Imedi /  19 ივნისი 2017, 15:28 / სანდო წყარო

საზოგადოებრივ მაუწყებელს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლეს

"თავისუფალმა დემოკრატებმა" და "რესპუბლიკურმა პარტიამ" "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სოციალური რეკლამის განთავსების წესის დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლეს.

ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

საჩივრის თანახმად, გადის სარეკლამო რგოლი, სავარაუდოდ, სოციალური რეკლამის სტატუსით და მითითება, რომ რეკლამა სოციალურია, არ არის. რეკლამის შინაარსია საკონტიტუციო რეფორმა. მასში ხაზგასმულია, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადადის და ევროპული საპარლამენტო მმართველობა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს გულისხმობს. რეკლამა სრულდება შემდეგი ტექსტით - "გაიგე მეტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე". მაყურებელმა სად, რომელი წყაროდან უნდა გაიგოს მეტი, მითითებული არ არის. სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტით სოციალური რეკლამის განმარტებას:

"სოციალური რეკლამა  არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას".

მომჩივანთა განმარტებით, რეკლამის კანონთან შეუსაბამობა ვლინდება შემდეგ გარემოებებში:

მართალია, რეკლამის შინაარსში მოხსენიებული არ არის მმართველი პოლიტიკური ძალა ან ხელისუფლება, მაგრამ რეკლამა შინაარსით არის სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის იდეების გაჟღერება.

რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთება არც საქველმოქმედო, არც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი. პირიქით, რეკლამა მიკერძოებულად და ცალმხრივად აწვდის მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ ინფორმაციას და მისი მიზანი არის საზოგადოების ქცევის შეცვლა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების სასარგებლოდ.

30-წამიან რეკლამაში საზოგადოება იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დახვეწილ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, არამედ - პარლამენტის ან კოლეგიის მიერ. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის სხვა უმნიშვნელოვანეს დამახასიათებელ კრიტერიუმზე რეკლამაში შეგნებული დუმილია, რითაც მაყურებელი/საზოგადოება ხდება არაკეთილსინდისიერი მოპყრობის მსხვერპლი. ის შეჰყავთ შეცდომაში.

"ხელისუფლებას სურს, ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე მისი ინტერესების სასარგებლოდ, რადგან საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩატარებული საყოველთაო განხილვისას საზოგადოებრივი აზრი მკაფიოდ ნათლად გამოჩნდა (ანუ არ არსებობს ცალსახა კონსენსუსი) პრეზიდენტის არჩევის წესზე.

კერძოდ, მოქალაქეების ძალზე დიდი ნაწილი გამოხატავდა მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით. ამდენად, საზოგადოებრივ მაუწყებელში განთავსებული რეკლამის მიზანი არ არის კანონით დადგენილი მოთხოვნა, საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო რეკლამას. პირიქით, აღნიშნული რეკლამა არაპირდაპირ არის პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების ქცევის ერთი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ, მისი ინტერესების შესაბამისად შეცვლას", - აცხადებენ საჩივრის ავტორები.

მომჩივანები ასევე მიიჩნევენ, რომ მსგავსი შინაარსის რეკლამის გავრცელებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგავს მიუკერძოებელი, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მაუწყებლის სტატუსს, რითაც კანონს არღვევენ, რადგან კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სსიპ-ი და მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან.

"ცალსახაა, რომ კლიპი გამოხატავს მხოლოდ ერთი პოლიტიკური, მმართველი გუნდის ("ქართული ოცნების") პოზიციას და სწორხაზოვნად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას იმ ფონზე, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტია, საზოგადოების დიდი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ამ სახით ცვლილებას. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ და ახდენს იმ იდეების პროპაგანდას, რომელიც მხოლოდ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალისთვის არის მისაღები და ამ ფაქტით დასტურდება, რომ მაუწყებელი არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან", - წერია საჩივარში.

მომჩივანები ითხოვენ გაფრთხილების მიცემას და სარეკლამო რგოლის გაშვების შეწყვეტას.

კომისია კომენტარს საჩივრის შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

ყველა სიახლე

დავით ზურაბიშვილი

17 აპრილი 2026, 15:45

პოლიტიკა

დავით ზურაბიშვილი: ოპოზიციის ძირითადი ძალები - „ალიანსი“, „რუსთაველის პროტესტი“ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა ქვეყანაში მოკვდა და ხელისუფლებას უნდა გავუმართოთ ომი. ამათ მადიარი და პოლიტიკოსი კი არ სჭირდებათ, აქ საჭიროა ლენინი, ტროცკი, ჩეგევარა

პრაქტიკულად ოპოზიციის „მეინსტრიმი“, ძირითადი ძალები - „ალიანსი“, „რუსთაველის პროტესტი“ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა ქვეყანაში მოკვდა და უნდა ვიომოთ. ხელისუფლებას უნდა გავუმართოთ ომი. ამათ უნდათ ლენინი. ამას მადიარი და პოლიტიკოსი კი არ სჭირდება, აქ საჭიროა ლენინი, ტროცკი, ჩეგევარა და ვიღაც ასეთი, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დათა გვასალია

17 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

დათა გვასალია: ერთი ამბავი ატეხეს აბასთუმნის თავზე ფრენების რეგულირებასთან დაკავშირებით - საერთაშორისო პრაქტიკაში იმაზე გაცილებით მკაცრი რეგულაციები არსებობს, ვიდრე აბასთუმნის შემთხვევაშია

ერთი ამბავი ატეხეს აბასთუმნის თავზე ფრენების რეგულირებასთან დაკავშირებით. თან ძირითადად იმ ბაბლის ნაწილმა, ვინც ქვეყნის ომში გახვევას და შესაბამისად ისეთივე დახურულ ცას „ესწრაფოდა“ როგორიც დღეს უკრაინის, ირანის ან ყურის ქვეყნებშია - ახლა კი ომის პროპაგანდისტები და „ბომბების წვიმის“ გულშემატკივრები, აბასთუმანში დაწესებულ საჰაერო რეგულაციებზე აღშფოთდნენ, - წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია, სოციალურ ქსელში.

17 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

17 აპრილი 2026, 15:26

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირი მაისიდან სირიასთან ოფიციალური კონტაქტების აღდგენას გეგმავს

ევროკავშირი სირიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ოფიციალური პოლიტიკური კონტაქტების აღდგენისა და უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარების საშუალებით აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიკა ობოლაძე

17 აპრილი 2026, 15:18

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: მიშას ხმებით პარლამენტში შესვლა უნდა, თან ისე, რომ „არაფერზე და არავისზე" აზრს არ იცვლის და 5 წელია, პოლიტპატიმარ სააკაშვილს ჩარეცხვით ემუქრება და რუსის აგენტობას აბრალებს - ნაცმოძრაობა დუმს

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის, გიგი წერეთლისა და სხვადასხვა ოპოზიციური აქტორების მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკის ამსახველ სქრინებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ინტერესდება, რა პასუხს გასცემს ჩერგოლეიშვილი, რომელიც ახლა თავად არსებობს სააკაშვილის გვერდით პოლიტიკურად და გიგი წერეთელთან ერთადაც დგას.

17 აპრილი 2026, 15:12

საზოგადოება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

17 აპრილი 2026, 15:10

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის N145-ე, N106-ე, N190-ე, N211-ე, N212-ე საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პაატა სალია
ლი ჯუნჰუა

17 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული ინოვაციური პროექტები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 15:05

პოლიტიკა

პრემიერი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

17 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტრ, აიაზ ბაეტოვთან.

17 აპრილი 2026, 14:51

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან.

17 აპრილი 2026, 14:50

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ დავით კუბლაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა.

17 აპრილი 2026, 14:49

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გახსნა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი დგებუაძემ აღნიშნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა.

ანდრია ჯაღმაიძე

17 აპრილი 2026, 14:47

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა

მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

17 აპრილი 2026, 14:45

მსოფლიო

Reuters: ლიბანსა და ისრაელს შორის ზავის გამოცხადების შემდეგ ნავთობმა გაიაფება დაიწო

ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ალუდა ღუდუშაური

17 აპრილი 2026, 14:41

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციას ვურჩევდი ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ

ოპოზიციას ვურჩევდი ასეთ ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

სვიმონ ჯანგულაშვილი

17 აპრილი 2026, 14:33

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: 40-მდე ვერ მოიცადეს ნაცისტებმა, ლორწოვანი იუდა გამოაჭენეს „ბრძოლის ველზე“. თქვენ მოკალით პატრიარქი, ასე ეთერებში გეჯდათ ცაავა და მისი სექტანტები და პატრიარქს ცილს სწამებდით

ყველა, ვინც მუშაობთ „მთავარ“, „ტვ-პირველ“ და „ფორმულა“ კანალიზაციებში, მორალურად დამნაშავენი ხართ ჩვენი პატრიარქის წინაშე, - წერს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

მაია ბითაძე

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

მაია ბითაძე: თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია

„ჩვენი მთავარი გზავნილი გარდა სამომავლო ეკონომიკური გეგმებისა, იყო არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. ძალიან კარგი გზავნილები მივიღეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია“, - აღნიშნა ბითაძემ.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება

იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აპრილი 2026, 14:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თითქმის, ნახევარი მსოფლიო ჩვენს ირგვლივ არის ცეცხლის ალში და კავკასიაში არის მშვიდობა. ეს არის ზუსტად იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთიანად ვაწარმოებთ

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია კავკასიაში მშვიდობა.