imedi /  13 მარტი 2019, 23:59 / სანდო წყარო

რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში საქართველოზე. მთავარი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად ცალკე საქართველოს ეძღვნება. 

საქართველოს ნაწილში ანგარიშში არაერთ საკითხზეა საუბარი. მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. აგრეთვე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე. 

ანგარიშის თანახმად, ევროპაში ეუთო-ს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, როგორც კონკურენტუნარიანი და პროფესიულად ორგანიზებულა აღწერეს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თამაშის არათანაბარი პირობები და ამომრჩევლის დაშინება.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებების გამოძიების კუთხით, თუმცა ხარვეზები მაინც დარჩა“. 

დოკუმენტის შესავალში ასევე წერია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებმა ეთნიკურად ქართველების უფლებები შეზღუდეს.

როგორც დოკუმენტში წერია, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უკან დაბრუნების ნება არ დართო 2008 წლის კონფლიქტის გამო განდევნილ ეთნიკურად ქართველებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა არ აქვთ სამხრეთ ოსეთში, რათა ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყონ.

ანგარიშში ასევე საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. დოკუმენტში წერია, რომ 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმეზე ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს ციხეებში არსებულ ვითარებაზე და სასამართლო სისტემაზე. „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებს, ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას", - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე საუბარია მედიაგარემოზე. როგორც დოკუმენტში აღნიშნული, საქართველოში დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და განსხვავებულ შეხევდულებებს გამოთქვამდა. „17 ოქტომბერს 17 ოქტომბერს დამოუკიდებელმა ტელევიზიამ „იბერია“ მაუწყებლობა შეაჩერა. არხის მფლობელმა განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უკავშირდება. „იბერიის“ დახურვამ და 2017 წელს სამი ტელევიზიის შერწყმამ შეამცირა მედიაპლურალიზმი და გაზარდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მედიასაშუალებების კონცენტრაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის ახლო ურთიერთობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია ყოფილი პრეიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე, რომელიც მან მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს დაადო.

მედიაზე საუბრისას ანგარიშში აღნიშნულია რუსთავი2-ის საქმეც. დოკუმენტში წერია, რომ 2017 წლის მარტში სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, რომელიც ტელევიზიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას ითვალისწინებდა.

ყველა სიახლე

02 სექტემბერი 2026, 16:29

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 სექტემბერი 2026, 16:29

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლი ღარიბაშვილს: იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით

მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით, - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე.

02 სექტემბერი 2026, 16:09

ეკონომიკა

საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა

საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების თაობაზე.

თამარ ჩერგოლეიშვილი

02 სექტემბერი 2026, 16:07

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში - 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

„ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნანა ჟორჟოლიანს “სუნიან გოიმს” და “41 ნომერ კალოშს” უწოდებს და მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-ნახვების სტატისტიკას აკრიტიკებს.

02 სექტემბერი 2026, 15:56

კულტურა

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი ამ ექსპონატებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიხილავთ

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალას ადგილზე გაეცნო.

02 სექტემბერი 2026, 15:45

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების წესი დაამტკიცა

სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მუდმივი და გამჭვირვალე მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალი წესი დაამტკიცა. წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

02 სექტემბერი 2026, 15:29

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ხორცის გადამმუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისში, შპს „ველდან მით ფექტორი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქუჩა N184), ხორცის წარმოება-გადამუშავების ობიექტი შეამოწმეს.

02 სექტემბერი 2026, 15:00

ეკონომიკა

საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime: მოსალოდნელია, რომ პორტი შუა დერეფნის, ანუ ევროპის, ცენტრალური აზიისა და მის მიღმა არსებული რეგიონების დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის, ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე გახდება

საერთაშორისო საზღვაო გამოცემა Baird Maritime ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე წერს, სადაც დაღრმავებითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტატიის თანახმად, Jan De Nul-მა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ტალღმტეხელის, შესასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობისთვის ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები დაიწყო.

სკოტ ბესენტი

02 სექტემბერი 2026, 14:43

მსოფლიო

სკოტ ბესენტი: თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი?

„20-დან 19 ქვეყანა თანახმაა, რომ მინისტრის მონაწილეობამ დიდი ოცეულის სამუშაო ვითარება საერთოდ არ შეცვალა. როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მას ყველასთან კარგი ურთიერთობა მოსწონს. თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი? ვიცი, რომ ზოგიერთი ევროპელი უკმაყოფილოა, მაგრამ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საშინელი კონფლიქტი არასოდეს მოგვარდება“, - განაცხადა ბესენტმა.

კახა კალაძე

02 სექტემბერი 2026, 14:26

პოლიტიკა

კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე: ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ექსპრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია და ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან.

დონალდ ტრამპი

02 სექტემბერი 2026, 14:26

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როდის აღდგება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?

„კმაყოფილი ვარ ამჟამინდელი ვითარებით - ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული კონტროლი და ირანის ეკონომიკის სრული კოლაფსი. ისინი უბრალოდ გარდაუვალისკენ მიემართებიან. როდის აღდგება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?“ - წერს ტრამპი

კახა კალაძე

02 სექტემბერი 2026, 14:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია - ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციამ, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებზე საუბრისას.

ლევან მაჭავარიანი

02 სექტემბერი 2026, 14:19

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილმა, ან ელისო კილაძემ დაწერა, ისეთი დაბალი დონის საქციელია

რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილმა, ან ელისო კილაძემ დაწერა, ისეთი დაბალი დონის საქციელია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს.

02 სექტემბერი 2026, 14:16

ეკონომიკა

საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე

„საქართველოს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დაღრმავებითი სამუშაოები დაიწყო“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247, სადაც აღნიშნულია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ვინაიდან კომპანია Jan De Nul-ის ორმა ფსკერ დამაღრმავებელმა გემმა შესასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის სამუშაოები დაიწყო.

02 სექტემბერი 2026, 14:14

მსოფლიო

უკრაინული მედია: უნგრეთმა უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში 2 კლასტერის გახსნა დაბლოკა

როგორც ჟურნალისტები წერენ, უნგრეთმა გადაწყვეტილება კიევის მიერ ეთნიკური უნგრელების უფლებების შესახებ ორმხრივი შეთანხმების შეუსრულებლობით ახსნა.

დავით მათიკაშვილი

02 სექტემბერი 2026, 14:08

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: კიდევ უფრო მძიმეა იმის აღქმა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის ამ წერილების ფონზე „სარგებელი ნახა“ მეხუთე კოლონამ, როგორ აიტაცეს და როგორ ყიჟინებენ ამ თემასთან მიმართებით

ძალიან მძიმე საყურებელია იმ დაღმასვლის პროცესი, რომელსაც განიცდის ყოფილი პრემიერი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილზე საუბრისას.

02 სექტემბერი 2026, 14:06

მსოფლიო

დანიამ ახალწვეულები გრენლანდიაში გაგზავნა

გრენლანდიის თავდაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება დანიამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კუნძულზე პრეტენზიების გამოთქმის შედეგ გადაწყვიტა და ამისთვის მილიარდობით დოლარიც გამოყო.

02 სექტემბერი 2026, 14:04

საზოგადოება

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება

თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ კიკნაძესთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო.

შალვა პაპუაშვილი

02 სექტემბერი 2026, 13:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციებს ცდილობს

შალვა პაპუაშვილი: ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციებს ცდილობს „ვნახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს — გვარამიამ გუშინ მთელი სია ჩამოწერა იმ პრეტენზიებისა, რომელიც, მისი აზრით, გამოაცოცხლებს“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები დღემდე არ ასვენებენ, მათ შორის, ბაჩალიაშვილის ოჯახს თავიანთი სპეკულაციებით. „საბედნიეროდ, თორნიკე რიჟვაძის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მას წერილიც ჰქონდა დაწერილი და ახსნილი ჰქონდა, რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ასე რომ, ყველა ინსინუაციას აქვს პასუხი იმ მხრივ, რომ არც ერთ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ბურუსით მოცული ან გაუგებარი იყოს. ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს. გვარამიამ გუშინ მთელი სია ჩამოწერა იმ პრეტენზიებისა, რომელიც, მისი აზრით, გამოაცოცხლებს. ბაჩალიაშვილის საქმე იქნება თუ სხვა, მაშინ ოპოზიციურმა მედიამ უსინდისოდ, ოჯახის ემოციებზე თამაშით, შეეცადა, ადამიანის სიცოცხლითა და მისი გარდაცვალებით სპეკულაცია მოეხდინა და დღემდე ოჯახს არ ასვენებდნენ ამ სპეკულაციებით“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.

კახა კალაძე

02 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

ჩვენ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით, ძლიერი ეკონომიკით, გაძლიერებული ქვეყნით, აღმშენებლობით, მოვახდინოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.