imedi /  06 იანვარი 2018, 21:20 / სანდო წყარო

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

დეა გოშხეთელიანი

დეა გოშხეთელიანი

გრიგოლ ბაკურაძე, რომლისთვისაც ბრალდებამ ოჯახური ძალადობის გამო პატიმრობა მოითხოვა, ქუთაისის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა. მას 22 წლის დეა გოშხეთელიანი ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე თავს 3 იანვარს დაესხა და მას და მამამისს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩემი ყოფილი მეუღლე ჩემზე ძალადობს. მას აქვს იარაღის რამდენიმე სახეობა, მათ შორის ავტომატი და მოვითხოვ მის დასჯას კანონის სრული ძალით, რათა მე და ჩემმა შვილმა შიშის გარეშე ცხოვრება შევძლოთ“, - აცხადებს გოშხეთელიანი.

შსს-ს ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებული 3 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ასევე, უწყების ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ყველა სიახლე

18 აპრილი 2026, 10:14

რეგიონი

სულხან თამაზაშვილი ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

მთავრობის თავმჯდომარე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

18 აპრილი 2026, 10:12

სამართალი

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს.

18 აპრილი 2026, 10:11

მსოფლიო

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით მოხსნა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსულ ნავთობზე მოხსნილი სანქციების მოქმედების რეჟიმი 16 მაისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილი ნიკოლას კენტი გივი მიქანაძე

18 აპრილი 2026, 10:00

საზოგადოება

აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილე, ნიკოლას კენტი გივი მიქანაძესთან შეხვედრას პლატფორმა X-ზე ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების განათლების მდივნის მოადგილე, ნიკოლას კენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

18 აპრილი 2026, 09:52

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.

ნიკოლას კენტი გივი მიქანაძე

18 აპრილი 2026, 09:46

საზოგადოება

გივი მიქანაძე აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილეს, ნიკოლას კენტს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების მდივნის მოადგილე ნიკოლას კენტთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

18 აპრილი 2026, 09:25

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

18 აპრილი 2026, 08:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას მოუთმენლად ველი - ბევრი რამ იქნება მიღწეული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრას.

18 აპრილი 2026, 08:00

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2026, 02:55

მსოფლიო

ტრამპი: მე მშვიდობისმყოფელი ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფენიქსში გამართულ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე ისაუბრა და საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელი“ უწოდა.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2026, 02:45

მსოფლიო

ტრამპი: ნატოს ვუთხარი, როცა დაგვჭირდით, აბსოლუტურად უსარგებლოები იყავით - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი არასოდეს გვჭირდებოდა რეალურად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების დეესკალაციასთან დაკავშირებით ნატოს როლი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დახმარება მხოლოდ მაშინ შესთავაზა, როდესაც კრიზისი პრაქტიკულად ამოიწურა.

18 აპრილი 2026, 01:20

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა კვლავ შეზღუდულია

ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კვლავ შეზღუდავს იმ გემების რაოდენობას, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის უფლება აქვთ და გააგრძელებს მოსაკრებლის დაკისრებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 23:51

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა პაკისტანში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი შესაძლოა პაკისტანში გაემგზავროს, თუ ირანში ომის დასასრულებლად შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება.

17 აპრილი 2026, 23:45

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანის გამდიდრებული ურანი არსად გადატანას არ ექვემდებარება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი „არსად“ არ გადაიგზავნება. ამით უწყებამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადრეული განცხადება იმის შესახებ, რომ ისლამური რესპუბლიკა მისი გადაცემაზე დათანხმდა.

17 აპრილი 2026, 23:11

საზოგადოება

ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

17 აპრილი 2026, 22:24

მსოფლიო

CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანტონიუ გუტერეში

17 აპრილი 2026, 22:09

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

აკიფ ჩაღათაი კილიჩი

17 აპრილი 2026, 22:02

პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს

„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 21:38

მსოფლიო

ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 21:37

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა

„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.