კვირიკაშვილი ოკუპაციის წინააღმდეგ ევროკავშირის როლს გადამწყვეტს უწოდებს
გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში - "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" - მონაწილეობს. მან მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრემიერმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე უკანონო ქმედებების შესახებ ილაპარაკა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მადლობა გადაუხადა. ამასთან, მისიის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ, დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ყოველდღიურად ახორციელებს ქვეყნის ანექსიას.
"მაქსიმალურად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, იხურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, კვლავაც გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით ადამიანების დაკავებისა და გატაცების ფაქტები. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას", - განაცხადა პრემიერმა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"ამ მხრივ, დიდი დატვირთვა აქვს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ჩართულობის პროგრამებსა თუ სხვა სახის მხარდაჭერას. სამწუხაროდ, ამ ძალისხმევის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება კვლავ ძალიან რთულია. ამ ფონზე, ცხადია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მშვიდობიანი გზით მოწესრიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტიანი, ხოლო სამშვიდობო პროცესი თანამიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამ საქმეში, ტრადიციულად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიურ ჩართულობას. მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი, რომ ეს ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩვენ ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას და გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 22:19
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
24 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
24 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტო 2026, 20:55
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 20:50
საზოგადოება
ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.
24 აგვისტო 2026, 20:48
საზოგადოება
სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
24 აგვისტო 2026, 20:43
პოლიტიკა
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ.
24 აგვისტო 2026, 20:38
პოლიტიკა
ოპოზიციური ერთობის ილუზია - პოლიტიკური ტაიმაუტიდან დაბრუნებული თაკო ჩარკვიანი და მძიმე პოლიტიკური ბრალდებები სააკაშვილზე თავდამსხმელების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისა და ოპოზიციური გავლენების გარშემო ატეხილი ხმაური, ფრაგმენტირებულ სპექტრს კიდევ უფრო აქუცმაცებს. ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს ღია იერიშებით, პერსონალური შეურაცხყოფებითა და მძიმე პოლიტიკური ბრალდებებით უპირისპირდებიან.
24 აგვისტო 2026, 20:31
პოლიტიკა
ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის დეტალები, მმართველ პარტიაში ყოფილი მთავრობის მეთაურის მიერ ციხიდან ბოლო საჯარო აქტივობის მთავარ განმსაზღვრელ მიზეზად დასახელდა.
24 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება - ახალი ბრალდება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის აპარატურის საიდუმლო შესყიდვებისას განხორციელებულ კორუფციულ სქემას, რამაც სახელმწიფოს თითქმის შვიდი მილიონი ლარის ზიანი მიაყენა.
24 აგვისტო 2026, 20:24
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და მათზე ფიზიკურად ძალადობდა.
24 აგვისტო 2026, 20:12
პოლიტიკა
მორიგი პოლიტიკური შეტევა აბასთუმანში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე - ფაქტები პოლიტიკური თავდასხმის პირისპირ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მორიგი პოლიტიკური შეტევა ქველმოქმედებაზე - ვიდრე ოპოზიციური ფლანგი აბასთუმანში მილიონიან საქველმოქმედო პროექტებს, ულტრათანამედროვე ფილტვის ცენტრსა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურას თავს ესხმის, ადგილობრივები და მედიკოსები სრულიად განსხვავებულ რეალობაზე ლაპარაკობენ.
24 აგვისტო 2026, 20:08
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთი უკრაინის მოკავშირეების დაშინებას ვერ შეძლებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა „მსურველთა კოალიციის“ სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს უფლებას არ მისცემს, იგი დააშინოს.
24 აგვისტო 2026, 20:07
კულტურა
„ღამის სერენადების“ მონაწილეები აღტაცებულმა მაყურებელმა ბისზე რამდენჯერმე მიიწვია
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გრძელდება. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მერიების მხარდაჭერით იმართება.
24 აგვისტო 2026, 19:43
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ საბრძოლო მოქმედებებს კიევის მთავრობის დამხობამდე გააგრძელებს.
24 აგვისტო 2026, 19:27
მსოფლიო
ტრამპი: აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა.
24 აგვისტო 2026, 18:51
მსოფლიო
Euronews: ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ
ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ, - წერს Euronews-ი.


