გვარამია თანამდებობიდან წასვლაზე პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
ნიკა გვარამია
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას მის თანამდებობიდან წასვლის შესახებ პასუხობს.
"თუ გადაწყდება, რომ არ უნდა ვიყო "რუსთავი 2"-ის დირექტორი, დასაქმების პრობლემა არ მაქვს," - აცხადებს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, ეს საკითხი ძმები ყარამანიშვილების გადასაწყვეტია. კითხვაზე აქვს თუ არა ძმებ ყარამანაშვილებთან ურთიერთობა ის ამბობს რომ ამ ეტაპზე მათთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და კომუნიკაციაც არსებობს.
ასევე, გვრამია არ ადასტურებს "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ე.წ. ორ ნაწილად გაყოფას, თუმცა ამბობს, რომ რიგ საკითხებზე თანამშრომლებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.
დღეს, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის მფლობელები ძმები ყარამანიშვილები ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორობის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებენ, მის შემცვლელად კი ნანუკა ჟორჟოლიანი ან ზაალ უდუმაშვილი მოიაზრება.
ყველა სიახლე
02 ივლისი 2026, 18:03
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაზე: 2022 წლიდან მოყოლებული, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ურთიერთობები დაიძაბა, ევროპარლამენტის მიერ მიღებული მეათე რეზოლუციაა
წამყვანმა ჰკითხა, რა გზავნილია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, სადაც ევროპარლამენტი საქართველოსა და თურქეთს დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს და როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის პასუხი.
02 ივლისი 2026, 18:03
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ევრობიუროკრატებზე: სჭირდებათ, რომ საქართველოში ჰყავდეთ ის ხელისუფალი, რომელიც მათი მხრიდან მართული იქნება და საჭიროების შემთხვევაში მიაღებინებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ სურთ. ასეთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ისინი ვერ მართავენ, ამიტომ მათ სჭირდებათ ქვეყნის სათავეში ის ადამიანები, ვინც უპირობოდ შეასრულებენ ყველა მითითებას.
02 ივლისი 2026, 18:02
პოლიტიკა
გიორგი კახიანი უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე: ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და დაეხმარება ეკონომიკის განვითარებას, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და სწორედ ეს არის ჩვენი პოლიტიკა
ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და დაეხმარება ეკონომიკის განვითარებას, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და სწორედ ეს არის ჩვენი პოლიტიკა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას.
02 ივლისი 2026, 18:00
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი არასოდეს მიატოვებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, თუმცა არც რუსეთთან ურთიერთობებში გეგმავს კრიზისის შექმნას
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკა არასოდეს მიატოვებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, თუმცა იმავდროულად შეინარჩუნებს დაბალანსებულ პოლიტიკას, მოსკოვთან დიალოგს და არასოდეს შექმნის კრიზისს რუსეთთან ურთიერთობაში.
02 ივლისი 2026, 17:57
საზოგადოება
გივი მიქანაძე ერთიან ეროვნულ გამოცდებში ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მონაწილეობაზე: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ორგანიზაციული უზრუნველყოფისთვის
„ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველა სახელმწიფო უწყება მაქსიმალურად ორიენტირებულია იმისთვის, რომ ნებისმიერ პირს კონსტიტუციით გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი განათლების ხელმისაწვდომობის უფლება იყოს დაცული და, შესაბამისად, ამ საგამოცდო პროცესში მათი ჩართვა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ხდება“, - განაცხადა მიქანაძემ.
02 ივლისი 2026, 17:52
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე
ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
02 ივლისი 2026, 17:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია შესაბამისად და ყველა ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის პირობებს გამოცდების ჩასატარებლად
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ ჩაიარა აბსოლუტურად იმ სტანდარტით, რომელიც საზოგადოების მოლოდინთან არის დაკავშირებული - როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ყველა იმ სერვისის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რომელიც უკიდურესად აუცილებელია, რათა გამოცდები ჩატარდეს იმ გარემოში, რაც ცოდნის რეალიზების შესაძლებლობას იძლევა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საგამოცდო პროცესის შეფასებისას.
02 ივლისი 2026, 17:43
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთს რუსეთისგან მომდინარე ეკონომიკური საფრთხის ფონზე დახმარებას დაჰპირდა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში ვიზიტით იმყოფებოდა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ერევანს რუსეთისგან მომავალი ეკონომიკური ზეგავლენის ფონზე, შეუძლია ბრიუსელის იმედი ჰქონდეს.
02 ივლისი 2026, 17:33
სპორტი
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე საუკეთესო სპორტული კომენტატორისთვის დაწესებული კოტე მახარაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე საუკეთესო სპორტული კომენტატორისთვის დაწესებული კოტე მახარაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს.
02 ივლისი 2026, 17:32
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის საგარეო უწყება თავისი ძველი თუ ახალი გამოწვევებით ევროპული ბლოკის ყველაზე ჭირვეულ ბავშვს ჰგავს
გამოცემა POLITICO წერს, რომ ევროკავშირის საგარეო უწყება თავისი ძველი თუ ახალი გამოწვევებით ევროპული ბლოკის ყველაზე ჭირვეულ ბავშვს ჰგავს.
02 ივლისი 2026, 17:25
საზოგადოება
ადვოკატთა ასოციაციაში ქირა-იჯარასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრაქტიკის მრავალთვიანი კვლევის შედეგები წარმოადგინეს
ადვოკატთა ასოციაციაში უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ქირა-იჯარასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრაქტიკის მრავალთვიანი კვლევის შედეგები წარმოადგინა.
02 ივლისი 2026, 17:23
სამართალი
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ რამდენიმე პირი დააჯარიმა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს სამი საქმე განიხილა. ავთანდილ ბოჭორიშვილს, სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის ორიათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 1000 ლარით დაჯარიმდა ლერი აფრიდონიძე, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო გოჩა ლანჩავაც, რომელსაც 800-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
02 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა გაიმართა
02 ივლისი 2026, 17:18
მსოფლიო
კიევზე რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 20-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 17:18
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ევროკავშირი თუ არ გახდება მშვიდობის პროექტი და სამართლიანი მიდგომებით არ ექნებათ ურთიერთობა კანდიდატ ქვეყნებთან, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებს ევრო სკეპტიციზმს და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შემცირდება
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს და თურქეთის კრიტიკას ეხმიანება.
02 ივლისი 2026, 17:18
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მომენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან
„უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მომენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. უზბეკეთი სწრაფად მზარდი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში.
02 ივლისი 2026, 17:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს და თურქეთის კრიტიკაზე: არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტია აღარ არის, ამ ორ ქვეყანაში როგორ ყვავის კორუფცია, რომ ოპოზიციური ტელეარხები დაკეტეს. ამ ყველაფერზე როცა არ საუბრობენ და აკრიტიკებენ საქართველოს, რომელიც ყველაფრით მოწინავე პოზიციაზეა, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს ევროპარლამენტის არ სჯერათ
ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული და ამას არ ითვალისწინებენ, მხოლოდ საქართველოს კრიტიკით არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯერა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
02 ივლისი 2026, 17:15
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საზოგადოება უკვე კარგად არის გათვითცნობიერებული იმაში, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას
საზოგადოება უკვე კარგად არის გათვითცნობიერებული იმაში, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები სამწუხაროდ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
02 ივლისი 2026, 16:56
პოლიტიკა
საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
02 ივლისი 2026, 16:45
მსოფლიო
ტრამპი: აშშ ნატოზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მათ დასაცავად, თუმცა ამის სანაცვლოდ არანაირ სარგებელს არ იღებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა ნატოზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუმცა ამის სანაცვლოდ არანაირ სარგებელს არ იღებს.


