გალის შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილო როგავები კვლავ აქციებით იმუქრებიან
კახა ქემოკლიძე და როგავების ოჯახი
ფოტო: ლევან სულაშვილი
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე რამდენიმე კვირის წინ დაკავებული მამა-შვილი როგავების გათავისუფლებაზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასა და საზღვრისპირა სოფლებში მიწების დამუშავების დროს მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
მიღწეულია კონკრეტული შედეგიც დრანდის ციხეში მყოფ პატიმარ გიორგი ლუკავასთან დაკავშირებით. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, გიორგი ლუკავას მეუღლეს შესაძლებლობა ეძლევა, გადავიდეს აფხაზეთში და მისი მეუღლე მოინახულოს.
როგავების ოჯახი მიწოდებული ინფორმაციით უკმაყოფილოა. როგორც ისინი ამბობენ. როგავების გათავისუფლების საკითხი ჯერჯერობით არ დგას. თუმცა შეიძლება არჩილ როგავა გაათავისუფლონ, პაატა როგავას კი პატიმრობაში დატოვებენ, რადგან მას საზღვრის გადაკვეთის გარდა რუსი სამხედროს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ედავებიან. როგავების ოჯახი ხვალიდან ენგურის ხიდზე კვლავ აქციების დაწყებას გეგმავს.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, 5 აპრილს, მდინარე ენგურზე სათევზაოდ მყოფი მამა-შვილი როგავები ე.წ. მესაზღვრეებმა დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მდინარის გაღმა ნაპირზე გადასვლისას დააკავეს. როგავების ოჯახმა ენგურის ხიდთან უკვე რამდენიმე აქცია გამართა.
რაც შეეხება გიორგი ლუკავას, ის გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დააკავეს. სეპარატისტები და ოკუპანტები ლუკავას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევენ და 1994 წელს სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებენ, რომლებიც მოგვიანებით ზუგდიდის რაიონში დაიღუპნენ, ასევე - გუდაუთაში მკვლელობებშიც. მას 25 წელი მიუსაჯეს, შემდეგ 20 წლამდე შეუმცირეს, 2015 წლის დეკემბერში კი, ციხის ბუნტში მონაწილეობისთვის უვადო პატიმრობა შეუფარდეს. 2016 წლის მარტში ტყვეთა გაცვლისას ლუკავა ბოლო მომენტში საკანში მიაბრუნეს. მისი გათავისუფლება 2017 წლის იანვრის ბოლოსაც ჩაიშალა. ეს ლუკავას მეორე ტყვეობაა. პირველი 3-წლიანი პატიმრობა 1999 წელს დასრულდა, ტყვეთა გაცვლით.
გალში მორიგი შეხვედრა 31 მაისს გაიმართება.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 21:10
პოლიტიკა
2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარი მძიმე ფაქტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს წინააღმდეგ 93%-ით შემცირებული საქმეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.
05 ივნისი 2026, 21:03
პოლიტიკა
სამთვიანი ყოველდღიური კონფლიქტი, შეურაცხყოფა და ღია დაპირისპირება - რას საქმიანობს ოპოზიციის ალიანსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სააკაშვილი აკრიტიკებს ალიანსს, ალიანსი თავს ესხმის სააკაშვილს, სააკაშვილის პარტია კი ცდილობს თავისი ლიდერი დაიცვას. მძიმეა ლექსიკაც, სცენარი კი ალიანსის შექმნის მომენტიდან, ანუ 96-ე დღეა არ იცვლება.
05 ივნისი 2026, 20:55
მსოფლიო
პუტინი: ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, აზრი მხოლოდ უკრაინული მხარისთვის არსებობს - შეაჩეროს ჩვენი შეიარაღებული ძალების შეტევა, სულ ეს არის
რუსეთის პრეზიდენტმა, ვკადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაში „ჯერჯერობით აზრს ვერ ხედავს“.
05 ივნისი 2026, 20:53
ეკონომიკა
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა - რა საკითხები განიხილეს დისკუსიებსა და თემატურ სესიებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულმა ფორუმმა მუშაობა დაასრულა. მას ოცი ქვეყნის ათასამდე სტუმარი, დიპლომატები და ექსპერტები დაესწრნენ.
05 ივნისი 2026, 20:46
მსოფლიო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რეზოლუციას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე ქვეყნების რაოდენობა რეკორდულად მცირე, 8 იყო. დოკუმენტი საქართველოსთან ერთად 68-ა ქვეყანამ დააინიცირა.
05 ივნისი 2026, 20:42
მსოფლიო
ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება
ევროკომისია მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას ვლადიმირ პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
05 ივნისი 2026, 20:39
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში - სტარტაპერების შეკრება გენერალურ საკონსულოში და ქალაქის მერის მიმართვა. „ქრონიკა” აშშ-დან
საქართველოს ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში. სივრცე ქართულ სტარტაპებს ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება და ყოველდღიურობას გაუმარტივებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ სამუშაო ოფისიც ჰქონდეთ.
05 ივნისი 2026, 20:34
სამართალი
პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა კიდევ 8 ბრალდებულმა აღიარა - სახელმწიფო ბრალდება სინანულის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებისთვის მზად არის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო ბრალდება მზად არის, სინანულის შემთხვევაში სხვა დაკავებულებთანაც ამ შეთავაზებამდე მივიდეს. 4 ოქტომბერს ძალადობა ამ დრომდე 15-მა ბრალდებულმა ადაადასტურა. მათი გადაწყვეტილებით ოპოზიცია უკმაყოფილებას ვერ მალავს.
05 ივნისი 2026, 20:23
პოლიტიკა
ამოღებული ე.წ. მაინერები და გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში - ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების აღსაკვეთად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მესტიიდან ე.წ. მაინერები კიდევ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებები ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების აღსაკვეთად გრძელდება. არალეგალური ბიზნესსაქმიანობისთვის დენის ჭარბად მოხმარება, წლებია მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.
05 ივნისი 2026, 20:19
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების დისკრედიტაციის მცდელობა - ოპოზიციის მომხრეთა სპეკულაციის სამიზნე ამჯერად სამების ტაძრის აშენებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ და როგორ ცდილობს იმ წვლილის დაკნინებას, რომელიც საზოგადოებისთვის წლებია ცნობილია, თუმცა არა თავად ქველმოქმედისგან - ვრცლად „ქრონიკის“ სიუჟეტში
05 ივნისი 2026, 20:15
პოლიტიკა
დისკუსია ახალგაზრდებთან - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მეცხრე შეხვედრა რაჭაში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროცესში ჩართულია ცოტნე ივანიშვილი. მმართველი პარტია ახალგაზრდების ხედვებით და სამომავლო გეგმებით არის დაინტერესებული, ისევე, როგორც რეგიონების პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებით მოსახლეობის და მათ შორის, ახალგაზრდების სასარგებლოდ.
05 ივნისი 2026, 20:04
მსოფლიო
„იმუშავეთ, ძმებო“ - პუტინმა ზელენსკის წერილის საპასუხოდ რუს სამხედროებს მიმართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე ვოლოდიმირ ზელენსკის წერილს საბრძოლო შეხების ხაზზე მყოფი რუსი სამხედროებისადმი მიმართვით უპასუხა.
05 ივნისი 2026, 19:52
მსოფლიო
პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა „წყლის ნაყვის“ წინააღმდეგია.
05 ივნისი 2026, 19:37
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: 2026 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.0 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
2026 წლის მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 531.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 7.0 მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის ე.წ ARA მეტრიკის მინიმალურ დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით 114.8% შეადგენს.
05 ივნისი 2026, 19:28
ეკონომიკა
თორნიკე ფაღავა: ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი შეაქვს ევროპის დაკავშირებადობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მედეგობაში. საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა
ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და იმ მომავლის განხილვა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, საზოგადოებებსა და მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რეგიონიდან ვართ, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ფასეულობები და ძლიერი, მშვიდობიანი და აყვავებული ევროპის ერთიანი ხედვა- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაზე (COSAP) სიტყვით გამოსვლისას.
05 ივნისი 2026, 19:23
საზოგადოება
პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდნენ
პროექტი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
05 ივნისი 2026, 19:15
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
05 ივნისი 2026, 18:52
მსოფლიო
აზერბაიჯანმა უარყო CNN-ის რეპორტაჟი, რომლის მტკიცებითაც, მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა და რომ ქვეყანაში ისრაელის ძალები იყვნენ განლაგებულნი
აზერბაიჯანმა პარასკევს უარყო CNN-ის რეპორტაჟი, რომლის მტკიცებითაც, მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა და რომ ქვეყანაში ისრაელის ძალები იყვნენ განლაგებულნი.
05 ივნისი 2026, 18:33
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტი: ირანი ლიბანს აშშ-თან მოლაპარაკებებში გასაცვლელ მონეტად იყენებს - ეს მიუღებელია
ლიბანის პრეზიდენტი, ჟოზეფ აუნი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ირანი ლიბანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში „გასაცვლელ მონეტად“ იყენებს.
05 ივნისი 2026, 18:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას
დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას და ამის გამოვლინება არის მრავალნაირი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.


