imedi /  03 თებერვალი 2017, 15:20 / სანდო წყარო

გვარამია: გვენეტაძე მოსამართლეების წინააღმდეგ სახელმწიფოს მოკავშირეა

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეკითხვები აქვს.

"რატომ არ გასაჯაროვდა ინფორმაცია - შეკითხვა რიტორიკულია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე, იგი არის მათ წინააღმდეგ სახელმწიფოს მოკავშირე. მან საქმე პროკურატურაში გადააგზავნა, რის შემდეგაც დაიწყო მოსამართლეებზე ზეწოლა, რომ ან გაეტანათ განცხადება ან შეეცვალათ სუბიექტები, დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე, მაგალითად - მიხეილ სააკაშვილი. დაკარგეს მორალური და პროფესიული უფლება, დაიკავონ უმაღლესი თანამდებობები. ივანიშვილის დავალებით, მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა. ერთადერთი სახელისუფლებო შტო, რომელიც ამაში ჩართული არ არის, პრეზიდენტია. "რუსთავი 2" აპირებს, გადაარჩინოს თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი სასამართლო. ისტორიული ამოცანა ჩვენზე გადის. ვიღებთ გამოწვევას", - ამბობს ნიკა გვარამია.

"რუსთავი 2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილიც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლეზე ზეწოლას ახდენს.

საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის განცხადების და სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ვის ადანაშაულებენ მოსამართლეები წეზოლაში, უცნობია. პროკურატურა შეისწავლის მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის მიმოწერის ავთენტურობასაც, სადაც ნახსენები არიან მოსამართლეები პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე.

ყველა სიახლე

31 მაისი 2026, 12:50

მსოფლიო

გერმანიაში კლიმატის აქტივისტებმა გაზის ელექტროსადგურების მშენებლობას გააპროტესტეს

აქცია ლოზუნგით „მომავალი გაზის ნაცვლად - დავიცვათ ენერგეტიკული გარდამავალი პერიოდი“ ჩატარდა. მონაწილეები აპროტესტებდნენ მთავრობის გეგმებს გაზის ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ, რომლებიც პირველ ეტაპზე წიაღისეულ საწვავზე იმუშავებენ, მიუხედავად მანამდე გამოცხადებული „მწვანე“ ენერგეტიკაზე გადასვლის კურსისა.

31 მაისი 2026, 11:40

მსოფლიო

საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

ფანებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში დაიწყო, როდესაც, შსს-ის მტკიცებით, დაახლოებით 150 ადამიანი სტადიონ „პარკ დე პრესნზე“ შეჭრას შეეცადა, სადაც ფინალის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. Le Figaro-ს ცნობით, სამართალდამცველების მიმართულებით ფეიერვერკებს ისროდნენ.

31 მაისი 2026, 11:33

ჯანდაცვა

თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა

31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც დარგის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.

ხვიჩა კვარაცხელია

31 მაისი 2026, 11:27

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ - გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით

ეს უბრალოდ დაუჯერებელია, ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2026, 11:27

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან ძალიან კარგი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ და თუ მას მივაღწევთ, შესანიშნავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ომის დეპარტამენტს ავამოქმედებთ

„ჩვენ ნელა მივდივართ იმისკენ, რაც გვინდა. ეს განპირობებულია იმით, რომ ირანს რთული მომლაპარაკებლები წარმოადგენენ. ძალიან კარგი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ და თუ მას მივაღწევთ, შესანიშნავი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ომის დეპარტამენტს ავამოქმედებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

31 მაისი 2026, 11:20

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო 27 მაისს შიო მესამესთან შეხვედრა. აშშ მოუთმენლად ელოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას

აშშ-ის საელჩო საპატრიარქოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ პოსტს აქვეყნებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას.

გიორგი ვოლსკი

31 მაისი 2026, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ახალი არ არის ოპოზიციაში დაპირისპირება. გახსოვთ, გიგი უგულავა ინტენსიურად იმეორებდა, რომ სააკაშვილი არის ჩამოწერილი მანქანა, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადავაგდოთო

„ახალი არ არის დაპირისპირება. გახსოვთ, გიგი უგულავა ინტენსიურად იმეორებდა, რომ სააკაშვილი არის ჩამოწერილი მანქანა, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადავაგდოთო. ამას ამბობდა იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არ იყო პოპულარული იმ ახალგაზრდებში, ვის მომხრეობასაც ისინი ლამობდნენ გარკვეული ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით ქვეყნის გარედან. ახლაც იგივე სიტუაცია მეორდება, თუმცა დღეს უფრო ფართოა ამ დაპირისპირების დიაპაზონი და სწორედაც სააკაშვილს, მის ბანერს უკავშირდება და მიაჩნიათ, რომ ხალხის სიმცირე სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ხელსისხლიანი ადამიანი არ უნდა ლიდერობდეს „ნაცმოძრაობას“. არცერთი მათგანი არ არის ამ ბოროტების მანქანის მიღმა. ან პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში - 150 კაცი არის მარტო ქუჩაში დახვრეტილი, მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდები“, - ამბობს ვოლსკი.

გიორგი სოსიაშვილი

31 მაისი 2026, 11:15

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: საქართველოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ისინი ფულს და ცხადია, დღემდე ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი აქვთ

საქართველოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ისინი ფულს და ცხადია, დღემდე წყურვილი აქვთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების, ხელისუფლების სათავეში მოსვლის, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

31 მაისი 2026, 11:07

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოებს.

31 მაისი 2026, 11:05

სამართალი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ ბრალი. ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა და მათ გადასცემდა სადაზვერვო ინფორმაციას. უწყების ინფორმაციით, რცხილაძე უცხოური დაფინანსებით არაერთ აქტივობას გეგმავდა და ახორციელებდა საქართველოს მასშტაბით. შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმაც.

31 მაისი 2026, 11:00

მსოფლიო

როსტოვის ოლქსა და სარატოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის

ღამის თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმაც გაავრცელა. „წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები“, - დაწერა მან თავის Telegram-არხზე.

ჯეი დი ვენსი

31 მაისი 2026, 10:48

მსოფლიო

The NYT: ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი

როგორც გაზეთი წერს, პრეზიდენტმა არაერთხელ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა ვენსს საერთო-ეროვნულ არჩევნებში გამარჯვება მისი მხარდაჭერის გარეშე. კერძო საუბრებში ტრამპი, წყაროების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის კარიერას საკუთარს ადარებს და აღნიშნავს, რომ ვენსს დამოუკიდებლად დიდი საარჩევნო გამარჯვებებისთვის არ მიუღწევია.

31 მაისი 2026, 10:35

მსოფლიო

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა

„უცნაური არ არის, რომ ჩინეთი, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღისა და სტრატეგიული ბომბდამშენების უზარმაზარ არსენალს, იაპონიას, რომელსაც არცერთი მათგანი არ გააჩნია, ე.წ. „ახალ მილიტარიზმში“ ადანაშაულებს? მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოიზუმიმ და დასძინა, რომ იაპონიის ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტის შეკავებისკენ და ხორციელდება გამჭვირვალე გზით.

31 მაისი 2026, 10:20

საზოგადოება

პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:14

მსოფლიო

აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა

„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:13

რეგიონი

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დავით თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

ვაჟა სირაძე

31 მაისი 2026, 10:08

საზოგადოება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

გიორგი გვარაკიძე

31 მაისი 2026, 10:06

საზოგადოება

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

სულხან თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:03

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.