დიდი რაოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს
ფოტო: Shutterstock.com
სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოტანისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე, დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით ორგანიზატორს უგზავნიდა.
დაკავებულის პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ასევე თბილისში 10 სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 122,96 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262 პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღებას და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.
„ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ერთი პირი.
ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოფრინდა და ცდილობდა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - 265 აბი „სუბუტექსის“ შემოტანას. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ 1 პირი იმ დროს დააკავა, როცა ის თბილისის შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 392 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ჯამში, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 13.5 კილოგრამი "ჰეროინი", 1 800 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2500 აბზე მეტი "ექსტაზი", 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. ამავე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი", - განაცხადეს შსს-ში.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 03:40
მსოფლიო
The Wall Street Journal: თეთრი სახლი ჰორმუზის სრუტის გახსნას აშშ-ის ძირითად ამოცანებს შორის არ ასახელებს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის მთავარ მიზნებს შორის არ დაასახელა, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
31 მარტი 2026, 03:07
მსოფლიო
Le Monde: საფრანგეთში, ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა. ვიდეო
ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა, რაც საფრანგეთის მთავრობამ „პოპულიზმად“ შეაფასა, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.
31 მარტი 2026, 02:44
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უმცროსი უკრაინისთვის გაწეულ „დახმარებას“ „მასშტაბურ თაღლითობას“ უწოდებს და გამოძიებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელში უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს.
31 მარტი 2026, 02:09
მსოფლიო
The Times of Israel: ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში
ისრაელის პარლამენტმა 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
31 მარტი 2026, 01:29
მსოფლიო
ზელენსკი: ჩემი შეგრძნებაა, რომ ნეთანიაჰუს ყოველთვის სურს ბალანსის დაცვა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაშინაც კი, როცა რუსეთი ირანს ეხმარება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორი წელია არ უსაუბრია და რომ „ისრაელის გადასაწყვეტია“, სურს თუ არა უკრაინასთან თანამშრომლობა.
31 მარტი 2026, 01:08
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთს ირანში ხანგრძლივი ომი სურს - აშშ ფოკუსირებას ახლო აღმოსავლეთზე ახდენს და შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეამციროს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანში ხანგრძლივი ომი რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი, ხოლო უკრაინისთვის ძალიან საზიანო იქნება.
31 მარტი 2026, 00:15
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 00:13
საზოგადოება
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა. კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
31 მარტი 2026, 00:06
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ, ჯიმ ბეარდთან (R), რომელიც ინდიანას შტატს წარმოადგენს და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ასევე მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტების წევრია.
30 მარტი 2026, 23:46
მსოფლიო
POLITICO: ბრიუსელი აცხადებს, რომ ენერგორესურსების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ევროპელებმა მგზავრობის შემცირებაზე უნდა იფიქრონ
ევროკომისია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილონ ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში, რათა მოემზადონ ირანის ომის გამო ენერგომომარაგების მოსალოდნელი „ხანგრძლივი შეფერხებისთვის“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
30 მარტი 2026, 23:30
მსოფლიო
რუბიო: თუ ნატო მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპა თავდასხმის შემთხვევაში, ხოლო ისინი უარს გვეუბნებიან ბაზების გამოყენების უფლებაზე მაშინ, როცა ეს ჩვენ გვჭირდება, მაშინ ეს არ არის მაინცდამაინც კარგი შეთანხმება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში არსებულ დისბალანსზე ისაუბრა და მიანიშნა, რომ თუ ევროპელი მოკავშირეები ამერიკისგან მხოლოდ დაცვას ელიან, მაგრამ სანაცვლოდ სტრატეგიულ მხარდაჭერას ზღუდავენ, ასეთი შეთანხმება ვაშინგტონისთვის მიუღებელი გახდება.
30 მარტი 2026, 23:08
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უპასუხა კრიტიკას, თითქოს ვაშინგტონი ნატოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
30 მარტი 2026, 23:04
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია
ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“.
30 მარტი 2026, 23:04
საზოგადოება
თამარ ცაგარეიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც ახლა მოდიან, პატრიარქის ნანატრ საქართველოს ააშენებენ
პატრიარქმა უდიდესი რამ დატოვა. ჩვენ თითქოს მის სიცოცხლეში ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ახლა ამოვიღე 2006 წელს მისი ეპისტოლე და იქიდან იწყებს ადამიანზე საუბარს და ამბობს, რომ მთავარი საუნჯე არის ადამიანი, - განაცხადა ჟურნალისტმა თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“
30 მარტი 2026, 22:59
მსოფლიო
რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს - ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალსა და წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობებზე განცხადება გააკეთა. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზე უნდა იყოს დაფუძნებული.
30 მარტი 2026, 22:47
საზოგადოება
კახა მიქიაშვილი: თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა
თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა, - განაცხადა მსახიობმა, კახა მიქიაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“. მისივე თქმით, პატრიარქი იყო უკიდეგანოდ კულტურული.
30 მარტი 2026, 22:45
საზოგადოება
მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს. ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან უდგას ფაქიზი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი
მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, - ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.
30 მარტი 2026, 22:35
საზოგადოება
ტარიელ ხარხელაური: მე არ ვიყავი ეკლესიური. მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა
მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა, - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“ პატრიარქზე საუბრისას.
30 მარტი 2026, 22:09
მსოფლიო
რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უარყო ევროკომისიის კრიტიკა დიზელის ფასებთან დაკავშირებით და ითხოვს კიევზე ზეწოლას ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით.
30 მარტი 2026, 21:49
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში ალან პერსელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


