Imedi /  22 მაისი 2017, 15:38 / სანდო წყარო

აუდიტმა მერიის საქმეზე შუალედური დასკვნა გაასაჯაროვა

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედურ დასკვნას აქვეყნებს:

"აუდიტის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 30 მარტის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებებით, შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის" საკუთრებაში არსებულ 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მერიამ შპს-ს გადასცა ორი მიწის ნაკვეთი, დელისის ქუჩის მიმდებარედ, ნუცუბიძის ქუჩის და ინტენსიფიკაციის გზას შორის, საერთო ფართით 6 708 კვ.მ. გასაცვლელი მიწის ნაკვეთები შეაფასა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის მიხედვით, შპს-ს საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის ღირებულებამ 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით შეადგინა 2 615 100 ლარი, ხოლო მერიის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულებამ - 2 980 200 ლარი. ფასთა შორის არსებული სხვაობა - 365 500 ლარი შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტმა" გადაუხადა თბილისის მუნიციპალიტეტს.

შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტისთვის" მიყენებული ზარალის შეფასების და ანაზღაურების პროცესზე აუდიტის ჯგუფი სწავლობს რამდენიმე საკითხს:

შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტს" გზის გაყვანით შესაძლო ზარალი მიადგა 2012 წელს. მერიის მიერ კი, ზარალის შეფასება და ანაზღაურება განხორციელდა 2016 წლის მდგომარეობით. კომპანია ზარალის კომპენსაციას ითხოვდა 2012 წლიდან, ფულადი ანაზღაურების სახით. მერიამ ვერ წარმოგვიდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რა თანხის კომპენსაციას ითხოვდა კომპანია და რატომ ვერ მოხდა მასთან შეთანხმების მიღწევა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გზის გაყვანით ზარალის მიღების პერიოდში შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტმა" მის საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთი, რომლებიც მდებარეობდა 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, გაასხვისა 1 კვ.მ 223 ლარად, ამ გათვლით, 2012 წელს 2302 კვ.მ დაკარგვით მას მიადგებოდა დაახლოებით 513 346 ლარის ზარალი და სავარაუდოდ სწორედ ამ თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა კომპანია.

მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ, გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები.

დოკუმენტურად ვერ დგინდება შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტი" 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით იყო თუ არა ინფორმირებული, რომ მერია განიხილავდა მისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხს მიწის ნაკვეთების გადაცემის გზით. შესაბამისი მტკიცებულებები მერიის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა. 2016 წლის 29 თებერვალს შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის" მფლობელებმა კომპანიის 100-პროცენტიანი წილი მიჰყიდეს შპს "როიალ დეველოპმენტს" (შპს "როიალ დეველოპმენტის" 45% წილის მფლობელი - ლევ ნანიკაშვილი; 40 % - ოთარ ფარცხალაძე; 15 % - მანუახ ნანიკაშვილი) 232 000 აშშ დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი). შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტი" ფლობდა აქტივს მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 302 კმ.მ მიწის ნაკვეთს და ითხოვდა ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა ახალი გზის გაყვანის გამო. 2016 წლის 29 ივნისს შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის" 100-პროცენტიანი წილი შპს "როიალ დეველოპმენტმა" 235 000 დოლარად მიყიდა ოთარ ფარცხალაძეს, კომპანიას ამ პერიოდისთვის უკვე საკუთრებაში გააჩნდა, ზარალის ანაზღაურების შედეგად, დელისის ქუჩის მიმდებარედ 2 მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით შეადგენდა 2 980 200 ლარს. თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, 2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის" მფლობელები თანახმა იყვნენ მათ საკუთრებაში არსებული კომპანია, მათ შორის მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2302 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გაესხვისებინათ 232 000 დოლარად (დაახლოებით 580 000 ლარი).

შესწავლის საგანია, რატომ ვერ უზრუნველყო მერიამ სათანადო კომუნიკაციის წარმოება კომპანიასთან ზარალის ანაზღაურებაზე და რატომ გახდა აუცილებელი, ზარალი ანაზღაურებულიყო გაცილებით მეტი ღირებულებით, კერძოდ, 2 615 100 ლარის ღირებულების მიწების ნაკვეთებით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტი" 2007 წლიდან თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობდა 19 297 კვ.მ მიწის ნაკვეთს. 2012 წლის დეკემბერში კომპანიამ მიწის ნაკვეთი დაყო სამ საკადასტრო ერთეულად;

• ნაკვეთი I - 2 246 კვ.მ;
• ნაკვეთი II - 2 302 კვ.მ;
• ნაკვეთი III - 14 749 კვ.მ;

2012 წელს თბილისის მუნიციპალიტეტმა გაიყვანა ვარაზისხევის და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზიდან მე-9 საავადმყოფოსთან ამომავალი გზა (ავალიშვილის ქუჩა). გზის დაახლოებით 97-მეტრიანმა მონაკვეთმა გაიარა შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის" საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე. კერძოდ, დაიკავა ნაკვეთი II - 2 302 კვ.მ მიწის დაახლოებით 74 %.

კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია: 2012-2016 წლებში შპს "ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტი" უშედეგოდ ითხოვს კომპენსაციას.

• 2016 წელს კომპანიის მესაკუთრის ცვლილებიდან 45 დღის ვადაში თბილისის მუნიციპალიტეტმა დაასრულა კომპენსაციის პროცედურა;
• მუნიციპალიტეტის მიერ კომპენსირებული ქონება 5-ჯერ აღემატებოდა ზარალის მიღების პერიოდში და მიწის ნაკვეთში ახალი მესაკუთრის მიერ გადახდილ თანხას;
• ახალმა მესაკუთრემ 580 000 ლარად შეიძინა 2 615 100 ლარის აქტივის მქონე კომპანია;
• თბილისი მერიამ აუქციონის აუცილებელ პირობად მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება დაასახელა;
• მომიჯნავე საკადასტრო ერთეულის მესაკუთრე გახლდათ 1 კომპანია (100 % წილის მესაკუთრე ოთარ ფარცხალაძე);
• აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთი 1.7-ჯერ ნაკლებადაა შეფასებული, ვიდრე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ღირებულება".

ყველა სიახლე

16 აგვისტო 2026, 18:23

საზოგადოება

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადი წარმატებით დასრულდა, რომელშიც 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან.

გიორგი გამსახურდია

16 აგვისტო 2026, 18:01

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა

გიორგი გამსახურდია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და „ნაცმოძრაობას“ ახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.

16 აგვისტო 2026, 17:55

საზოგადოება

„STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადში 300 მოსწავლე მონაწილეობდა

დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ბანაკი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს და მათემატიკას და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

16 აგვისტო 2026, 17:33

რეგიონი

ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა

მსმენელის წინაშე გიორგი შავლაშვილი, ენრიკო ჯანელიძე, ჯგუფები „დრონი“, „ალეგრო“, „ბანი“ და „გუფი ლენდი“ წარდგნენ.

16 აგვისტო 2026, 17:30

კულტურა

პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს

პოლონეთის სოფელ კონოტოპში ღვთისმშობლის ქანდაკება აღმართეს, რომლის სიმაღლეც კვარცხლბეკთან ერთად 55,6 მეტრს შეადგენს. ეს ევროპაში ღვთისმშობლის ყველაზე მაღალი ქანდაკებაა.

16 აგვისტო 2026, 17:19

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა

სუს-ის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა სისხლის სამართლის ორ საქმეს მოიცავს. პირველი საქმის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი და საქართველოს 4 მოქალაქე. ისინი თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადა გასდიოდა, 14500 დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდნენ. მათ დანაპირები ვერ შეასრულეს, რის შემდეგაც ამავე მოქალაქეს 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაეხმარნენ, კანონის გვერდის ავლით გაეხანგრძლივებინა ქვეყანაში ყოფნის ვადები.

16 აგვისტო 2026, 17:18

მსოფლიო

ირანელი დეპუტატი: ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, დონალდ ტრამპმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს

„შესაძლოა შეიქმნას პირობები, როდესაც ის თავად იძულებული გახდება, უსაფრთხოების მიზნით, საკვების გადამზიდ სატვირთო მანქანაში დაიმალოს“, - დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელში.

16 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

Times: ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთზე შეტევებისთვის ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს

გამოცემის ცნობით, მთავარ სამიზნეებს შორის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები მოხვდა. ბრიტანული დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე, იაროსლავლის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ვოლგოგრადის ინფრასტრუქტურაზე.

16 აგვისტო 2026, 17:08

მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტთა დარტყმებს კრივი რიჰში 2 ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. ერთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმის ოლქში.

16 აგვისტო 2026, 17:06

მსოფლიო

ესპანეთის საჰაერო ძალებმა რუმინეთში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდეს

ესპანეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ლადო სადღობელაშვილი

16 აგვისტო 2026, 17:03

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?!

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

16 აგვისტო 2026, 16:59

მსოფლიო

ჰავაიზე ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

ჰავაის ქარიშხალი „ლალა“ დაატყდა თავს. სტიქიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 60 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ლიზა გეგეჭკორი

16 აგვისტო 2026, 16:58

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა

აფხაზეთში საწვავის შეტანას რაც შეეხება, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არც 300 ტონა ბენზინია და არც ის ტექნიკური დავა, ბენზინი შევიდა თუ დიზელი. ბევრად საინტერესოა პოლიტიკური პრეცედენტი, რომელიც ამ ფაქტმა შექმნა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

პროკურატურა

16 აგვისტო 2026, 16:44

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ზურაბ ქადაგიძე

16 აგვისტო 2026, 16:42

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს

პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას. ქადაგიძე წერს, რომ ქართული ოპოზიცია აფხაზეთში საწვავის გაგზავნას რუსეთის დახმარებად ნათლავს, რაც რეალურად ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანება იწყება ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით.

გიორგი ფხაკაძე

16 აგვისტო 2026, 15:42

პოლიტიკა

გიორგი ფხაკაძე: აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს

ეგ არის მთელი უბედურება, რომ ოპოზიციაშიც არ არიან ადამიანები… გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ წყალდიდობის თემა დამთავრდა, უკვე აღარ აინტერესებთ და ახლა -ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთშიო. ისე, ინფორმაციისთვის, აფხაზეთი საქართველო არის და რა ვიცი, რა პრობლემაა აფხაზეთში თუ წავიდა ჩვენი ნავთობი? ისიც ჩვენია, ჰო? ლოგიკურად რომ მიუდგე. ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ, - აცხადებს ექიმი გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

შაკო კუჭაშვილი

16 აგვისტო 2026, 15:31

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებზე, რომლებიც აფხაზეთში საწვავის შეტანის გამო საქართველოს უკრაინული დრონებით დაბომბვას ითხოვენ: ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები - საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის წახალისება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც შიდა პოლიტიკური ბრძოლის სახეობად უნდა აღვიქვათ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს

სულ ვფიქრობ რამდენად შორს წავლენ - მეთქი, და აჰა - ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები ამჯერად საკუთარი ქვეყნის დრონებით დაბომბვას ითხოვენ, - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერთა კომენტარებს სოციალურ ქსელში, რომლებიც საქართველოს მიმართ შესაძლო აგრესიის წახალისებას ცდილობენ.

16 აგვისტო 2026, 15:19

სპორტი

„პსჟ“ დღეს საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ შეებრძოლება

„პსჟ-მ“ ტიტულისთვის ბრძოლის უფლება საფრანგეთის ჩემპიონის რანგში მოიპოვა, „ლანსი“ კი ქვეყნის თასის მფლობელია.

16 აგვისტო 2026, 14:34

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი შვებულებაში ჰიდროციკლით სეირნობის გამო გააკრიტიკეს

ემანუელ მაკრონი კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფოტოგრაფებმა ის საფრანგეთის რივეირაზე ჰიდროციკლით სეირნობისას დააფიქსირეს. რივიერაზე გატარებული შვებულების გამო ოპოზიციამ მაკრონი მწვავედ გააკრიტიკა.

16 აგვისტო 2026, 14:33

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.