„ფრესკოს“ დამფუძნებელი პოლიტიკოსებს: ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს
ვასილ სოფრომაძე
ფოტო: facebook
სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა. სოფრომაძემ მიმართვის დასაწყისში ბიზნესმენების მიმართ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ განცხადება წაიკითხა. მისი თქმით, არამხოლოდ „გირჩს“, არამედ ზოგადად პოლიტიკოსებს მიმართავს.
„მე არ ვარ არც ერთი ასოციაციის, ფედერაციის წევრი. არაფრის პრივატიზება არ გამიკეთებია ცხოვრებაში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, სადაც ბიზნესი მიკეთებია. არასოდეს ვყოფილვარ შემჩნეული რომელიმე მთავრობასთან მეგობრობაში, ან ყოფილთან, ან ახლანდელთან. მე, ვასილ სოფრომაძე არ ვარ გაჩერებული. მე ხმას ვიღებ, მე ვლაპარაკობ, მე ვიბრძვი. და მერე რა? და მერე რა, რომ მე ერთი წელია, ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით, ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან აბსოლუტურად იციან, რომ არ შეეფერება სინამდვილეს. მათ არც იმან უშველა, რომ ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი. მან დასკვნა, რომელმაც ქვა ქვაზე არ დატოვა ყველა იმ შენიშვნებიდან, რომლებიც საგადასახადო სტრუქტურებმა წაგვიყენეს. მერე რა, რომ ამის შესახებ ღიად ვილაპარაკე? მერე რა, რომ პროკურატურაში საჩივარი შევიტანე? მერე რა, რომ ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე? მერე რა, რომ მე ამაზე ღიად ვლაპარაკობ. რამე შეიცვალა? რამე მოხდა? რას გვეუბნებით ჩვენ? თქვენ მოგმართავთ, პოლიტიკოსებს. ჩვენი გადასახადებიდან, ჩვენი თანხებიდან დაფინანსებულები დადიხართ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებში და ასხამთ ბენზინს, დადიხართ ჩვენს მარკეტებში და ყიდულობთ პროდუქციას. დადიხართ ჩვენს ბანკებში და იღებთ მომსახურებას. ჩვენ გვეუბნებით ამას? თქვენ მიიყვანეთ ქვეყანა აქამდე. თქვენ ბატონებო, ყველა თქვენგანმა, გინდ ოპოზიციამ და გინდ არაოპოზიციამ. ერთმანეთში კინკლაობით, ერთმანეთში გაუგებრობებით“, – აცხადებს ვასილ სოფრომაძე.
მისივე თქმით, თუ რაიმე დარღვევა არსებობს, უნდა მოხდეს გამოძიება, ბრალის დამტკიცება და შემდეგ დასჯა.
„რა გავაკეთოთ ჩვენ? მე, ვასილ სოფრომაძემ რა გავაკეთო, გარდა იმისა, რასაც ვაკეთებ? ამის გამო, რომ მე ამას ვამბობ, თქვენ გგონიათ, მეშინია? ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხი თქვენს წყნარ პოლიტიკურ კაბინეტებში, თქვენ გგონიათ, მე თქვენი მეშინია და თქვენ მე გამაჩერებთ? როგორ ფიქრობთ, ხმას ჩამაგდებინებთ? ყოველდღე რომ ეუბნებით ჩვენს ხალხს და ჩვენ, რომ ცხვრები ვართ, თქვენ მე მართლა ცხვარი გგონივართ?“, – აღნიშნავს ვასილ სოფრომაძე.
ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყანაში გამორჩეული ბინესმენები და ბიზნესები არ უნდა იყვნენ, თუმცა სოფრომაძის თქმით, მისი კონკურენტი კომპანია დღემდე არ იხდის დღგ-ს. ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიებიდან პროდუქციას იპარავენ და იარაღს „ატრიალებენ“.
„თქვენ მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემს მაღაზიაში, როგორ ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლების, ახალგაზრდა გოგონების წინაშე თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები. პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. გინდათ, დაგიდოთ ეს ყველაფერი?“, - აცხადებს ვასილ სოფრომაძე.
მისივე თქმით, არ სურდა ემოციური გამოსვლა, თუმცა, პოლიტიკოსები სხვა გზას არ უტოვებენ.
„მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ. როდესაც ერთ მშვენიერ დღეს გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით, ვერ ჩაასხამთ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – ამბობს ვასილ სოფრომაძე.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 19:00
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი რადიკალებზე: ეკლესიის დისკრედიტაციით მათ უნდათ, ევროკავშირის ბიუროკრატიას ასიამოვნონ, რომ დაანახონ აი, ჩვენ იმდენად პროევროპულები ვართ, ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა
ეკლესიის დისკრედიტაციით მათ უნდათ, ევროკავშირის ბიუროკრატიას აამონ და ასიამოვნონ, რომ აი, ჩვენ იმდენად პროევროპულები ვართ, რომ ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და რომ მათ როგორმე დაანახონ, აი, ჩვენ თქვენიანები ვართ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა. მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია პირდაპირ ანტიეკლესიურია და ანტიქრისტიანული მიმართულების ყველა პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერს მხარს.
04 აპრილი 2026, 18:37
რეგიონი
ბოლნისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი კარატეში
ბოლნისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი კარატეში.
04 აპრილი 2026, 18:33
სამართალი
პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 18:30
რეგიონი
გივი მიქანაძემ სამტრედიაში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა ამჯერად სამტრედიაში გამართა.
04 აპრილი 2026, 18:26
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გიგაურზე: კარგად გვახსოვს ჰელსინკის კომისიაზე როგორ დაასმინა ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. ანალოგიური ვიხილეთ ახლა ნიდერლანდებშიც, მათთვის საქართველო სამშობლო არ არის, მაგისი განცდა არასდროს ჰქონიათ
არავინ მათ ლაპარაკს არ უზღუდავს, მედია პლურალიზმი სამაგალითოა საქართველოში, სოციალური ქსელები და სოციალური პლატფორმები, თუმცა აქ მათი საუბარი, რა თქმა უნდა, არავის აღარ აინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ენჯეოებთან“ დაკავშირებით.
04 აპრილი 2026, 18:18
პოლიტიკა
მაჭავარიანი: ეკლესიაზე თავდასხმები არ ჩერდება, ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და გარედან დაფინანსებული. სააკაშვილს რაც შეეხება, ვერ ისვენებს, მავნებლობს - დეზინფორმაცია, კრეტინიზმი მისი მხრიდან, რასაც მიჩვეულები ვართ
თავდასხმები არ ჩერდება, გრძელდება. ეს ყველაფერი არის მრავალი წლის წინ დაწყებული და სხვათა შორის, გარედან დაფინანსებული. ჯერ კიდევ წლების დაიწყო წინ საპატრიარქოზე სერიოზული თავდასხმები ჩვენს უწმინდესზე, დისკრედიტაციის კამპანიები, რომლებსაც ეს რადიკალური ჯგუფები და მდიდარი „ენჯეოები“ ეწეოდნენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
04 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ეს მათი ხელწერაა, როდესაც რაღაც უნდათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ცუდი კუთხით დაანახონ, ყველაზე მარტივია, რომ რუსული დაარქვან და მეუფე შიოს მოღვაწეობაზეც ასე ამბობდნენ „რუსული სპეცოპერაცია“
{პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ} ეცადნენ, რომ როგორმე გამოესწორებინათ ის თავისი უბინძურესი საქციელი, რაც წლების განმავლობაში აქვთ ჩადენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველებს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალებზე საუბრისას.
04 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი „ნაცმოძრაობაზე“: მათ არსებობას გამოხატავს ის, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სააკაშვილმა - გარდაცვლილი პატრიარქის, ეკლესიის შეურაცხყოფა
მათ არსებობას გამოხატავს ის, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სააკაშვილმა - გარდაცვლილი პატრიარქის, ეკლესიის შეურაცხყოფა, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.
04 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აშშ-ში ოპოზიციის დაანონსებულ ვიზიტზე: ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“
უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
04 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
„რეზონანსი“: „ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა
გაზეთი „რეზონანსი“ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამოქვენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მის მიერ გარკვეულ დამატებით დეტალებზე წერს.
04 აპრილი 2026, 17:57
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ
ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
04 აპრილი 2026, 17:45
პოლიტიკა
ლიკა შარტავა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ტურნეზე: შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას
შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.
04 აპრილი 2026, 17:35
საზოგადოება
მეუფე იაკობი: წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება პატრიარქობა ჩვენი პატრიარქის შემდეგ, თუ გვერდში არ დაგიდგებიან - ძმობა და მეგობრობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან. არავითარი დაპირისპირება არ იქნება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს დედაეკლესია
ღმერთი თუ გვიყვარს და თუ გვაქვს პატრიარქის სიყვარული, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ჭეშმარიტ ქრისტიანს, - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
04 აპრილი 2026, 17:24
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციაზე: ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, შეხება გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით.
04 აპრილი 2026, 17:02
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს
„გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი და მისი ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ სტატუსს ეხმიანება. თამარ ჩიბურდანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მისთვის ჩვეულ ფსიქოპათურ მდგომარეობაში იმყოფება და არ წყვეტს უწმინდესისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.
04 აპრილი 2026, 16:51
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანში სამხედრო კამპანიის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა
ირანში ხუთკვირიანი სამხედრო კამპანიის განმავლობაში 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 16:34
მსოფლიო
სომხეთის მმართველმა პარტიამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა
სომხეთის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ყრილობაზე ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 16:30
საზოგადოება
ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 16:23
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 16:21
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: „ნაცმოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც აგებული იყო ტყუილზე
„ნაციონალურ მოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებული იყო ტყუილზე, დეზინფორმაციასა და ცილისწამებაზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟზე.


