02 ოქტომბერი 2026, 18:46 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რაც საშუალებას იძლევა, რომ ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც

მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რაც საშუალებას იძლევა, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც - ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის მთაში დამაგრებისთვის და მათი ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება.

„ქვეყნის შიდა მიგრაციის ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, ამ პროექტსა და მსგავს მიდგომას დამატებითი მნიშვნელობა აქვს, რათა მოსახლეობა მთაში დავამაგროთ და დაცული იყოს საზღვრისპირა ზოლი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახისთვის მზის მიკროსადგურებს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ამონტაჟებს. პროექტი ხორციელდება დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება. მოსახლეობა დენით ინდივიდუალურად იქნება უზრუნველყოფილი ნებისმიერ ამინდში.

ყველა სიახლე

02 ოქტომბერი 2026, 19:13

ეკონომიკა

GITA სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში საგრანტო კონკურსს „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ აცხადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) საგრანტო კონკურსს „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ამჯერად სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან წარდგენილი პროექტებისთვის აცხადებს.

ჟერალდ დარმანინი

02 ოქტომბერი 2026, 18:54

მსოფლიო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ

ნინუცა ბუცხრიკიძე

02 ოქტომბერი 2026, 18:53

საზოგადოება

ნინუცა ბუცხრიკიძე: თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე, ქართული კულინარიის გარდა, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც - იტალიელი შეფ-მზარეულები მასტერკლასებს ჩაატარებენ

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინუცა ბუცხრიკიძემ „დღის ქრონიკაში“ თბილისობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაზე ილაპარაკა.

კახაბერ ჩიტაური

02 ოქტომბერი 2026, 18:40

რეგიონი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის, - აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური.

რატი იონათამიშვილი

02 ოქტომბერი 2026, 18:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეს არის მარტივი მათემატიკა, კვლევითი მეცნიერების ლოგიკა და შესაბამისად, უტყუარი ფაქტი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი მედიასთან ხსნის, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა დამუშავდეს IRI-ის ე.წ. ნედლი კვლევა და როგორ გადანაწილდება არსებული პროცენტები კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით.

ლორან ნუნიესი

02 ოქტომბერი 2026, 18:33

მსოფლიო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: სრული მხარდაჭერა პოლიციელებსა და ჟანდარმებს, რომლებიც უაღრესად რთულ პირობებში ასრულებენ მოვალეობას - როდესაც ისინი ჩემი მითითებების შესაბამისად ძალას იყენებენ, მათ წინაშე არა მშვიდობიანი მომიტინგეები, არამედ ამბოხებულები დგანან

ბელფორში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციის პარალელურად, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულ პოლიციელს თავს დაესხნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სოციალურ ქსელ X-ში ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას „იშვიათი ძალადობისა“ და „აუტანელი“ უწოდა.

ალუდა ღუდუშაური

02 ოქტომბერი 2026, 18:23

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ვიზიტები, რომელთა საშუალებითაც პირველ პირებს რეალური ინფორმაცია მიეწოდებათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

02 ოქტომბერი 2026, 18:21

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

დონალდ ტრამპი

02 ოქტომბერი 2026, 18:15

მსოფლიო

ტრამპი: ევროპა ახლახან დათანხმდა თავისი დიზელის საწვავის ჭარბი მარაგების დიდი ოდენობით გათავისუფლებას - პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ დიზელის საწვავის დიდი ოდენობის მარაგების ბაზარზე გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპის თქმით, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

02 ოქტომბერი 2026, 18:07

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

„თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში. ისინი აღმსარებლები არიან. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები, ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს, ასე რომ, თემა ბევრია“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ალუდა ღუდუშაური

02 ოქტომბერი 2026, 18:01

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევაზე: როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?!

როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?! - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.

02 ოქტომბერი 2026, 17:54

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულს იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან ჩაერიცხა 790 000 ამერიკული დოლარი. მან აღნიშნული თანხა, მისი წარმომავლობის შესანიღბად, ეროვნული ვალუტით დააკონვერტირა და უძრავი ქონების ნასყიდობის ფიქციური ხელშეკრულებების საფუძველზე მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. შემდგომ ბრალდებულმა თანხა კვლავ უცხოურ ვალუტაზე დააკონვერტირა და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, უცხო ქვეყნის საბანკო სისტემაში გადაიტანა.

ალუდა ღუდუშაური

02 ოქტომბერი 2026, 17:54

პოლიტიკა

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა ბოროტების იმპერიაზე. რომ არა ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელმწიფოებრივი, უაღრესად გაბედული, თუმცა ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება, არ გვექნებოდა სახელმწიფო. სწორედ ამას არ პატიობენ ამ ოჯახს. ამიტომ არის, რომ გამალებით ესხმიან თავს და ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებენ მის მიმართ

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა, ქართულმა სახელმწიფოებრიობამ გაიმარჯვა ბოროტების იმპერიაზე. რომ არა ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის და ავანგარდში მყოფი ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელმწიფოებრივი, უაღრესად გაბედული, თუმცა ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვილაპარაკებდით დღეს ამ მოცემულობაზე, რეიტინგებზე და ხელშესახებ პროგრესზე, არამედ ჩვენ დღეს არ გვექნებოდა სახელმწიფო, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

ანდრია ჯაღმაიძე

02 ოქტომბერი 2026, 17:50

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს

„ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. ასე რომ, თქვენი შეკითხვა სწორედ აქედან გამომდინარეობს. რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს - შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძე.

02 ოქტომბერი 2026, 17:47

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთი აშშ-ის წნეხის ფონზე ევროკავშირს ნავთობისა და დიზელის რეზერვების გამოყენებას სთავაზობს

საფრანგეთმა ევროკავშირის ქვეყნებს სტრატეგიული რეზერვებიდან 50 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 50 მილიონი ბარელი დიზელის საწვავის გათავისუფლება შესთავაზა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ლევან ზაუტაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 17:43

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული: პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთში მზის მიკროსადგურები ჯამში 58 ოჯახს დაუმონტაჟდა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის დამაგრებას და ტურიზმის განვითარებას

პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთში მზის მიკროსადგურები ჯამში 58 ოჯახს დაუმონტაჟდა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის დამაგრებას და ტურიზმის განვითარებას, - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში მზის მიკროსადგურების დამონტაჟებასთან დაკავშირებით.

02 ოქტომბერი 2026, 17:37

სამართალი

ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ბათუმის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 745 გრამი) აღმოაჩინეს.

ლევან მაჭავარიანი

02 ოქტომბერი 2026, 17:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ დავითაძის საქმეზე: რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე - ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს

აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. ის ასე გამოეხმაურა დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.

გივი მიქანაძე

02 ოქტომბერი 2026, 17:32

სამართალი

გივი მიქანაძემ „გურიის მოამბის“, მისი მფლობელი ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“, ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ჩემ შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ, არაერთგზის თავდასხმას“.