imedi /  13 თებერვალი 2019, 15:47 / სანდო წყარო

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 21 წლის ზაურ კაკულავა სამართალდამცველებმა ნეაპოლში დააპატიმრეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ორ პირთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდა, პოლიციის ყურადღება მიიქცია. სამართალდამცველების მიახლოებისთანავე მამაკაცი გაქცევას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის შედეგად მას ცეცხლსასროლი იარაღი და 25 ვაზნა აღმოაჩნდა. საქართველოს მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ყველა სიახლე

გიორგი სოსიაშვილი

21 მარტი 2026, 19:16

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი: სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით. მისი უწმინდესობა არამხოლოდ ჩვენს სამშობლოს დააკლდა, არამედ მთელ მსოფლიოს

სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.

21 მარტი 2026, 19:05

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. მათივე ცნობით, ადგილზე მყოფი ექიმები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დაუყოვნებლივ გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

21 მარტი 2026, 18:57

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: მივესალმები აზერბაიჯანელებს, იეზიდებს, რომლებმაც საკუთარი ბაირამები დათმეს იმის გამო, რომ დღეს სრულიად საქართველო პატრიარქის გარდაცვალებაზე წუხს

ამ დღეებში ორმაგი გრძნობა გვეუფლება: წუხილის, სევდისა და ამავდროულად დიდი სიხარულისა და სიამაყის შეგრძნების, რომ ამ წუთისოფელში ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა, - განაცხადა სამრავლოს საძმოს ევაგრიონის წევრმა დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

21 მარტი 2026, 18:52

საზოგადოება

ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარი მოქალაქეები თბილისის მერიის თანამშრომლებს პატრიარქის პანაშვიდზე მიმავალი მოქალაქეებისთვის სასმელი წლის დარიგებაში ეხმარებიან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდზე მიმავალ მოქალაქეებს, თბილისის მერიის ორგანიზებით, სასმელი წყალი ურიგდებათ.

თამარ ჩიბურდანიძე

21 მარტი 2026, 18:41

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ. არ ველით თქვენგან დიდსულოვნებას, რომ თუნდაც ამ დღეებში ბოდიშს მოუხდით მის უკვდავ სულს

„უწმინდესმა ჯერ თავისი სიცოცხლით და ახლა უკვე გარდაცვალებით, სრულად გაანადგურა ქართული რწმენისა და იდენტობის მტერი. დღეიდან ახალი ეპოქა იწყება - უწმინდესის დანატოვრის გაფრთხილების და ამისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მის სიცოცხლეში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მამა გიორგი(ვაშალომიძე)

21 მარტი 2026, 18:31

საზოგადოება

მამა გიორგი(ვაშალომიძე): ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, ეს გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი. ერი და ბერი დღეს ჭირისუფალია

ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, ეს გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა მამა გიორგიმ(ვაშალომიძე).

21 მარტი 2026, 18:28

საზოგადოება

ჯაბა სამუშია პატრიარქზე: მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა

მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა, - განაცხადა გადაცემაში “დღის ქრონიკა” თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ. ისტორიკოსმა გაიხსენა, რა მდგომარეობა იყო ეკლესიაში მაშინ, რომ პატრიარქი ილია მეორე გახდა.

თინათინ რუხაძე

21 მარტი 2026, 18:18

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და ერთიანობით მოდიან ადამიანები

რეგიონებიდან ყველას უნდოდა ჩამოსვლა პატრიარქის პანაშვიდზე და სამთავრობო გუნდით, ერთობლივად - ამ კომისიით დაიგეგმა და სახელმწიფომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელი შეუწყო, რომ ჩამოსულიყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე თბილისში ჩამოსვლის მსურველთა შესახებ საუბრისას.

21 მარტი 2026, 18:15

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: პატრიარქი ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომელიც უკვე ფასდაუდებელია

ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვქონდა საშუალება, მასთან შეხება გვქონოდა. 50 წელი განებივრებული ვიყავით იმით, რომ ის ჩვენი ქვეყნის პატრიარქი და მღვდელმთავარი იყო. ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომლებიც უკვე ფასდაუდებელია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.

21 მარტი 2026, 17:45

პოლიტიკა

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი, ხვალ წირვის შემდეგ, სიონის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით დაიძვრება

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი, ხვალ წირვის შემდეგ, 12 საათზე სიონის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით დაიძვრება. ეს გადაწყვეტილება მრევლს მამა შალვა კეკელიამ გააცნო. “ასე გადავწყვიტე, რომ აქ ჩავატარებ წირვას, თქვენთან ერთად ვიქნები და 12 საათზე აქედან მსვლელობით დავიძვრებით სიონისკენ. მთელი საქართველო ჩამოვა, მე თქვენთან ერთად ვიქნები. წირვა, რომ დასრულდება წავიდეთ, სადაც მოგვიხდება დადგომა იქ გავჩერდეთ, მაინცდამიანც სიონში ან სამებაში თუ არ ვიქნებით მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ვიქნებით იქ, სადაც დგომა მოგვიწევს, იქ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული მთელი არსებით. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მწარეც და ძალიან დიდებულიც”, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა

21 მარტი 2026, 17:32

საზოგადოება

მეუფე საბა: აღმოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებმაც თქვეს, სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა, „უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავა“ - რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც დღეს ვხედავთ

მეუფე საბამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც მძიმე წუთებში ნიშნის მოგებით საუბრობენ. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა გულისტკივილი გამოთქვა იმ სასულიერო პირებისა თუ ეკლესიას განდგომილი ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ილია მეორემ არ შეასრულა პირობა, რომ „არ წავიდოდა, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდებოდა“.

ადამ შამუთაძე

21 მარტი 2026, 17:22

საზოგადოება

დასავლეთ საქართველოს მუფთი: გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას ილია მეორის გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს

„გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი ღვაწლი რელიგიათაშორისი მშვიდობის, ურთიერთობის პატივის საქმეში არის უმნიშვნელოვანესი. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს“, - განაცხადა ადამ შამუთაძემ.

21 მარტი 2026, 17:22

საზოგადოება

მანანა კობახიძე: პატივი მივაგეთ უწმინდესს. მან დაგვიტოვა უდიდესი სიყვარული, უდიდესი რწმენა, ნუგეში და ასე სიყვარულით ვაცილებთ ჩვენ, მადლიერი ქართველი ხალხი

ძალიან მძიმეა, ძალიან დიდი ტკივილია სრულიად საქართველოსთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ზაზა ვაშაყმაძე

21 მარტი 2026, 17:21

საზოგადოება

საქართველოს პატრიარქის ხსოვნას პატივი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა მიაგეს

დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

21 მარტი 2026, 17:17

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს და კათოლიკური ეკლესიის სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამძიმარი გამოუცხადეს. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი; ასევე, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

სარა მალალი

21 მარტი 2026, 16:48

საზოგადოება

კენტერბერის არქიეპისკოპოსი: დაკრძალვის წინა დღეს, გულისტკივილით ვიხსენებთ მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას კენტერბერის არქიეპისკოპოსი, სარა მალალი გამოეხმაურა. როგორც არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, ის ლოცვით გამოხატავს თანადგომას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და მრევლის, ასევე ქართველი ხალხის მიმართ.

21 მარტი 2026, 16:43

საზოგადოება

შსს: ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.

21 მარტი 2026, 16:39

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, დუბაის საამიროს მმართველის მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის სამძიმრის წერილი მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმი უსამძიმრებს ქართველ ხალხს.

21 მარტი 2026, 16:37

საზოგადოება

საპატრიარქო: გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია

„ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

21 მარტი 2026, 16:30

საზოგადოება

საპატრიარქო: მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა 22 მარტს, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას

„ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისდაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდანგამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას, დილის 8:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით“