imedi /  20 მარტი 2017, 17:05 / სანდო წყარო

სასამართლომ ბათუმის მოვლენების კიდევ სამი მონაწილე დააჯარიმა

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კიდევ სამი პირი დააჯარიმეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთს 100 ლარიანი, ორს კი 250-250 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მანუჩარ მამულაძემ, გიორგი წოწორიამ და ზაზა ბოლქვაძემ აღიარეს, რომ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ 75 პირი დააკავეს. სასამართლომ 50-მდე საქმე უკვე განიხილა. ხვალაც რამდენიმე პირის პროცესია ჩანიშნული.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

კომენტარები ()