imedi /  03 ივნისი 2017, 20:55 / სანდო წყარო

პრეზიდენტი მუხტარლის მეუღლეს და შვილებს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრემიერმინისტრის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიანიჭოს აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს,
თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ მას შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართოს ოჯახმა, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მუხტარლის ოჯახის საქმეზე საგანგებო განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს სთხოვა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ის ხვალ შეხვდება აფგან მუხტარლის მეუღლეს და აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ბოლო 2 წელია ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა. საქმიანობიდან გამომდინარე, მისი აზერბაიჯანში დარჩენა საფრთხეს წარმოადგენდა. 

მუხტარლის ოჯახის წევრების თქმით, ის თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. ბაქოს საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.

თუმცა, მუხტარლის ახლობლებს, ჟურნალისტების და არასამთავრობო სექტორის ნაწილს არ სჯერა, რომ მისი საქართველოში გაუჩინარება და აზერბაიჯანში გადაყვანა ქართული სპეცსამსახურების დახმარების თუ მათი უმოქმედობის გარეშე მოხდა.

თბილისში მუხტარლის მხარდამჭერი აქციები იმართება. ფაქტს, საერთაშორისო ორგანიზაციები და უფლებადამცველი ჯგუფები გამოეხმაურნენ.
 

ყველა სიახლე

14 აპრილი 2026, 17:33

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: „დედა ენა“ მომავალშიც დარჩება იმ სინათლის წყაროდ, რომელიც ახალ თაობებს გზას გაუნათებს ცოდნისკენ, ღირსებისკენ და სამშობლოს სიყვარულისკენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს წევრ ნოდარ ბოკერიასთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ირინა წაქაძე

14 აპრილი 2026, 17:33

ჯანდაცვა

პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და ერთხმად მხარი დაუჭირა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

რატი იონათამიშვილი

14 აპრილი 2026, 17:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში

ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მაიკ ლი

14 აპრილი 2026, 17:32

მსოფლიო

ამერიკელი სენატორი, მაიკ ლი ურსულა ფონ დერ ლაიენის ენერგოპოლიტიკას აკრიტიკებს

ამერიკელი სენატორი, მაიკ კი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ენერგოპოლიტიკას აკრიტიკებს.

14 აპრილი 2026, 17:23

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია

14 აპრილი 2026, 17:03

სპორტი

მამარდაშვილის „ლივერპული“ დღეს კვარცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს⚽

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა პარიზელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ბურთი მამარდაშვილის კარში სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ფრიდრიხ მერცი

14 აპრილი 2026, 16:53

მსოფლიო

მერცი: უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის სრულფასოვანი სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში შეუძლებელია.

ცოტნე ანანიძე

14 აპრილი 2026, 16:53

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: უსამართლობის სიმბოლო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოპოზიციიდანაც იმავე დისკრიმინაციულ რიტორიკას აგრძელებს, პოლიტიკური როლის ცვლილება მხოლოდ დეკორაციაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან გარკვეული პოლიტიკური ძალები „პოლიტიკურ აუტისტებად“ მოიხსენია.

14 აპრილი 2026, 16:49

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ქსელის ENIC-NARIC-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა სლავური და ლათინო-ამერიკული ქვეყნების საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების სპეციფიკა განიხილეს.

ვახტანგ ცინცაძე

14 აპრილი 2026, 16:36

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც

ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

14 აპრილი 2026, 16:34

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბლოკში უკრაინის მისაღებად მზად არ არიან. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 16:15

რეგიონი

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465).

მარიამ ქვრივიშვილი

14 აპრილი 2026, 16:06

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების შეფასებისას. მისი თქმით, პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭება მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ადასტურებს.

14 აპრილი 2026, 15:54

მსოფლიო

ავიაკომპანიების ჯგუფი ევროკომისიას ზაფხულის ბოლომდე EES-ის სრული ან ნაწილობრივი შეჩერებისკენ მოუწოდებს

Euronews-ი წერს, რომ ევროკავშირის შესვლისა და გასვლის ახალმა სისტემამ (EES) გასულ უქმეებზე აეროპორტების სასაზღვრო კონტროლზე „ქაოსი“ გამოიწვია - დაფიქსირდა სამსაათიანი რიგები და გავრცელდა ინფორმაცია მგზავრების შესახებ, რომლებმაც რეისებზე დააგვიანეს.

დავით ქართველიშვილი

14 აპრილი 2026, 15:46

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხის მდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის

„ბრიუსელი იმდენადაა მძევლობაში თავისი რიტორიკის და ლოზუნგების, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში განხორციელდეს პოზიციების დათბობა უნგრეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 15:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს

თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

14 აპრილი 2026, 15:17

მსოფლიო

სლოვენიაში ნატოდან გასვლის შესახებ, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს

სლოვენია, შესაძლოა, ნატოდან გავიდეს. აღნიშნულ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე, ზორან სტევანოვიჩი გამოვიდა.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი

14 აპრილი 2026, 15:07

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი აკრიტიკებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი, ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი აკრიტიკებს.

14 აპრილი 2026, 15:05

საზოგადოება

შშმ ბავშვების მშობლები გვარამიას განცხადებაზე: ჯერ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე - სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს?!

როგორც უფლებადამცველმა მარი კორკოტაძემ აღნიშნა, ჯერ იყო და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა კი აუტისტ ადამიანებზე გადავიდნენ. მისი თქმით, ასეთი განცხადებები ყველანაირ ზღვარს სცილდება.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 15:03

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „მიგრაციის კანონზე“: უკანონო მიგრაცია ცოცხალი ორგანიზმივით არის, მუდმივი გამოწვევაა, ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ. ასე რომ შენ ყოველთვის უნდა მოარგო კანონმდებლობა იმ გამოწვევებს, რაც დგას

უკანონო მიგრაციაა გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „მიგრაციის კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.