შსს: დაკავებულია ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა
ალეკო ელისაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
„გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.
დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
04 ივნისი 2026, 11:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების და კეთილდღეობისა უზრუნველყოფა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნებთან
დღევანდელი ფორუმი იმართება რთულ საერთაშორისო გარემოში. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა. იზრდება გეოპოლიტიკური კონკურენცია, მძაფრდება კონფლიქტები, ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევები კი გავლენას ახდენს როგორც სახელმწიფოებზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
04 ივნისი 2026, 11:18
ეკონომიკა
ნათია თურნავამ სომხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სომხეთის ცენტრალური ბანკისა და „ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტის“ (RBWC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 11:16
საზოგადოება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდისთვის განსაზღვრული ვადა 5 ივნისს სრულდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეაახსენება, რომ 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პროცესი განსაზღვრული ვადების შესაბამისად აქტიურად გრძელდება.
04 ივნისი 2026, 11:14
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა: ესაა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესების დაცვა და სიმართლის სადარაჯოზე დგომა
„მოხარული ვარ, რომ თბილისის მერია კვლავ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომლის სახელწოდებაც „ამიერკავკასიის დაკავშირება მდგრადი მომავლისთვის“ ზუსტად უპასუხებს იმ გეოპოლიტიკურ და ეგზისტენციალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი რეგიონი და სრულიად მსოფლიო დგას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
04 ივნისი 2026, 11:14
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი რეგიონი უნდა გახდეს არა გეოპოლიტიკური დაპირისპირების პოლიგონი, არამედ სტაბილურობის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ცივილიზაციათა დიალოგის სამაგალითო სივრცე
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია კიდევ უფრო დაჩქარდა და საქართველო უმწვავესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ხუთჯერ აღკვეთა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების გარედან ორგანიზებული მცდელობა,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
04 ივნისი 2026, 11:10
თავდაცვა
დაჭრილი სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ
საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებაში - მარშირება რთულ რელიეფზე მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 11:10
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების რაოდენობის 27-დან 40-მდე გაზრდა შესთავაზა. გაფართოებაში საქართველოც მოიაზრება
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რაოდენობის 27-დან 40-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 11:08
საზოგადოება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
04 ივნისი 2026, 11:06
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. თქვენი დროშა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელს მსოფლიოში, მასზე 5 ჯვარია გამოსახული და, ვფიქრობ, ეს კარგად ასახავს თქვენს გრძელ და წარჩინებულ ისტორიას
მადლობას ვუხდი ელჩს თბილი წარდგენისთვის. მადლობას ასევე ვუხდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ამ საღამოზე დასასწრებად თბილისიდან ჩამოსვლისთვის. თქვენი აქ ყოფნა თვალსაჩინოა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ჩემთვის დიდი პატივია, ამ ღონისძიების ფარგლებში, ამ მშვენიერ დარბაზში მოგმართოთ, მოგილოცოთ ქართველ ხალხს ეს მორიგი ისტორიული თარიღი და ერთი-ორი სიტყვით ვისაუბრო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, როგორც ჩემი, ასევე აშშ-ის, პრეზიდენტი ტრამპისა და სახელმწიფო მდივანი რუბიოს სახელით- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
04 ივნისი 2026, 11:03
პოლიტიკა
თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონული ფორუმი იხსნება. LIVE
თბილისის მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე რეგიონული ფორუმი იხსნება. ორი დღის განმავლობაში განიხილავენ როგორც გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, ისე ეკონომიკურ საკითხებს. თბილისში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები. ღონისძიებას „ქრონიკა“ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.
04 ივნისი 2026, 11:02
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ: ვიმედოვნებ, რომ ჩემი დღევანდელი დასწრება ძლიერ გზავნილად აღიქმება, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებულები ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაში
აშშ არასოდეს გადაუხვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ერთგულებას და გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში, ქვეყნის განმტკიცების პროცესში, სამომავლო კეთილდღეობისკენ, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
04 ივნისი 2026, 11:02
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ: ვფიქრობ, მშვენიერი შესაძლებლობაა, დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. ძალიან დაინტერესებულები ვართ საქართველოთი და დადებითი მოლოდინით ველი თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობის გაგრძელებას
ძალზედ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ადმინისტრაციაში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული, რიგ შემთხვევაში წლების განმავლობაში გაყინული, ურთიერთობების გადახედვის თავისუფლება მოგვცა. ვთვლი, რომ ამაში ფასეული შესაძლებლობებია და, ვფიქრობ, საქართველო სწორედ ამ რიგშია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
04 ივნისი 2026, 10:48
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოზე: სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ვისურვებდი. ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. ამრიგად, როდესაც ვესწრები, ეს არის სიმბოლო ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები
გულწრფელად გეტყვით, ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
04 ივნისი 2026, 10:43
ტექნოლოგიები
„ეცის ყინულის კაცის“ სხეულში სიცოცხლის ფორმები აღმოაჩინეს
მუმია, რომელსაც ეცი დაარქვეს, გერმანელმა ტურისტებმა 1991 წლის სექტემბერში, იტალიის ალპებში, მყინვარში აღმოაჩინეს. სოკოების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ის ფენოლის შემცველი ხსნარით დაამუშავეს. შემდეგ მაცივარში ინახავდნენ, –6 °C ტემპერატურასა და 99%-იან ფარდობით ტენიანობაზე. ეს აუცილებელია მიკროორგანიზმების ზრდის აღსაკვეთად.
04 ივნისი 2026, 10:41
სამართალი
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის წევრებთან - ზვიად შალამბერიძესა და იოსებ ჯორბენაძესთან ერთად, იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მაურიციო გასპარის შეხვდა.
04 ივნისი 2026, 10:39
ტაბლოიდი
ტაივანში BTS-ის ფანებმა ბილეთებისთვის ილოცეს
კეი-პოპ ჯგუფის თაყვანისმცემლები ტაიბეიში მდებარე ბანგკა ლუნშანის ტაძარს ესტუმრნენ. მათ თან მიიტანეს იასამნისფერ შეფუთვაში მოთავსებული ტკბილეული, BTS-ის ატრიბუტიკა, კონცერტის დასაჯდომი ადგილების რუკები და სურვილების სიები. იასამნისფერი ფერი მყარად ასოცირდება BTS-თან და მის ფანებთან.
04 ივნისი 2026, 10:32
მსოფლიო
Gallup-ის გამოკითხვა: აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა შემცირდა
ორგანიზაცია Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ბოლო წლებში ამერიკელთა მხარდაჭერა ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 10:28
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
04 ივნისი 2026, 10:26
სამართალი
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 10:21
ტაბლოიდი
პელეს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაისური აუქციონზე გაიყიდება
მაისური პელეს კოლექციიდან აუქციონზე ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ნივთი უნდა გახდეს. მას ასევე შეუძლია მოხსნას ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო მაისურის რეკორდი, რომელიც დიეგო მარადონას ეკუთვნის - მისი მაისური 2022 წელს 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა.


