imedi /  01 ნოემბერი 2018, 11:30 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე: უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი უნდა დაინერგოს

მამუკა ბახტაძე უსაფრთხოების კონფერენცია

მამუკა ბახტაძე

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე სიტყვით საქრთველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოვიდა. 

პრემიერის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნიკალური რეგიონული ფორუმია, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში თავს უყრის მაღალი რანგის სტუმრებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

ბახტაძის განცხადებით, ამ წლის ფორუმის საკითხები ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. პრემიერმინისტრის განცხადებით, დღეს თავდაცვის ხარჯებისთვის ქვეყნის მთიანი შიდა პროდუქტის 2%-ია გამოყოფილი და ასევე 20%-მდეა გაზრდილი ძირითად თავდაცვით შეიარაღებაზე.

პრემიერმა ნატოსთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობაზეც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ნატოსთან დაახლოება ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოსა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის.

"აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს მსოფლიო უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი, ჩვენი სამხედროების სამაგალითო სამსახურს, რამაც სახელი გაუთქვა ქართველ მეომრებს, როგორც უშიშარ და თავდადებულ ჯარისკაცებს. მსოფლიოში მშვიდობისათვის ბროლას, სამწუხაროდ, ქართველი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლეც ემსხვერპლა. პატივი მინდა მივაგო მათ ხსოვნას. ასევე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო საერთაშორისო მისიებში დაშავებულ ჩვენს სამხედროებს. 

დღეს, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ნატოს ჯარისკაცებთან ერთად 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ებრძვის ყველაზე დიდ გამოწვევას - საერთაშორისო ტერორიზმს, ხოლო ევროკავშირის ეგიდით ჩვენი სამხედროები იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე განხილული იქნება როგორც გლობალური, ისე საქართველოს უსაფრთხოების გარშემო არსებული ვითარება და ტენდენციები, კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის კონტექსტში.  რა თქმა უნდა, უნდა ვიმსჯელოთ რეგიონული უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რაც, პირველ რიგში,  გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას, ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას, ასევე ჰიბრიდული ზემოქმედების მექანიზმებსა და სხვა რისკებს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს ოკუპაციის თმას, როგორც ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას. 

"დღეს, სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლისთავზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  პირდაპირ  ვიტყვი, არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო, სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია, კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. 
რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ხოლო საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა, ჩვენ ავიღეთ ამავე დროს ძალის არგამოყენების პასუხისმგებლობა. 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ბახტაძემ დასძინა, რომ ამ გამოწვევებზე საქართველოს პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანიც, ბახტაძის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ახალი ეკოსისტემის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ; ასევე, საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება და ურთიერთობების აღდგენა. 

"ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება.

სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოს „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ პრინციპზე და შევაჯეროთ პოზიციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებს მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კონფერენცია შედგება ხუთი ინტერაქტიული სესიისგან. პირველი სესიის თემაა „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება,“ რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ გაუძღვება. მეორე სესიაზე განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები, ხოლო მესამეზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი უმასპინძლებს, მონაწილეები იმსჯელებენ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე. კონფერენციის მეოთხე სესიის თემაა: ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ბრიუსელის სამიტის შემდეგ. ამ სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ გაუძღვება. მეხუთე სესია გაიმართება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან პარტნიორობით და მასზე განიხილება „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივები.“

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 17:59

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 17:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება

ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 17:53

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია

ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 17:52

მსოფლიო

აშშ გეგმავს ირანულ თვითმფრინავებს დაშვების, საწვავით შევსებისა და ბილეთების გაყიდვის საშუალება აუკრძალოს

აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება ირანის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევას გააგრძელებს და შემდეგი ეტაპი იქნება აკრძალვის დაწესება ირანული ავიაკომპანიებისა და თვითმფრინავებისთვის დაშვებაზე, საწვავით შევსებასა და ბილეთების რეალიზაციაზე.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 17:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს

„იმისათვის, რომ ასეთ ძალადობას არ მიეცეს, თუნდაც პოტენციურად, სისტემური ხასიათი, სწორედ ამის გამო იყო საჭირო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა. სწორედ იმის გამო, რომ თავის დროზე, სახელმწიფო არ რეაგირებდა ასეთი ტიპის სამართალდარღვევებზე, ვხედავდით, რომ იზრდებოდა თვითნებობა წინა ხელისუფლების პირობებში. სწორედ იმისათვის არის აუცილებელი ასეთი მყისიერი რეაგირება, რომ სისტემური სახე არ მიიღოს ძალადობამ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

28 მაისი 2026, 17:43

საზოგადოება

ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

მარტა კოსი

28 მაისი 2026, 17:22

მსოფლიო

მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 17:18

რეგიონი

ბაკურიანში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ახალი საბავშვო ბაღი კი დასრულების ეტაპზეა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი დასკვნით ეტაპზეა.

28 მაისი 2026, 17:14

პოლიტიკა

გორის ინციდენტში დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდა: არ მჭირდება მე არც ოპოზიციის და არც არავის ჩარევა. აქ უნდა იმოქმედოს კანონმა. გუშინ ისეთი პიროვნებები შემოგვესივნენ გარშემო, რომ ვატყობ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სისტემა არაფერ შუაშია, სისტემური რატომაა? იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება

ყველამ დაინახა რაც მოხდა იმ კადრებში. იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და დასასჯელი დაისჯება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გორის ინციდენტში დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდამ.

28 მაისი 2026, 17:02

საზოგადოება

უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:59

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი კუბაზე ზეწოლას აძლიერებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე ზაფხულს კუბის რეჟიმის კრახისთვის ემზადება და უკვე ჩაატარა სამხედრო წვრთნები, რათა შეემუშავებინა ახალი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ კუნძულოვანი სახელმწიფო ქაოსში აღმოჩნდება. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:51

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა“ და ,,ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:49

რეგიონი

წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წალკა, შარტავას 1 ა) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.

ალექსანდრე დარახველიძე

28 მაისი 2026, 16:40

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხის აგონ კანონის წინაშე, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 16:38

მსოფლიო

შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

შვეიცარიის ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:29

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.

28 მაისი 2026, 16:24

მსოფლიო

შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის 16 გამანადგურებელს გადასცემს

შვედეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს Gripen-ის ტიპის 16 ერთეულ გამანადგურებელს გადასცემს და კიდევ 20 ერთეული უახლესი Gripen E-ტიპის თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

28 მაისი 2026, 16:16

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება

მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.

ეკა სეფაშვილი

28 მაისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.

28 მაისი 2026, 16:09

საზოგადოება

1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.