ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
ყველა სიახლე
14 აპრილი 2026, 14:49
მსოფლიო
POLITICO: ფონ დერ ლაიენი ორბანის მარცხს წევრ ქვეყნებს საგარეო პოლიტიკაში ვეტოს უფლების ჩამორთმევისთვის იყენებს
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიქტორ ორბანის მარცხს იყენებს იმისთვის, რომ წევრ ქვეყნებს საგარეო პოლიტიკაში ვეტოს უფლება ჩამოართვას.
14 აპრილი 2026, 14:46
პოლიტიკა
კირცხალია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სტატუსზე: ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ამ ისტორიული პროექტის მნიშვნელობას. ყველა ვაცნობიერებთ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის
მოსალოდნელიც იყო, რომ მას მიენიჭებოდა პრიორიტეტული პროექტის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ჩაივლის ისე ღირსეულად, როგორც ეკადრება ამ პროექტს თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით.
14 აპრილი 2026, 14:39
მსოფლიო
იტალიამ ისრაელთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა შეაჩერა
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, რომმა ისრაელთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ავტომატური გაგრძელება შეაჩერა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 14:36
საზოგადოება
თამარ იარაჯული ნიკა გვარამიას: აუტიზმით პოლიტიკურად ვინმეს დაკნინება სწორი გგონიათ?! წლები ჩავალიეთ ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას. ანუ არ გვისმენდით. ხშირად თქვენი ტელევიზიით შუქდებოდა აუტიზმზე სიუჟეტები
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ იარაჯული სოციალურ ქსელში ეხმაურება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას.
14 აპრილი 2026, 14:31
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი
„ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
14 აპრილი 2026, 14:31
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას
ლევან იოსელიანის თქმით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისა და პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ სამომავლო შედეგებზე ისაუბრეს.
14 აპრილი 2026, 14:29
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარ საინვესტიციო ოფიცერს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარ საინვესტიციო ოფიცერს რეგიონული სახელმწიფო პროექტებისა და გლობალური კორპორატიული დაფინანსების მიმართულებით, კონსტანტინ ლიმიტოვსკისა და ბანკის საჯარო სექტორის კლიენტთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, სიაოჰონგ იანგს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 14:19
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობისა ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 14:18
საზოგადოება
მეუფე შიო: ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თავის შექმნილ სამყაროს, არ ტოვებს საქართველოს
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. წირვის შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა.
14 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც კვლევები და პროექტირების ეტაპები გავლილი იქნება, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის ეტაპზეც გადავალთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან სწორი ყოფილა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა
„ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ჩვენ გვერდზე გადავდეთ მხოლოდ და მხოლოდ ცარიელ პოლიტიკურ ინტერესებზე დამყარებულ პოლიტიკურ რიტორიკას, ევროკავშირი საქართველოს რეალობაში განიხილავს როგორც იმ აუცილებელ, სტაბილურ და განვითარებულ სახელმწიფოს, დამაკავშირებელს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით. ახლო მომავალში, როდესაც კვლევები და პროექტირების ეტაპები გავლილი იქნება, მშენებლობის ეტაპზეც გადავალთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან სწორი ყოფილა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, იმისთვის რომ საქართველო და აქედან გამომდინარე სამხრეთ კავკასია უსაფრთხოდ განვითარებული, სტაბილური რეგიონი ყოფილიყო“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
14 აპრილი 2026, 14:16
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინეთს სთხოვა უკრაინასა და ირანში ომების დასასრულებლად მეტი გააკეთოს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ჩინეთი არის მთავარი მსოფლიო მომლაპარაკებელი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა როგორც ირანის, ისე უკრაინის კონფლიქტების დასრულების საქმეში. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 14:15
პოლიტიკა
თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
„შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე“.
14 აპრილი 2026, 14:11
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული
სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
14 აპრილი 2026, 14:09
საზოგადოება
მარიამ ლაშხი: ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, ამიტომ, მისი დაცვა და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა
დღეს 14 აპრილია, ჩვენი ეროვნული თვითშეგნების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი ერთობის სიმბოლო. ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
14 აპრილი 2026, 14:04
რეგიონი
ჩხოროწყუში სასაკლაოს გვერდის ავლით საქონლის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შსს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს სამმართველოს და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 13:59
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
თანამედროვე სამყაროში პოლიტიკა შეიცვალა. თუ ადრე სახელმწიფოებზე ზეწოლა ხშირად პირდაპირი კონფლიქტებით, სამხედრო დაპირისპირებით ან ღია პოლიტიკური კრიზისებით ხორციელდებოდა, დღეს სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვა მეთოდები - უფრო დახვეწილი, გრძელვადიანი და ბევრად უფრო რთულად შესამჩნევი, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად შალამბერიძემ.
14 აპრილი 2026, 13:55
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის
საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრების დაწყების წინ.
14 აპრილი 2026, 13:55
პოლიტიკა
შალამბერიძე: დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ შეტევებს აზრს დაუკარგავს
„მინდა ამავე დროს საზოგადოებას პირდაპირ მივმართო. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სიფხიზლე. არ გავხდეთ პროვოკაციების ნაწილი, არ დავუშვათ, რომ ეჭვი და გაურკვევლობა გახდეს საზოგადოებრივი განწყობის საფუძველი. სწორედ ასეთ პირობებში იწყებს მუშაობას ყველაზე ძლიერი დაცვა… საზოგადოების გააზრებული პოზიცია. როდესაც საზოგადოება ხედავს მთელ სურათს, როდესაც ესმის პროცესების ლოგიკა, მაშინ ნებისმიერი საინფორმაციო შეტევა კარგავს თავის მთავარ ძალას, გავლენას საზოგადოებრივ განწყობებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მომავალშიც იქნება მსგავსი მცდელობები. იქნება სხვადასხვა განცხადებები, სხვადასხვა შეფასებები და სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება პასუხისმგებლობას, პრაგმატიზმს და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საზოგადოების სიფხიზლე, ერთიანობა და გააზრებული პოზიცია იქნება ის ძალა, რომელიც ნებისმიერ მსგავს მცდელობას საბოლოოდ აზრს დაუკარგავს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
14 აპრილი 2026, 13:51
პოლიტიკა
მარიამ ლაშხმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
14 აპრილი 2026, 13:50
პოლიტიკა
შალამბერიძე: სახელმწიფოებზე გავლენა ხშირად არა ერთი დიდი დარტყმით, არამედ მრავალი მცირე შეტევის მეშვეობით ახდენენ. მათი მიზანია საზოგადოების ნაწილს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა გაუჩნდეს
„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, როგორც საზოგადოება კარგად გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. ხშირად ასეთი შეტევების მიზანი არ არის ერთი კონკრეტული განცხადება ან ერთი ანგარიში. მათი მიზანია, რომ საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი, გაჩნდეს გაურკვევლობა და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა. სწორედ ამიტომ ასეთი პროცესები განსაკუთრებით ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება მათზე რეაგირებს ემოციურად იწყებს და იწყებს ამავე თემების გაუთავებელ გამეორებას. ასეთ შემთხვევაში პროვოკაციის ავტორები აღწევენ მთავარ მიზანს. ისინი თავად კი არ ავრცელებენ ნარატივს, არამედ ამას უკვე საზოგადოება აკეთებს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ რამეს გავუსვათ ხაზი. ძლიერი საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელიც ხედავს არა მხოლოდ ცალკეულ მოვლენას, არამედ მთლიან სურათს“, - განაცხადა შალამბერიძემ.


