imedi /  16 მაისი 2017, 14:40 / სანდო წყარო

პრეზიდენტის შვილის მეგობრის დაკავებაზე ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, თორნიკე კაჭარავას დაკავების საქმეზე ადმინისტრაცია კომენტარს ვერ გააკეთებს. "ანა მარგველაშვილი არის ზრდასრული ადამიანი და მისი მეგობრის დასაცავად მისი შეხედულებისამებრს მოქმედებს,"- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტის ქალიშვილი კი აცხადებს, რომ მის მეგობარ თორნიკე კაჭარავას გუშინ ნარკოტიკები დაკავებისას სამართალდამცველებმა ჩაუდეს, ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ ამის მოლოდინი მანამდეც არსებობდა. "ვერ ვიგებთ, რის გამო არის დაჭერილი, რა წამალზეა საუბარი. დარწმუნებული ვართ, რომ ნარკოტიკი ჩადებულია. არ ჰქონია არც მიხეილ თათარიშვილს 19 აბი სუბოტექსი და არც თორნიკეს, რომელიც ექიმთან იყო. ვაკეთებდი ამაზე განცხადებებს, რომ იყო მოსალოდნელი დაკავება. მეშინია, ჩემს სიძეზე, მინდიაზეც იგივე არ მოხდეს", - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილისა და პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ანა მარგველაშვილი

კომენტარები ()