imedi /  08 მარტი 2017, 14:05 / სანდო წყარო

პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა:

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.

ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, დათვალიერებული და ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა ექსპერტიზები, ნაწილზე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი.

გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა შხამიანი ნივთიერების - კალიუმის ციანიდის მოძიებაში დახმარება. ირაკლი მამალაძემ პროკურატურაში წარმოადგინა მის მიერ ფარულად ჩაწერილი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა და ფურცელი, რომელზეც იყო ბრალდებულის ხელნაწერი სიტყვები "კალიუმ ციანიდი". ირაკლი მამალაძემ შეხვედრაზე გაარკვია, რომ გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას. გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში კალიუმის ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო, გადაეხადა ფული, ხოლო გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა არამართლზომიერ სარგებელს. ბრალდებული გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან, მათ შორის შორენა თეთრუაშვილთან ერთად. იგი ცდილობდა, სასწრაფო წესით შხამიანი ნივთიერების გერმანიაში გამგზავრებამდე შეძენას.

ვინაიდან ირაკლი მამალაძემ ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და მზადყოფნა, ჩართულიყო შესაბამის ღონისძიებებში, დაიგეგმა განმცხადებლის და ბრალდებულის შეხვედრები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზანს წარმოადგენდა, გამოაშკარავებულიყო ბრალდებულის რეალური განზრახვა, მიზანი, მოტივი და შესაძლო თანამზრახველები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა ირაკლი მამალაძის გიორგი მამალაძესთან შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

ჩანაწერებით დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ კალიუმის ციანიდის შეძენის განზრახვა, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ.

პირველი შეხვედრისას ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შესთავაზა მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა, რომელიც აქტიურად გამოიყენება და იწარმოება საქართველოში. ბრალდებული დაინტერესდა, ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს. შეხვედრისას, 4 თებერვლის 16 საათსა და 28 წუთზე, ბრალდებულმა ტელეფონის ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, გაარკვია, რომ იყო ძლიერმოქმედი  შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის  ანალოგიურია. ბრალდებულმა, დარწმუნდა რა, რომ ნატრიუმის ციანიდის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო სასიკვდილო შედეგის დადგომა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მისი შეძენა. საუბარში ჩანს, რომ გიორგი მამალაძე მისი ქმედებების შედეგებს უკავშირებდა იერარქიულ წინსვლას, რაც გაზრდიდა მის ძალაუფლებას საპატრიარქოში და ირაკლი მამალაძესაც ჰპირდებოდა კარგ ადგილს.

2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდეგ ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად. შეხვედრა აღარ შედგა. ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი დაუდგენელი პირისგან შეიძინა, და აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს.

ბრალდებულს წინა თვეებშიც ჰქონდა მცდელობა, კალიუმის ციანიდი შეეძინა სხვა პიროვნებისგანაც, რომელსაც სთხოვდა შხამიანი ნივთიერების უცხოეთიდან ჩამოტანას.

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დააკავეს გიორგი მამალაძე. ბარგის ჩხრეკისას ამოღებულია ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი.

ბრალდებულის SAMSUNG-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ საძიებო სისტემა GooGle-ში. 2016 წლის 27 დეკემბრიდან მოყოლებული სისტემატიურად, ყველა შემთხვევაში ინტერესდებოდა შხამიანი ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით.

ირაკლი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილ ფურცელზე, ხელნაწერით "კალიუმ ციანიდი", ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხელნაწერი შესრულებულია გიორგი მამალაძის მიერ.

გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და  შენახვის ფაქტებზე.

ვინაიდან არსებობდა ეჭვები, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, რომ იგი სავარაუდოდ მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერდა გერმანიაში მყოფი პატრიარქის უსაფრთხოება.

ვარაუდის საფუძველზე მთავარი პროკურატურა აგრძელებს მუშაობას რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე გასაჯაროვდა მხოლოდ ვიდეოჩანაწერების და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილი.

რაც შეეხება დაკითხვას, ბრალდებულმა ვერცერთ მნიშვნელოვან შეკითხვაზე დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, ზოგზე პასუხის გაცემაზე საერთოდ უარი განაცხადა. ინფორმაცია, რაც გიორგი მამალაძემ მიაწოდა გამოძიებას, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ მტკიცებულებებთან, რომლითაც დასტურდება დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტი, მათ შორის იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა. გიორგი მამალაძის ვერსია, რომ თითქოს შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, რომელიც თითქოს საჭირო იყო საპატრიარქოში მომუშავე ოქრომჭედლისთვის, არის აბსურდული და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ცდილობს დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება. ბრალდებული ცდილობს ბრალდების მოწმეების დისკრედიტაციას. მიზნად ისახავს წარმოჩნდეს მსხვერპლად და თავი აარიდოს მოსალოდნელ მძიმე სასჯელს.

პროკურატურის მიერ უკვე უზრუნველყოფილია ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება. იმედს ვიტოვებთ, გიორგი მამალაძე შეასრულებს პირობას და გასცემს პასუხებს გამოძიების შეკითხვებზე.

პროკურატურამ საზოგადოებას მიაწოდა ის შუალედური შედეგები, რომელიც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.

გაცნობიერებული გვაქვს საქმის მიმართ განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ყველას მოვუწოდებთ მოთმინებისკენ, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა, ნორმალურ ვითარებაში ჩაატაროს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე წარსდგება სასამართლოს წინაშე.

პროკურატურა პერიოდულად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე".

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 14:39

მსოფლიო

ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

12 ივლისი 2026, 14:35

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტის, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში, სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ

„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.

12 ივლისი 2026, 14:19

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.

12 ივლისი 2026, 14:17

რეგიონი

რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა

თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.

შიო III

12 ივლისი 2026, 14:16

საზოგადოება

პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.

12 ივლისი 2026, 14:09

რეგიონი

„ოქსიგენფესტის“ ფარგლებში რუსთავში მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

„213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დონალდ ტრამპი და ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 13:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლინდსი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, რომელსაც ვიცნობდი

„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვაკლდება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

12 ივლისი 2026, 13:15

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება

„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრინცი ჰარი

12 ივლისი 2026, 13:04

ტაბლოიდი

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

12 ივლისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

12 ივლისი 2026, 11:48

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

დონალდ ტუსკი

12 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს

„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.

12 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.

კაროლ ნავროცკი

12 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა

„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.