საპარლამენტო უმრავლესობა ბუკიკიოს მიერ ოპოზიციისთვის გამოგზავნილ პასუხს ეხმაურება
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს პასუხს ეხმაურებიან, რომელიც მან ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსთან დაკავშირებით გამოუგზავნა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ჯანი ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არასწორია.
"ვენეციის კომისიამ თავის ნაწილი საქმის გააკეთა. მან რეკომენდაციები მოგვცა, მოგვცა თავის ექსპერტული მოსაზრებები და ამ პოლიტიკური კინკლაობის გადატანა სტრასბურგსა თუ ვენეციაში და ბატონ ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არ არის სწორი. ჩემი აზრით, ზუსტად ამას ნიშნავდა მისი წერილი", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
წერილს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიც. მისი მოსაზრებით, "კონსენსუსი შეიძლება დაშვებული იყოს ზოგიერთ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა არა ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ".
"ძალიან ბევრ პარტიას მიაჩნია, რომ კონსენსუსი ის არის, რასაც ჰქვია მათი მოთხოვნების და წინადადებების შესრულება, მათივე ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი ვენეციის კომისიის მიერ ოპოზიციურ პარტიებთან გაგზავნილ წერილს ჯანსაღ პოზიციად აფასებს.
"პროცესი იმის გამო არ უნდა შეჩერდეს, რომ პოლიტიკური და პარტიული ინტერესები არსებობს. თუ ყველა ამბობს და მათ შორის ვენეციის კომისია, რომ ეს კონსტიტუცია ამ ცვლილებებით უკეთესი იქნება და ის ძლიერ საპარლამენტო მოდელს აყალიბებს, მხარი რატომ არ უნდა დაუჭირო? იმიტომ, რომ ვიწრო პარტიული ხედვაა? ამ საკითხში ვენეციის კომისიის პოზიცია ჯანსაღია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ოპოზიციურმა პარტიებმა 21 ივლისს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიასა და ევროპულ სტრუქტურებს ერთობლივი მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც ოპოზიცია წერდა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ჩიხშია შესული და ხელისუფლები მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო მოლაპარაკებები ვერ იწყება.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს უპასუხა."კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. ამავდროულად, ის უნდა ეფუძნებოდეს ვენეციის კომისიის შეხედულებას. კომისიის როლი ვერ იქნება სპეციფიკური გამოსავლის მოძებნაში", - წერს ბუკიკიო.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსისა და გარკვეულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა შესაძლოა საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინოს და საშემოდგომო სესიაზევე პირველი და მეორე მოსმენით მიიღოს, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი, მესამე მოსმენით დაამტკიცოს. შესაბამისად, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, 2018 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ასახვა მოესწრება.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 21:17
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.
27 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.
27 მაისი 2026, 21:08
პოლიტიკა
დიასპორის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა.
27 მაისი 2026, 20:53
პოლიტიკა
უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს - სენატორი ჯინ შაჰინი ომში მყოფ ქვეყანაზე და შეფასებები თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ინტერესების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ გზის აუცილებლობას მმართველ გუნდს ამერიკელი სენატორის განცხადებაც უჩვენებს.
27 მაისი 2026, 20:51
პოლიტიკა
ისტორიის გადაწერის მცდელობა ოპოზიციისგან - მმართველი გუნდი 26 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს 2011 წლის 26 მაისის სისხლიან მოვლენებს კიდევ ერთხელ ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 მაისი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დღევანდელ ოპოზიციას წარმოადგენენ და მართავენ, მძიმე წარსულის ფაქტობრივი დასტურია.
27 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს
ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალების ლოზუნგთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 20:42
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს - „მე შუალედური არჩევნები არ მადარდებს“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანთან ომის დასასრულებლად ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევს.
27 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მივიდა.
27 მაისი 2026, 20:38
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.
27 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - ახალი სლოგანი დაპირისპირების მიზეზი ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ახალი სლოგანი ოპოზიციური განხეთქილების მორიგ საბაბად იქცა. აქციაზე გახმიანებულ ფრაზას მათივე მხარდამჭერები აკრიტიკებენ. ხელისუფლებამ კი ოპონენტებისგან წარდგენილი ე.წ. საპროტესტო შეგონება საკუთარ ქებად მიიღო.
27 მაისი 2026, 20:23
პოლიტიკა
„თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო“ - როგორ მოხვდა აპარატურა რუსთაველზე? „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„ქრონიკა“ დაუკავშირდა იმ მანქანის მძღოლს, რომელმაც აქციაზე ტექნიკა მიიტანა. როგორც ირაკლი დუდაშვილმა აღნიშნა, ის მოატყუეს და უთხრეს, რომ ტექნიკა კონცერტისთვის სჭირდებოდათ. მისივე თქმით, ამ საკითხზე მას ელენე ხოშტარიას პარტიის წევრი დაუკავშირდა.
27 მაისი 2026, 20:20
მსოფლიო
„არა, არა, არავითარ შემთხვევაში“ - ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის.
27 მაისი 2026, 20:19
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.
27 მაისი 2026, 20:17
სამართალი
გამოძიება სამართალდამცველების წინააღმდეგ. დეტალები „ქრონიკაში“
ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტება - პროკურატურამ გორში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც პოლიციელები ფიგურირებენ, გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.
27 მაისი 2026, 20:08
რეგიონი
პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მომავალ წელს ზუგდიდში დევნილებს ახალი და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ექნებათ. ეს ერთ-ერთია სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან. მათ შორის არის განახლებული სკოლა სენაკში და რძის საწარმო.
27 მაისი 2026, 20:02
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა.
27 მაისი 2026, 19:54
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
27 მაისი 2026, 19:51
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
27 მაისი 2026, 19:45
პოლიტიკა
„საჰაერო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა.
27 მაისი 2026, 19:38
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.


