16 მარტი 2026, 18:03 / სანდო წყარო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 6 მილიონ ლარამდე ქონება ჩამოერთვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკუტატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული საჯარო სამსახურში მაღალ, მათ შორის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, სისტემატურად იყენებდა თანამდებობას ან/და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობას, რითაც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად კორუფციულ ქმედებებს ჩადიოდა. იგი იყენებდა თანამდებობრივ გავლენებს, სანაცნობო წრეს, გამოცდილებას და უკანონოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებდა ენერგეტიკის სფეროში მის მიერ დაფუძნებული და მმართველობის ქვეშ არსებული ენერგოკომპანიებისთვის (ჰესები) არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად, რომლებშიც ასევე ფლობდა წილებს, რომლებსაც ფორმალურად, ნდობით აღჭურვილ პირებზე აფორმებდა.

დადგინდა, რომ მსჯავრდებული მფარველობდა შპს „ჯეოკრაფტს“ და მიუხედავად იმისა, რომ კოპანიაში ოფიციალურად წილი არ გააჩნდა, რეალურად მის მართვაში მონაწილეობდა. დაეხმარა აღნიშნული კომპანიის მეწილეებს, მათი კუთვნილი მეორე კომპანიის 4 224 000 აშშ დოლარად გასხვისების საკითხში, რის სანაცვლოდ ჯამში 400 000 აშშ დოლარი უკანონოდ მიიღო.

ასევე, მსჯავრდებულმა სხვა პირთან ერთად დააარსა შპს „მცირე“, დამფუძნებლებად და დირექტორად ფორმალურად ნათესავზე გააფორმა თუმცა, წილს რეალურად თვითონ ფლობდა, ღებულობდა შემოსავალს და კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობდა. ასევე მან მოიძია შპს „ეიჩ პი პი ინვესტი“, რომელსაც კომპანია 580 000 აშშ დოლარად მიყიდეს, რითაც არალეგალური შემოსავალი მიიღო.

2020 წელს, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად მუშაობის პერიოდში, მსჯავრდებულმა სხვა პირებთან ერთად 120 000 აშშ დოლარად შეიძინა შპს „მომავლის ენერგია“. კომპანიაში არსებული მისი კუთვნილი წილი ფორმალურად ნათესავზე გააფორმა, თუმცა, რეალურად წილს თავად ფლობდა და კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მსჯავრდებულმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და შპს „მომავლის ენერგიისთვის“ გამორჩენის მისაღებად, უზრუნველყო კომპანიისთვის სხვადასხვა ნებართვების აღება, რითაც კომპანიის ღირებულება გაიზარდა.

2019 წელს, შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორად მუშაობის პერიოდში, შემოსავლის მიღების მიზნით, მსჯავრდებულმა სხვა პირთან ერთად 20 801 აშშ დოლარად შპს „ნახიდური ჰესი“ შეიძინა. თავისი წილი ნათესავის სახელზე გააფორმა, თუმცა რეალურად კომპანიის მართვაში თვითონ მონაწილეობდა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გამორჩენის მიღების მიზნით, კომპანიისთვის სხვადასხვა ნებართვების აღება უზრუნველყო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ასევე დადგინდა, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას, მსჯავრდებულმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიიღო ერთპიროვნული არასამართლიანი გადაწყვეტილება და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „მაიჯიპიეს“, იმ მოტივით, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა, პროდუქციის უკან წაღება დაავალა. თუმცა სასამართლომ მხარეთა მორიგების გზით, კომპანიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც შპს „თბილსერვის ჯგუფს“ 114 658,08 ლარის ზიანი მიადგა.

თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებული 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

ზემოაღნიშნული დანაშაულების და კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას ვერ დაასაბუთებდა, მსჯავრდებულმა ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შემდეგი ქმედებები განახორციელა:
2023 წელს რომეო მიქაუტაძის ოჯახმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 660 000 ევროდ 120 კვ.მ. ბინა შეიძინა, რომლის შესაძენად თანხის ნაწილი, 599 955 ევრო მსჯავრდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხა. აღნიშნული თანხა, მსჯავრდებულის მეუღლემ თავის ანგარიშზე ნაღდი ფულის სახით შეიტანა.
ვინაიდან 660 000 ევროს ლეგალური გზით წარმომავლობა მსჯავრდებულს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის ნამდვილი ბუნების დამალვა/ შენიღბვის მიზნით, დამზადდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოსდა მსჯავრდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული სოფელ წეროვანში მდებარე უძრავი ქონება 600 000 ევროდ მსჯავრდებულის მეგობრის დედამ შეიძინა. რეალურად კი მსჯავრდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა იყო. 660 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, მსჯავრდებულმა 2024 წლის აპრილში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში აჩვენა, რომ თითქოს აღნიშნული შემოსავალი მისმა ოჯახმა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიიღო.
ასევე მსჯავრდებულმა კორუფციული საქმიანობის და სხვა სავარაუდო უკანონო ქმედებების შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, 966 458 ლარად ორი ავტომანქანა შეიძინა, რომელიც ნდობით აღჭურვილ პირებზე ფორმალურად გააფორმა.
ზემოხსენებული მეთოდებით მსჯავრდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის - 8 499 334 ლარის ლეგალიზაცია განახორციელა.

რომეო მიქაუტაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (3 ეპიზოდი) (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 337-ე მუხლით (4 ეპიზოდი) (სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა), 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ექვს მილიონ ლარამდე ქონება ჩამოერთვა, მათ შორის ესპანეთში მდებარე უძრავი ქონება.

ყველა სიახლე

02 მაისი 2026, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 მაისს საქართველოში

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

02 მაისი 2026, 08:31

მსოფლიო

Financial Times: აშშ ევროპელ მოკავშირეებს შეიარაღების მიწოდების შეფერხების შესახებ აფრთხილებს

ვაშინგტონმა ევროპელ მოკავშირეებს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის ჩათვლით ამერიკული შეიარაღების მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ აცნობა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 მაისი 2026, 08:00

პოლიტიკა

სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასები, საპარლამენტო კომისიის სამთვიანი მუშაობის შედეგი, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ბაზარზე ფასების რეგულირებას - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერში“ დებატები გაიმართება

სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასები - როგორ ფორმირდება, რა ახდენს გავლენას და არსებობს თუ არა პროდუქციის გაიაფების რესურსი. გეოპოლიტიკური ფაქტორები და ცვლილებები სამომხმარებლო ბაზარზე. როგორ მოქმედებს საერთაშორისო ტენდენციები პროდუქტის ფასზე საქართველოში.

02 მაისი 2026, 01:39

მსოფლიო

Reuters: პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს

პენტაგონმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პეტერ მადიარი

02 მაისი 2026, 00:03

მსოფლიო

პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის დანიშვნის შესახებ

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის, მარტონ მელეთეი-ბარნას დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

01 მაისი 2026, 23:46

საზოგადოება

საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, ცდილობენ, დაპირისპირება დათესონ

„ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ“.

თორნიკე ფაღავა

01 მაისი 2026, 23:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ალიანსის“ წევრებმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ ფიზიკურად დაარბიეს ტელეკომპანია ,,იმედი“ და შემდეგ სრულად გაანადგურეს მედიაპლურალიზმი საქართველოში

„სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია ,,იმედის“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას...“, - წერს ფაღავა.

01 მაისი 2026, 22:49

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 22:37

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს.

01 მაისი 2026, 22:10

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2026-ის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გივი მიქანაძე

01 მაისი 2026, 22:05

საზოგადოება

გივი მიქანაძე: რუსთავი უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული

„სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება თავის სტარტს იღებს სწორედ ქალაქ რუსთავში, ქალაქში, რომელშიც ახალგაზრდული ქალაქია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უმაღლესი განათლების მიმართულებით, რუსთავი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, რამე თუ საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის რუსთავთან სიახლოვეში აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული“.

01 მაისი 2026, 22:00

რეგიონი

ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით დაბა ხულოს ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და მოწვეული სტუმრები. მათ შეკრებილ საზოგადოებას ბიბლიოთეკარის დღე მიულოცეს, ხაზი გაუსვეს ბიბლიოთეკების მნიშვნელოვან როლს განათლების, კულტურისა და საზოგადოების განვითარების პროცესში და მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მრავალწლიანი ერთგული შრომისთვის.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 21:43

მსოფლიო

ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი უკრაინის სამხედრო დახმარების პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა და მას „სულელი“ უწოდა.

01 მაისი 2026, 21:36

მსოფლიო

POLITICO: ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია

ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია, - წერს გამოცემა POLITICO.

01 მაისი 2026, 21:31

საზოგადოება

საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.

01 მაისი 2026, 21:27

რეგიონი

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა

ფორუმის გახსნის ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

01 მაისი 2026, 21:25

საზოგადოება

სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე, მიღწეულ წარმატებასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს.

01 მაისი 2026, 21:19

საზოგადოება

საქართველოში უცხოელთა დასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი - კანონის აღსრულება დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის შრომის ინსპექციის სამსახური დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს იწყებენ. საქმე ეხება იმ კანონის აღსრულებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად, ტაქსის მძღოლებად და მიტანის სერვისის კურიერებად მუშაობა ეკრძალებათ.

01 მაისი 2026, 21:08

ეკონომიკა

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ წლიური შედეგები შეაჯამა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზენტაციაზე იმსჯელეს ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით გატარებული რეორგანიზაციის შედეგებსა და საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ასევე, კომპანიის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე.

01 მაისი 2026, 21:02

მსოფლიო

აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აზერბაიჯანის გაღიზიანება დოკუმენტში ყარაბაღის შესახებ შეტანილმა ჩანაწერმა გამოიწვია. შედეგმაც არ დააყოვნა - ბაქომ ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.