Gem Fest-ზე 22 წლის გოგო გარდაიცვალა
22 წლის თბილისელი გოგო, რომელიც დღეს დილით Gem fest-ის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა, ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კლინიკაში დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის და სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მოათავსეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნარკოტიკული საშუალებით მოწამლული ორი ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში მკურნალობს, რომელთა შორის ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპისთვის დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 17:05
მსოფლიო
პოლონეთში განაცხადეს, რომ უკრაინაზე მორიგი იერიშის დროს რუსულ დრონებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვევიათ
„მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს; პოლონეთის საჰაერო თავდაცვა მუდმივად საბრძოლო მზადყოფნის მაღალ რეჟიმში იმყოფება“, - დასძინა კოსინიაკ-კამიშმა.
13 სექტემბერი 2026, 16:00
საზოგადოება
ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი განხორციელდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.
13 სექტემბერი 2026, 15:38
მსოფლიო
დრონის სავარაუდო გამოჩენის გამო, ლიეტუვამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა, ნატომ კი ჰაერში ავიაცია აწია
უწყების განმარტებით, თვითმფრინავი ჩრდილოეთ ლიეტუვაში მდებარე შიაულიაის ავიაბაზიდან აფრინდა, სადაც ნატოს ბალტიის საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში, ამჟამად იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებია განთავსებული.
13 სექტემბერი 2026, 15:07
მსოფლიო
პესკოვმა უკრაინასა და აშშ-სთან სამმხრივი მოლაპარაკებების ოქტომბერში განახლება არ გამორიცხა
„დიახ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ შესაძლებლობას. ჩვენ სწორედ უახლოეს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. ანუ, ოქტომბრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ინდოეთში გამართული BRICS-ის სამიტის შემდეგ.
13 სექტემბერი 2026, 14:58
სპორტი
გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა
გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა.
13 სექტემბერი 2026, 14:51
ტექნოლოგიები
Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ
შედეგად კომპანიებიდან რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი წავიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც AI-ინდუსტრიის წარმომადგენლები ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან. 2023 წელს მასკი და ათასზე მეტი სპეციალისტი გამოდიოდნენ მოწოდებით, GPT-4-ზე უფრო მძლავრი სისტემების სწავლება სულ მცირე ნახევარი წლით შეჩერებულიყო. მოგვიანებით ალტმანმა, ამოდეიმ და სხვა მკვლევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, სადაც AI-ისგან კაცობრიობის წინაშე არსებული რისკი პანდემიებისა და ბირთვული ომის საფრთხეების გვერდით დააყენეს.
13 სექტემბერი 2026, 14:47
საზოგადოება
საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება
საქართველოს ფოსტის ინიციატივით, დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება
13 სექტემბერი 2026, 14:24
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები
ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
13 სექტემბერი 2026, 14:20
მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარ „ლუკასის“ ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი ტყის მასივში მძვინვარებს, სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს სავალდებულო ევაკუაცია შეეხო.
13 სექტემბერი 2026, 14:17
მსოფლიო
გერმანული მედია: ლაიპციგის აეროპორტზე აგვისტოს დასაწყისში ჩაშლილი თავდასხმის უკან რუსეთი დგას
ამავე წყაროების ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ კავშირების შესახებ იცოდა მაშინ, როდესაც დამნაშავე თურქეთიდან ქვეყანაში შევიდა, თუმცა ჩასვლის შემდეგ მასზე თვალთვალი არ განხორციელებულა. ინციდენტი ლაიპციგ-ჰალეს აეროპორტში, უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების გამანაწილებელ ცენტრში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა.
13 სექტემბერი 2026, 14:12
მსოფლიო
ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოქტომბერში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება
„ვემზადებით. ოქტომბრისთვის“, - ასე უპასუხა ბუდანოვმა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას.
13 სექტემბერი 2026, 14:03
მსოფლიო
ჯარედ კუშნერი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორიებს ასახელებს
„პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რის მიღწევა სურს. უკრაინას ამ საკითხში დათმობაზე წასვლა რომ ნდომებოდა, შეთანხმების დანარჩენ პუნქტებს უკვე შევათანხმებდით. თუმცა უკრაინას ახლა ეს არ სურს. ჩვენი, როგორც შუამავლების ამოცანა კი ისეთი კრეატიული გამოსავლის პოვნაა, რომელიც არ შევა წინააღმდეგობაში მათ [უკრაინის] სურვილებთან, დაეხმარება მიზნის მიღწევაში და ამასთან, აიძულებს რუსეთს დაასრულოს კონფლიქტი ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს წინსვლა იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც მსგავსი მოვლენების განმეორებას გამორიცხავს“, - განაცხადა კუშნერმა.
13 სექტემბერი 2026, 14:00
სპორტი
გიორგი კვერნაძე „ჯენოასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
გიორგი კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. სერია ა-ს მეოთხე ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად „ჯენოასთან“ ფრედ 1-1 ითამაშა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. კვერნაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
13 სექტემბერი 2026, 13:42
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთის არმიამ დარტყმები მიიტანა კიევზე, ოდესასა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. 13 სექტემბერს, დილით, რუსული დრონი პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 მეტრში, „იაჰოდინის“ გამშვებ პუნქტთან მდებარე სატვირთო ავტომობილს მოხვდა. ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა. კიდევ ერთი დარტყმა საზღვრიდან 2 კილომეტრში, სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
13 სექტემბერი 2026, 13:07
საზოგადოება
თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
13 სექტემბერი 2026, 12:43
მსოფლიო
Insa: გერმანელთა 78% მერცის მუშაობით უკმაყოფილოა
გერმანელების მხოლოდ 14%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ამ თანამდებობისთვის შესაფერისია. მთავრობის ხელმძღვანელით რესპონდენტთა 78% უკმაყოფილოა, - იუწყება სოციოლოგიური ინსტიტუტ Insa-ს გამოკითხვა, რომელიც Bild-ისთვის ჩატარდა. ერთი კვირის წინანდელ გამოკითხვაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 16%-ს და 77%-ს შეადგენდა.
13 სექტემბერი 2026, 11:52
რეგიონი
გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
13 სექტემბერი 2026, 11:47
სამართალი
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება ომის ვეტერანების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას გადაცემაში, ქართველ სამხედროებს აფხაზეთის კონფლიქტისას ტყვეების დახვრეტა დააბრალა.
13 სექტემბერი 2026, 11:39
კულტურა
ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი მაი ელ-ტუკის ფილმი გახდა
ვენეციის 83-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი ჯილდოს, „ოქროს ლომის“ მფლობელი დანიელი რეჟისორის, მაი ელ-ტუკის ფილმი „ქალი, უცნობი“ გახდა.
13 სექტემბერი 2026, 11:29
მსოფლიო
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავს მემარჯვენე უმცირესობის მთავრობა, რომელიც „თიდოს კოალიციის“ პარტიებმა ჩამოაყალიბეს - მემარჯვენე-პოპულისტური პარტია „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერით. ეს უკანასკნელნი მინისტრთა პორტფელებს არ ფლობენ, თუმცა პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.


