შსს: თორდიას ბარის ინციდენტზე გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. უწყების ცნობით, ვიდეომასალაში ნაჩვენებ ამბავზე, რომელიც 2016 წლის 24 დეკემბერს მოხდა, შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რამდენიმე თვეა უკვე მიმდინარეობს.
"გვსურს, განვმარტოთ, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარი „პ.ა.მ კლუბის“ ერთ-ერთი თანამშრომლის, დ.გ.-ს შეტყობინების საფუძველზე, მუქარის ფაქტზე, დაიწყო გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
შეტყობინების თანახმად, აღნიშნულ ბარში დ.გ.-ს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და დაემუქრა. გამოძიების დაწყებისთანავე, მოწმის სახით გამოკითხული ბარის თანამშრომლების: 2016 წლის 24 დეკემბერს გამოკითხული - დ.გ-ს, ხოლო 26 დეკემბერს გამოკითხული ლ.ა.-ს და ჯ.დ.-ს ჩვენებებით, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არაწევის გამო იარაღით ხელში თავს დაესხა დ.გ.-ს და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა. აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამი იყო და სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თანხმლები პირის ჩარევის შედეგად. მოწმეების ჩვენებით, ხსენებული მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და მისი მხრიდან დ.გ-ზე განხორციელებულმა თავდასხმამ მათში მუქარის განხორციელების რეალური შიში გამოიწვია. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა თ.ბ.-მ და გ.კ.-მ დაადასტურეს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები.
გამოძიების ფარგლებში, 2016 წლის 26 დეკემბერს საგამოძიებო ორგანოს ბარის მენეჯერმა თ.ბ.-მ წარუდგინა 24 დეკემბერს კაფე-ბარი „პ.ა.მ კლუბში“ განვითარებული მოვლენების ამსახველი, შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც შესწავლის შემდეგ, მტკიცებულების სახით, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.
ამ ეტაპზე, საქმეზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა ვიდეოკადრების ავთენტურობის დადგენის მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით”, - ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქსელში გაავრცელა თბილისის ერთ-ერთ ბარში სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული ვიდეო და ამტკიცებს, რომ მასზე ასახულ კადრებში გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ბარის თანამშრომელს იარაღით ემუქრება.
ლაშა თორდიამ ამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ დღეს გავრცელებული ვიდეო ირაკლი შოთაძის ტელეფონში ინახებოდა.
ყველა სიახლე
16 ივნისი 2026, 19:49
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
16 ივნისი 2026, 19:46
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის დირექტორთან ვერონიკ დოკენდორფთან.
16 ივნისი 2026, 19:45
მსოფლიო
ლავროვი: ევროკავშირის შიდა პრობლემების თვალსაზრისით, შესაძლოა ცუდიც არ იყოს, იქ უკრაინა რომ შევიდეს - ისინი მაშინ უბრალოდ დაიშლებიან
ევროკავშირი შესაძლოა „უბრალოდ დაიშალოს“, თუ მასში უკრაინა გაწევრიანდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
16 ივნისი 2026, 19:35
მსოფლიო
ირანი, შეთანხმების ფარგლებში, ისრაელისგან ლიბანიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ირანი, თეირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ისრაელისგან ლიბანის ტერიტორიის დატოვებას მოითხოვს.
16 ივნისი 2026, 19:18
პოლიტიკა
გია აბაშიძე „Yandex Bank“-სა და WB Bank-სთვის დაწესებულ სანქციებზე: რაც უფრო მეტს ყვირის „ნაცბაბლის" სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში. ასეთია სექტის ერთ-ერთი პროპაგანდისტი თეონა ბაღდავაძე, რომელიც Wildberries-ს PR-მომსახურებას უწევს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „Yandex Bank“-ს და WB Bank-ს, რომელიც კომპანია Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია და აღნიშნულია, რომ Wildberries-ის საქართველოში პიარ მომსახურებას თეონა ბაღდავაძე უწევს.
16 ივნისი 2026, 19:07
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთის პარლამენტმა პრემიერობის ვადა 8 წლით შეზღუდა, რაც ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს
უნგრეთის კანონმდებლებმა ორშაბათს დაამტკიცეს კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ვიქტორ ორბანს ხელისუფლებაში დაბრუნებას აუკრძალავს.
16 ივნისი 2026, 19:00
რეგიონი
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 18:59
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე. ზურაბ პატარაძის თქმით აჭარის მთავრობის მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთო ძალისხმევას. მან პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მმართველ გუნდს და ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და რეგიონის კეთილდღეობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.
16 ივნისი 2026, 18:48
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარ ცინ იჭის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომისარ ცინ იჭისთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 18:30
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყველა დათანხმდა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე ყველა დათანხმდა, დაეხმაროს მის ქვეყანას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.
16 ივნისი 2026, 18:22
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან გაფორმებულ საბოლოო შეთანხმებას განსახილველად კონგრესს გადაუგზავნის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიღო ვალდებულება, ირანთან გაფორმებული შეთანხმების საბოლოო ტექსტი განსახილველად კონგრესს გადასცეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, თავდაპირველად ეს აზრად არ მოსვლია.
16 ივნისი 2026, 18:05
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით ოპონენტების სპეკულაციებზე: პროცესიდან გაქცევა ჩვენი წესი არ არის, მათი წესია. არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და პარლამენტიდან გაიქცნენ, კიდევ რაღაც არ მოეწონათ და არ გველაპარაკებიან. ეს მათი სტილია. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, რაც ეკუთვნის სუვერენულ სახელმწიფოს
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, რაც ეკუთვნის სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც ნებაყოფლობით წევრიანდება სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში, - ასე ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპონენტების სპეკულაციებს თითქოს მარტა კოსის განცხადებაზე ხელისუფლების მწვავე რეაქცია იმის წინაპირობაა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის უკან გამოწვევას აპირებს.
16 ივნისი 2026, 18:05
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული, როგორც მაშინ მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე გავაკეთებთ ახლაც
რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
16 ივნისი 2026, 18:05
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს.
16 ივნისი 2026, 17:57
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც ახლა აპირებს შესვლას ან აქვს პრეტენზია შევიდეს ევროკავშირში
რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც ახლა აპირებს შესვლას ან აქვს პრეტენზია შევიდეს ევროკავშირში, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
16 ივნისი 2026, 17:56
მსოფლიო
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, 17 ქვეყანა თანახმაა ირანს სანქციები მოუხსნას
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, 17 ქვეყანა თანახმაა ირანს სანქციები მოუხსნას.
16 ივნისი 2026, 17:55
თავდაცვა
საქართველო სამმხრივ სწავლებას „კავკასიის არწივი 2026“ მასპინძლობს
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დაიწყო. საველე ტაქტიკური წვრთნების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში გაიმართა.
16 ივნისი 2026, 17:53
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები პროფესიულ კოლეჯ „სქილვილ" -ს ესტუმრნენ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „სქილვილ"-ში იმყოფებოდა. საკრებულოს წევრებმა კოლეჯის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და იმ პროგრამებს გაეცნენ, რომლებსაც კოლეჯი ახალგაზრდებს სთავაზობს. დეპუტატებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
16 ივნისი 2026, 17:52
საზოგადოება
თეა ახვლედიანი სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და დასკვნითი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, - ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 17:40
მსოფლიო
უკრაინამ მოსკოვი დრონებით დაბომბა
უკრაინის დრონები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს თავს დაესხნენ.


