თბილისის მერია მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
თბილისის მერია გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მთავრობამ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დაასაქმა, განცხადებას ავრცელებს და ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
”თბილისის მერია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოსდა, დედაქალაქის მთავრობამ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დაასაქმა. გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
განვმარტავთ, რომ 1-ლი ივლისიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირებს უფლებამოსილებები შეუწყდათ, რაც შესრულდა დადგენილი წესით და მოვალეობის შემსრულებლებმა საკუთარი საქმიანობა განაგრძეს თბილისის მერიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გარდა ამისა, ახალი კანონით თბილისის მერიასა და ყველა საჯარო სამსახურს დაევალა გაეუქმებინა იმ პირების შტატები, რომლებიც ასრულებდნენ დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებს და აღნიშნული ადამიანები თბილისის მერიაში საქმიანობას შრომითი ხელშეკრულებებით განაგრძობენ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი კანონის ამოქმედების მომენტიდან, არც ერთი დამატებითი თეთრი სახელფასო ფონდიდან არ გასულა და თბილისის მერია ჩვეულ რეჟიმში, იმავე საშტატო რიცხვოვნობით განაგრძობს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც ეს აქამდე იყო.
რაც შეეხება კიდევ ერთ ტყუილს, თითქოს, დედაქალაქის მერია მალავს ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა სიას, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ კანონმდებლობით დადგენილია პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების წესი, კერძოდ, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გაასაჯაროვოს პერსონალური მონაცემი, თუ სუბიექტი თანამდებობის პირია, დანარჩენ შემთხვევაში პერსონალური მონაცემი დაცულია გამჟღავნებისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და საფუძვლებისა.
მედიასაშუალების ეთერში გასული სიუჟეტი ცრუ ინფორმაციასთან ერთად გადაუმოწმებელ ფაქტებსაც შეიცავდა. მაგალითისთვის, სიუჟეტში დასახელებული მედეგობის მრჩეველი, რომელიც თითქოსდა მერზე მაღალ ხელფასს იღებს, გახლავთ პირი, რომელსაც თბილისის მერიისგან ხელფასი არ ერიცხება და მისი შრომის ანაზღაურებას როკფელერის ფონდი უზრუნველყოფს - პროექტ „100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია მერიის საქალაქო სამსახურებში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 22:46
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ
ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ, ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.
28 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.


