სიგუა GEM Fest-ის ფინანსურ კრიზისს საკუთარ მცდარ წარმოდგენას აბრალებს
გიორგი სიგუა
GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფესტივალის ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა.
სიგუას განმარტებით, ერთთვიანი ფესტივალი ფინანსურად წარმატებული არ გამოდგა და ამის მიზეზი მისი მცდარი წარმოდგენა გახდა.
"არ გამოვა რომ არ ვთქვა. ისე როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაში ფინანსური ვალდებულებები , ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე, სხვების მიმართ. არ გამოდგა ფინასნურად წარმატებული ერთთვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი : წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში,სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია - ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად,საერთო ნერვული ფონი და ქმედებები…
მოდით პატარა ზედაპირული ფისკალური ანალიზი გავაკეთოთ
კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს იმიტომ რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს,როგორც ქვეყნის შიგნით,ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან… (სურვილის და საჭიროების შემთხვევაში,მზად ვართ გავასაჯაროოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი ხარჯების და ფინანსური ვალდებულებების,ასევე შემოსავლების შესახებ). ამ წუთასაც ამ უცხოელ პრტნიორებთან ვიმყოფები და ვცდილობ სიტუაციის დარეგულირებას .
რა არის გამოსავალი ? მხოლოდ ერთი, რეალობისთვის თვალის გასწორება და სამომავლო მუშაობის დაგეგმვა. რეალობა კი არის ის რომ მე პირადად და ჩემი გუნდი,არც ერთ ვალდებულებას არ გავურბივართ. ვგეგმავთ,გავაგრძელოთ მუშაობა ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიებების ჩასატარებლად,საიდანაც სარგებელს მიიღებს ყველა დაწყებული არსებული ვენდორით(მოაიჯარე), რომელმაც წელს ჩვენთან ერთად ირწმუნა, ერთ თვიანი ფესტივალის სარგებლიანობა და ჩვენთან ერთადვე იზარალა ფესტივალის განმავლობაში. კარგად ავწონ დავწონით და უახლოეს დღეებში, გამოვაცხადებთ თუ სად, რამდენი ხნით და რა ფორმით გაიმართება მომავალი პროექტები. ისე , რომ მაქსიმალურად მომგებიანი იყოს ეს ყველაფერი ფინანსურად როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის,კომპანიებისთვის და სტრუქტურებისთვის, რომელთა წინაშეც არსებულ ვალდებულებებს არსად გავურბივართ და გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ყველა ვალს,ყველა სუბიექტს და ობიექტს, თუ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგად, გამოწვეული რთული სიტუაციის ფონზე, ხელი არ შეგვეშლება მუშაობაში და მოგვეცემა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე კომერციულად მომგებიანი და მოკლევადიანი პროექტები განვახორციელოთ, არა სახელმწიფო არამედ, კერძო ინვესტიციით.
ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების მოლოდინები კი,რომელიც სხვადასხვა მიზეზით ვერ გამართლდა საფესტივალო დღეების განმავლობაში, აუცილებლად რეალობად იქცევა, იმ ღონისძიებებზე, რომლის გეგმაზე მუშაობაც უკვე მიდის გუნდის მიერ, თუ რა თქმა უნდა იქნება ნება ყველა მხრიდან,რომ იარსებოს პროექტმა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონემ."- ნათქვამია სიგუას მიმარვაში.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 20:36
პოლიტიკა
ლაშა გეგეჭკორი: დაკისრებული ჯარიმის არგადახდის მიზეზით დააპატიმრეს სანაია, ხოშტარიაც ამის გამო ზის, არც მან გადაიხადა კანონით დაკისრებული ჯარიმა - მაგარი რეჟიმია, ვერაფერს ვერ იტყვი, გაღიმებული შედიან და პატიმრებს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მაცივრები და ტელევიზორები გამოაქვთ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ სანაია დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააკავეს.
22 ივლისი 2026, 20:35
საზოგადოება
ქართველი მოსწავლეების წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება, რომელიც ქართველი მოსწავლეების ანგარიშზეა. შანხაიში გამართული მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან კომაროვის სკოლის მოსწავლეები სამშობლოში სამი მედლით დაბრუნდნენ.
22 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ, ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა
მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ, ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
22 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოში და მოგზაურთა მზარდი სტატისტიკა ჩინეთიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შანხაი-თბილისის პირველი პირდაპირი ავიარეისით ჩამოფრენილი ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. სტუმრებმა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ახალი მარშრუტების შესახებ, რომელთაც ჩინელ მოგზაურებს შესთავაზებენ.
22 ივლისი 2026, 20:25
პოლიტიკა
გამოხატვის თავისუფლება თუ ადამიანის ღირსების შელახვა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები და საერთაშორისო პრაქტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოხატვის თავისუფლება თუ ადამიანის ღირსების შელახვა - სადამდე ვრცელდება სიტყვის თავისუფლების ფარგლები.
22 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლოს გადაწყვეტილებები და „ქრონიკის“ წინააღმდეგ სამართალდამრღვევის წარუმატებელი პროვოკაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს სასამართლოებმა სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილებები გამოაცხადეს.
22 ივლისი 2026, 20:18
პოლიტიკა
ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა -7 თვიანი ლოდინის შემდეგ, გერმანიაში საქართველოს ელჩი ოფიციალურად საქმიანობას ხვალიდან შეუდგება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პეტერ ფიშერის მიერ დიპლომატიური მისიის დასრულებიდან სამი კვირის თავზე, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრები შეინიშნება.
22 ივლისი 2026, 20:15
რეგიონი
ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე, მათ შორის ამავე გზის 98-ე კმ-ზე საყდრის ხიდთან და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
22 ივლისი 2026, 20:12
მსოფლიო
Deutsche Welle: გერმანიის ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო სადავო ფრანგულ-რუსულ ბირთვულ პროექტს ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე
გერმანიის ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო სადავო ფრანგულ-რუსულ ბირთვულ პროექტს ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
22 ივლისი 2026, 20:08
პოლიტიკა
ვიზიტი აზიის ეკონომიკურ დედაქალაქში - ირაკლი კობახიძეს სინგაპურის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვიზიტი აზიის ეკონომიკურ დედაქალაქში - ირაკლი კობახიძეს სინგაპურის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლეს. აღინიშნა ორმხრივი დიალოგის გააქტიურების მნიშვნელობა და საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი სტრატეგიული კვანძის, მზარდი ფუნქცია.
22 ივლისი 2026, 19:48
საზოგადოება
გია აბაშიძე: სინგაპურის Changi Airport Group, მსოფლიოს ყველაზე წარმატებული აეროპორტის ოპერატორი, დაინტერესდა ვაზიანის პროექტით - ინტერესი ეფუძნება საქართველოს სტაბილურობას, მის ზეპერსპექტიულ სატრანსპორტო-ტურისტულ სექტორებსაც -
Changi Airport Group მსოფლიოში ცნობილია ეფექტიანი მენეჯმენტით, მაღალი მომსახურების სტანდარტებითა და აეროპორტების განვითარების წარმატებული მოდელით, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.
22 ივლისი 2026, 19:46
საზოგადოება
დავით ქართველიშვილი: თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტმა უკვე მიიპყრო მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ოპერატორის, სინგაპურის "ჩანგის" აეროპორტის მმართველი გუნდის ყურადღება - ასეთი ინტერესის გამოვლენა თავისთავად წარმოადგენს საქართველოს გეგმებისა და პროექტის პერსპექტიულობის საერთაშორისო აღიარებას
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტმა უკვე მიიპყრო მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ოპერატორის - სინგაპურის "ჩანგის" აეროპორტის მმართველი გუნდის ყურადღება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
22 ივლისი 2026, 19:34
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართ მწვავე კრიტიკას ეხმიანება.
22 ივლისი 2026, 19:31
საზოგადოება
ნინო ფოჩხუა: Singapore Changi Airport-ი ითვლება ნომერ პირველ აეროპორტად მსოფლიოში და მისი მმართველი გუნდის დაინტერესება ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტით ნიშნავს თუ რამხელა პოზიტიური მოლოდინებია ჩვენი ქვეყნის სტაბილურ ზრდაზე
თუ ვინმემ არ იცის, მე გეტყვით, რაც შეგიძლიათ შემდეგ გადაამოწმოთ, რომ Singapore Changi Airport-ი ითვლება ნომერ პირველ აეროპორტად მსოფლიოში, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
22 ივლისი 2026, 19:24
პოლიტიკა
სინგაპურის პრემიერ-მინისტრი: მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს - მოუთმენლად ველი სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას
მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, - წერს სოციალურ ქსელ X-ში სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგი.
22 ივლისი 2026, 19:23
მსოფლიო
ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თეირანი განიხილავს „რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურისა და ხიდების დაბომბვას“, მას შემდეგ, რაც ტრამპმა მუქარა გამოთქვა, რომ გაანადგურებს ერთ „ხიდს ან ელექტროსადგურს“ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში რაიმე გემს შეუტევს
მაღალი რანგის ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თეირანი განიხილავს „რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურისა და ხიდების დაბომბვას“, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მუქარა გამოთქვა, რომ გაანადგურებს ერთ „ხიდს ან ელექტროსადგურს“ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში რაიმე გემს შეუტევს.
22 ივლისი 2026, 19:16
რეგიონი
ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, ციცინო კობიაშვილი და მსახიობი, მერაბ კილაძე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ
ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, ციცინო კობიაშვილი და მსახიობი, მერაბ კილაძე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
22 ივლისი 2026, 19:02
მსოფლიო
ევროპარლამენტარი კინგა გალი: დღეს უნგრეთში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა - მთავრობა ახლა სამართლებრივ ბერკეტებს იყენებს უძლიერესი ოპოზიციური პარტიის პარალიზებისთვის, დემოკრატიულ და კანონის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია
დღეს უნგრეთში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა - პროკურორები წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ იმ შენობაში, სადაც „ფიდესის“ სერვერებია განთავსებული, რათა პარტიის მთელი საკომუნიკაციო სისტემა და მონაცემთა ბაზები ამოეღოთ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კინგა გალიმ.
22 ივლისი 2026, 18:53
მსოფლიო
იტალიის ვიცე-პრემიერი: რაც უგრეთში ხდება, ცუდ პრეცედენტს ქმნის - თვალშისაცემია ბრიუსელისა და იმ ადამიანების ყრუ სიჩუმე, რომლებიც წლების განმავლობაში საუბრობენ, ხშირად უადგილოდ, „კანონის უზენაესობაზე“
რაც უგრეთში ხდება, სერიოზულია და ცუდ პრეცედენტს ქმნის - თუ დემოკრატია ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად იხრება, ის აღარ არის დემოკრატია, - განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ.
22 ივლისი 2026, 18:46
საზოგადოება
გიორგი აბუთიძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს
ბევრი ობიექტია ნამდვილად რუსთაველის გამზირზე და ყველა გაფრთხილებულია, გამგეობის თანამშრომლების მიერ ინფორმირებულია, რომ იწყება გამზირის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.


