4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე დანაშაულს აღიარებენ
ფოტო: ვიდეოკადრი/არქივი
ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე - ესენი არიან ის პირები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული აღიარეს.
როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდებათ.
„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დღევანდელ დღეს დასრულდა როგორც სახელმწიფო ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და სხდომა გადაიდო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე. გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში, სადაც პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, სახელმწიფო ბრალდებას განცხადებით მომართა ხუთმა პირმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული განცხადების მიხედვით, ხუთივე ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მსგავსი პოზიცია მათ დააფიქსირეს სასამართლო სხდომაზეც.
გარდა ამისა, უშუალოდ პროცესის დაწყებამდე დამატებით კიდევ ორმა ბრალდებულმა წარმოადგინა განცხადება საპროცესო შეთანხმების თაობაზე, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული აღიარებს და ინანიებს.
სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან სხდომის დარბაზიდან.
საპროცესო შეთანხმება ფორმდება სამი წლით პირობით მსჯავრზე.“- აღნიშნა პროკურორმა.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 14:40
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მერცის და მაკრონის რეიტინგის ვარდნაზე: ასე ემართება ყველას ვინც ირჩევს ემსახუროს არა ხალხს, არამედ კონკრეტულ ჯგუფებს
ასე ემართება ყველას ვინც ირჩევს ემსახუროს არა ხალხს, არამედ კონკრეტულ ჯგუფებს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მაკრონის და მერცის რეიტინგის ვარდნაზე.
14 სექტემბერი 2026, 14:38
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსის იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა
HELP-ის კურსი „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ ყოვლისმომცველი სასწავლო კურსია, რომლის მიზანია იურიდიული და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების ცოდნის გაღრმავება, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების მქონე პირებთან მიმართებით მოქმედი ადამიანის უფლებების სტანდარტების შესახებ.
14 სექტემბერი 2026, 14:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, ამას უკავშირდებოდა ასევე სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო მაგალითად, აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბატონი ბარამიძის ეს გაუმართლებელი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება
ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
14 სექტემბერი 2026, 14:26
საზოგადოება
შპს „თბილისი მოლი“ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე (წინამძღვრიშვილის ქ. №135), არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, იწყება მასშტაბური, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
14 სექტემბერი 2026, 14:24
პოლიტიკა
პრემიერი: ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დღეს საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
14 სექტემბერი 2026, 14:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით - მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ასევე, შემოსავლების სამსახური, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და მისი პოზიცია გავიზიარეთ
ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
14 სექტემბერი 2026, 14:17
მსოფლიო
კაია კალასი: უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, კერძოდ - უკრაინის დაქვემდებარებას
„კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? მიმაჩნია, რომ ჩვენ საპირისპიროდ უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, კერძოდ - უკრაინის დაქვემდებარებას. და, როგორც უკვე არაერთხელ აღმინიშნავს, ეს არ არის მათი საბოლოო მიზანი, ამიტომ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე“, - განაცხადა კალაძემ.
14 სექტემბერი 2026, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს შსს-ს გუნდს, გეკა გელაძეს მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ
გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
14 სექტემბერი 2026, 14:13
პოლიტიკა
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს
გეკა გელაძემ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დღეს დატოვა. აღნიშნულ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
14 სექტემბერი 2026, 14:10
მსოფლიო
სიკორსკიმ ზელენსკი უკრაინის ჯარის ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სახელის მინიჭების გამო გააკრიტიკა
„პირადად მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება, სამხედრო ნაწილისთვის უკრაინის მეამბოხეთა არმიის პატივსაცემად სახელის მინიჭება, წარუმატებელი გადაწყვეტილებაა. „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ იდეოლოგია ეფუძნებოდა „ერთი ერის“ კონცეფციას - სახელმწიფოს ეროვნული უმცირესობების გარეშე“, - განაცხადა სიკორსკიმ.
14 სექტემბერი 2026, 14:04
სამართალი
პრემიერმა სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა
თამაზ ბორაშვილის ბიოგრაფია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდროდაა დაკავშირებული. წლების განმავლობაში ის სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2025 წლის 4 სექტემბრიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
14 სექტემბერი 2026, 14:02
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
14 სექტემბერი 2026, 13:47
მსოფლიო
მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ
„14 სექტემბერს, დილის 9 საათზე Coreper-ი ბრიუსელში შეიკრიბა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწია და შეთანხმდა, რომ კიდევ ერთ სხდომას მოგვიანებით ჩაატარებს. სხდომის დრო ჯერ არ განსაზღვრულა“, - წერს უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით.
14 სექტემბერი 2026, 13:26
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
14 სექტემბერი 2026, 13:21
საზოგადოება
ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
14 სექტემბერი 2026, 12:49
მსოფლიო
მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება
საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.
14 სექტემბერი 2026, 12:40
ეკონომიკა
2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 სექტემბერი 2026, 12:39
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.
14 სექტემბერი 2026, 12:31
ეკონომიკა
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება
„საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში, ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.


