imedi /  22 თებერვალი 2017, 01:11 / სანდო წყარო

ჯანელიძე: ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოდან გაყვანა იქნება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატები

გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატები

"რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის  ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას,  დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერის გზით", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია", რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად, არის ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურება.

"პარალელურად, აფხაზეთში არსებულმა საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტები, რაც კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დაგმოს და წინ აღუდგეს ამ ქმედებებს", - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას კონსტრუქციული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის გზით ცდილობს. "ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დიალოგის ფორმატი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხალხთა შორის კონტაქტები, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა. ჩვენ კონსტრუქციულად ვმუშაობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში და ღია ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. გასული წელი აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენით. საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი რუსეთთან, შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით", - განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს უკანონო პოლიტიკა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს მისცეს ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის საშუალება. "უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როგორც ეს აღნიშნული მისიის მანდატითაა გათვალისწინებული, ასევე, ხელი შეუწყოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და საშუალება მისცეს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს,  დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში", - განაცხადა მინისტრმა.

ჯანელიძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოდან გაყვანა იქნება.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2026, 17:23

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შსს ჰქვია. დიდი პატივია გაგრძელება, პროფესიონალ, ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება, რასაც ქვეყნის სამსახური ჰქვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

23 აპრილი 2026, 17:22

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ისე, რომ რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვა საზღვაო გზით არ აკრძალა

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 17:13

პოლიტიკა

პრემიერი: ძალიან დიდი მადლობა გეკა გელაძეს გასული არასრული ერთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

23 აპრილი 2026, 17:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე საქართველოს პარლამენტის დელეგატებს აჭარის რეგიონიდან ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, მმართველი პარტიის რეგიონულ მდივან, დიმიტრი სამხარაძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კირცხალიასთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე საქართველოს პარლამენტის დელეგატებს აჭარის რეგიონიდან ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე წარუდგინა.

23 აპრილი 2026, 17:04

პოლიტიკა

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა.

23 აპრილი 2026, 16:48

მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი დაამტკიცა. ინფორმაციას საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, კვიპროსი ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 16:27

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

23 აპრილი 2026, 16:18

საზოგადოება

ComCom-მა კულტურულ-შემოქმედებითი რადიოს კონკურსი გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეუძლია კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 16:16

რეგიონი

ხაშურში 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა იწყება

ხაშურში 500 მოსწავლეზე გათვლილი N4 სკოლის მშენებლობა იწყება - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 27 თვე განისაზღვრა.

23 აპრილი 2026, 16:16

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან, ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

იურაი ბლანარი

23 აპრილი 2026, 15:44

მსოფლიო

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღდგენის შემდეგ, ბრატისლავა რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტს აღარ დაბლოკავს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს აღარ დაბლოკავს.

23 აპრილი 2026, 15:40

კულტურა

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 15:32

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

23 აპრილი 2026, 15:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარე ჰუანლონგ ჩენთან. შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ანტონიუ კოშტა

23 აპრილი 2026, 15:22

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირის ლიდერებს ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავება უწევთ

ენერგორესურსებზე ფასების ზრდის გამო, ევროპა ეკონომიკური კრიზისისთვის ემზადება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გივი მიქანაძე

23 აპრილი 2026, 15:14

საზოგადოება

მიქანაძე: ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას - მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც მის სახელს ატარებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

23 აპრილი 2026, 15:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარემ ვანგ იუტაომ პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

23 აპრილი 2026, 15:01

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს „ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

23 აპრილი 2026, 15:00

პოლიტიკა

პაპუაშვილი: საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი: უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა და არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები

საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი

23 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია, ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობა რომანტიზებულია

ქართველი ხალხის ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.