imedi /  14 ივლისი 2017, 14:11 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო სასამართლო: მცირე ოდენობის კანაფის მოყვანა პატიმრობის საფუძველი არ უნდა გახდეს

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოქალაქეების - ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკის და ლაშა გაგიშვილის სარჩელები პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომლებიც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა 63,73 გრამი , 150,72 გრამი და 265,49 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფის უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით, დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის. მათი განცხადებით, სადავო ნორმები ერთმანეთისგან არ მიჯნავდა სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც არ იძლეოდა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.

„მოპასუხე მხარის განმარტებით, მცენარე კანაფისგან შეიძლება დამზადდეს ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, როგორებიცაა: მარიხუანა, კანაფის ზეთი, კანაფის ფისი, კანაფის ნაყენი და ექსტრაქტი. პარლამენტის პოზიციით, კანაფის დათესვა და მოყვანა თავისთავად ქმნის მისი რეალიზაციის საფრთხეს. ამიტომ, აუცილებელია იმგვარი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა, რომლებიც უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს საშუალებას მისცემს, აღნიშნული დანაშაული აღკვეთოს საწყის ეტაპზევე და მოხდეს პოტენციური გამსაღებლის საზოგადოებისგან იზოლირება, რათა დაცული იყოს სხვა პირთა ჯანმრთელობა. საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა კანაფის სადავოდ გამხდარი ოდენობებიდან მომდინარე საფრთხეები. სასამართლომ დაადგინა, რომ 63,73 გრამი და 150,72 გრამი კანაფი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც ქმნის მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს, ხოლო სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს. სასამართლომ მიიჩნია, რომ 265,49 გრამი კანაფის დათესვა და მოყვანა აჩენს მისი გავრცელების მაღალ რისკებს. ამიტომ, აღნიშნული ოდენობის კანაფის მოყვანისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დასაშვებია და ემსახურება სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვას. მიუხედავად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფრო მძიმე დანაშაულებისთვის დაწესებული სასჯელების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 265,49 გრამი კანაფის მოყვანისთვის დაწესებული სასჯელის კონკრეტული ზომა - თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე არის აშკარად არაპროპორციული სასჯელი. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

გიორგი გველესიანი

21 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გარკვეული ჯგუფების სამიზნე გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპორტსმენის განცხადებებს, სადაც მან ეროვნულ გუნდზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან ბულინგი მოჰყვა.

21 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ცრუ ნარატივი არაბიზაციის შესახებ და მხილება კონკრეტული ციფრებით - როგორია სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყალბი კამპანია ე. წ. არაბიზაციაზე. მმართველი გუნდის შეფასებით, ცრუ ნარატივის მიზანი სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლაა. კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული შეტევის სამიზნე, ამჯერად „იგლ ჰილსის“ თითქმის შვიდ მილიარდიანი ინვესტიციაა.

21 სექტემბერი 2026, 20:29

პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წახალისებას განაგრძობს - „ქრონიკა“ მუსიკოს კორძის კონცერტის დამფინანსებლებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების პოზიციით დაინტერესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წახალისებას განაგრძობს - ასე აფასებს მმართველი გუნდი მუსიკოს კორძის კონცერტის დაანონსებას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით დანიის კულტურის ინსტიტუტმა და ხელოვნების სახლმა სექტემბრის ბოლოსთვის დააანონსა.

ნიკა გვარამია

21 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას მორიგი სკანდალური განცხადება და შეტევა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი გვარამიას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში ადანაშაულებს, თავად ოფიციალური თბილისის პოზიცია კი მკაფიოა - ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის ხარჯზე არ განიხილება.

21 სექტემბერი 2026, 20:23

პოლიტიკა

ბახმაროში გამართული სემინარის საკითხს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაირღვა თუ არა გრანტების შესახებ კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებული და ევროპული საბჭოს მხარდაჭერილი სემინარით, საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს.

21 სექტემბერი 2026, 20:08

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკშია - ირაკლი კობახიძე დღეს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მთავრობის მეთაურს არაერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, ხვალ კი ოფიციალურად გაიხსნება გენერალური დებატები.

ალიშერ უსმანოვი

21 სექტემბერი 2026, 19:25

მსოფლიო

Reuters: დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ორშაბათს შეთანხმდნენ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებაზე - აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ უახლოეს საათებში ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ პრეტენზიას არ გამოთქვამს

დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ორშაბათს შეთანხმდნენ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებაზე - აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ უახლოეს საათებში ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ პრეტენზიას არ გამოთქვამს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 19:09

მსოფლიო

ტრამპი: აშშ მუშაობს მასშტაბურ გარიგებაზე ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით - ფასი საგრძნობლად დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადას ვუხდით

აშშ ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვის მიზნით მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პროკურატურა

21 სექტემბერი 2026, 19:05

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა საქართველოში მოქმედ კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან, პირადი და მასთან აფილირებული პირების საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით ჩარიცხა რამდენიმე ათეული მილიონი უცხოური ვალუტა. ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა, შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით, შენიღბა კანონიერი გზით მიღებულ შემოსავლად და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აქტივის ნაწილი გადაიტანა ოფშორული სახელმწიფოს საბანკო სისტემაში.

ფრიდრიხ მერცი

21 სექტემბერი 2026, 18:48

მსოფლიო

Euronews: ფრიდრიხ მერცი მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებთან მტკივნეული მარცხი განიცადა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ორშაბათს მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებთან მტკივნეული მარცხი განიცადა - პარტია AfD-ში პროგნოზირებენ, რომ ის თანამდებობას უახლოეს თვეებში დატოვებს, - წერს Euronews-ი.

21 სექტემბერი 2026, 18:47

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართლდამცავებმა ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 18:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

21 სექტემბერი 2026, 18:42

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21 სექტემბერი 2026, 18:35

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ნიკა გვარამიაზე: არ არის გამორიცხული, რომ ორმაგ აგენტურულ ქმედებას ახორციელებდეს. ნადირობს ისეთ ამომრჩევლებზე, რომლებიც რადიკალურად არიან განწყობილები და რომლებსაც დიალოგი კი არ სურთ და ნორმალური ურთიერთობა აფხაზებთან, სურთ, ომით დაპყრობა და ცეცხლის გახსნა

მაქსიმალურად ვცდილობ, კორექტულად დავახასიათო, არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანი ორმაგ აგენტურულ ქმედებას ახორციელებდეს, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ნიკა გვარამიაზე საუბრისას.

ლევან ჟორჟოლიანი

21 სექტემბერი 2026, 18:32

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებს

„ასევე, ის მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზე დისკუსიებში. დღეს ის მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება. მას ასევე ექნება საშუალება, მიმართოს სამიტის მონაწილეებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2026, 18:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან

აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

ალიშერ უსმანოვი

21 სექტემბერი 2026, 18:27

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირი ჩიხში შევიდა საფრანგეთის მცდელობის გამო, სანქცირებულთა სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი

ევროკავშირის წევრები ვერ თანხმდებიან, მოეხსნას თუ არა სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს, რომელიც იმ ასობით ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის სიაშია, რომელთაც ბრალი ედებათ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერაში, - წერს გამოცემა POLITICO.

21 სექტემბერი 2026, 18:17

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ესენი საზოგადოებისთვის საშიშები არიან - ასეთი ადამიანები პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროცესის განხილვისას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პარტიების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ითხოვს.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2026, 18:09

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კონკრეტული მაგალითები ვიცით, თუ როგორი გააფთრებით ცდილობენ ქვეყანას ძირი გამოუთხარონ. სხვა გზა არ დარჩა, თუ არა ამ სისტემური დანაშაულების წყაროს დაკეტვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ განვითარდება

ყველას კარგად ახსოვს რა ოდენობის დანაშაული ჩაიდინა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოვაყალიბეთ 2012 წლიდან საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ვიფიქრეთ, რომ ცალკეული ლიდერების, ვინც განაპირობა ამ ხარისხის ბოროტი დანაშაულები, იმ ტერიტორიების დაკარგვის კონსპირაციული ვითარების ჩათვლით, უნდა ყოფილიყვნენ დასჯილები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ლადო სადღობელაშვილი

21 სექტემბერი 2026, 18:08

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებების გამო საზღვარგარეთ ხალხს აპატიმრებენ, სჯიან

ასეთი ტიპის განცხადებების გამო საზღვარგარეთ ხალხს აპატიმრებენ, სჯიან, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა „დღის ქრონიკაში“.