imedi /  14 მარტი 2017, 20:30 / სანდო წყარო

ტარას შავშიშვილი: მე, მამა გიორგი და სოსო ოხანაშვილი მეგობრები ვართ

ტარას შავშიშვილი

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ახალი მოწმე, 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი ტარას შავშიშვილი, რომელიც მთავარმა პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხა, "ქრონიკასთან" ამბობს, რომ ის სოსო ოხანაშვილისა და დაკავებული დეკანოზის ახლო მეგობარია და გამოძიება მისი დაკითხვით, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დაინტერესდა.

"ჩვენ ერთად ვმუშაობდით - მე, მამა გიორგი, სოსო ოხანაშვილი. გვქონდა სამსახურებრივი ურთიერთობაც და ისეც. ამ საქმესთან შემხებლობა არ მაქვს. ბევრი ადამიანი დაიკითხა, მათ შორის, საპატრიარქოდან. არ ვიცი, არსებობს თუ არა რაიმე ჩანაწერები და კომპრომატები ჩემ წინააღმდეგ. დავდე გაუთქმელობის შეთანხმება და ბევრს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა შავშიშვილმა.

ინფორმაცია ტარას შავშიშვილის დაკითხვის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ გაავრცელა.

კომენტარები ()