში რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებს შეიმუშავებენ. ცნობას უკრაინული მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 08:34
მსოფლიო
ბოსნია ჰერცეგოვინაში ტყის ხანძარს ებრძვიან
ბოსნია ჰერცეგოვინაში მაშველი მეხანძრეები ტყის ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ და აცხადებენ, რომ დახმარების გარეშე სტიქიის ლოკალიზების შანსი მინიმალურია.
08 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ცრუ კამპანიის ორგანიზატორი თუ მონაწილე - როგორ აფასებენ დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს
ცრუ კამპანიის ორგანიზატორი თუ მონაწილე? - მმართველი გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის როლთან დაკავშირებით ამ კითხვას სვამს. საქმე ეხება ლაზარე ჯორბენაძის მიერ „ასავალ-დასავალისთის“ მიცემულ ინტერვიუს, რომლის აუდიოჩანაწერი „იმედის კვირამ“ გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ჯორბენაძეს დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით არანაირი ზუსტი და სერიოზული ინფორმაცია არ აქვს.
08 სექტემბერი 2026, 08:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე ნიკა გვარამიას ისევ უპირისპირდება
„სანამ მოვიცლი, სადმე გადააბით, თორემ ნამეტანი გაფუჭდა. თავის მეორე „კარაქიან პურ ბიჭთან“ ერთად. ამხელა „მერაბ კოსტავას“ კაცმა ისიც ვერ ისწავლა, რომ თუ რამე უნდა, სადაც არ ვარ, იქ ჩუმად ნუ მლანძღავს. თუ სათქმელი აქვს - საჯაროდ მელაპარაკოს, მიკროფონს არ წავართმევთ.მე კი საჯაროდ, დოკუმენტებითა და მისი ხელფასის ამონაწერით წარვდგები. ოღონდ კორექტორით მოვიდეს და შეცდომები დაითვალოს“, - წერს წითლიძე.
08 სექტემბერი 2026, 08:11
რეგიონი
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 134-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მონაწილეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს.
08 სექტემბერი 2026, 08:05
რეგიონი
ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე დღეს ციფრულ ტრანსფორმაციასა და მეზღვაურების სწავლება-სერტიფიცირების საკითხებზე იმსჯელებენ
ბათუმში მიმდინარე ფორუმი რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო სივრცეა, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის განვითარებაში მის როლს ეთმობა. დისკუსიებში სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვაო და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
08 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
08 სექტემბერი 2026, 00:46
მსოფლიო
ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება
აშშ იკვლევს შესაძლებლობას, შეძლებენ თუ არა უკრაინა და რუსეთი ზამთარში ომის დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და იმავდროულად მოლაპარაკებების განახლებას უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს.
08 სექტემბერი 2026, 00:33
მსოფლიო
გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.
08 სექტემბერი 2026, 00:08
მსოფლიო
The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია
გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია - ასე ეხმაურება ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას რეგიონულ არჩევნებში.


