imedi /  03 აპრილი 2017, 20:28 / სანდო წყარო

100-ქულიანი სისტემა - რის მიხედვით ჩამოეჭრებათ მძღოლებს ქულები

მართვის მოწმობის ქულათა სისტემაზე მეორე მოსმენით იმსჯელეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. წინასწარი შეთანხმებით, პარკირების დარღვევაზე მძღოლებს ქულები აღარ ჩამოეჭრებათ, თუმცა ქულათა სისტემა იმუშავებს სხვა არა ერთ დარღვევაზე.

ღვედის არ გაკეთება 5 ქულით დაჯარიმდება. სანომრე ნიშნების გარეშე მოძრაობა -30 ქულა. ზებრაზე არასწორად გავლა - 10 ქულა. შუქნიშნის დაუმორჩილებლობა - 10 ქულა. ნასვამი პირისთვის მანქანის თხოვება - 30 ქულა. სიჩქარის გადაჭარბება დასაშვებზე 40 კმ/სთ-ით მეტად- 20 ქულა. შუა ქუჩაზე პარკირება - 30 ქულა. ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევა, თუმცა მას 3 თვეში შეეძლება 1500-ლარიანი ჯარიმის შედეგად გამოისყიდოს მოწმობა.

 ეს ცვლილებები ძალაში 1 ივლისიდან შევა.

კომენტარები ()