imedi /  15 მარტი 2019, 18:59 / სანდო წყარო

რა ცვლილებებია შესული დედაქალაქის ახალ გენგეგმაში

გენგეგმა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას განიხილავენ, რომელიც დღეს უნდა დამტკიცდეს. დოკუმენტი საკრებულოს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ წარუდგინა.

დედაქალაქის მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ ერთი წლის განმავლობაში იმუშავეს გენერალური გეგმის დახვეწაზე, რათა აღმოფხვრილიყო ყველა უზუსტობა და ხარვეზი, რომელიც დოკუმენტს გააჩნდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ პროცესში შენარჩუნდა პროექტის თავდაპირველი სამუშაო ვერსიის კონცეფცია: მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი, რომელსაც დაემატა მედეგი ქალაქის მიმართულებაც. 

გენერალური გეგმის პროექტის განხილვაში ჩართულნი იყვნენ კერძო მესაკუთრეები და მათი ინტერესები გათვალისწინებული იქნა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში. 

დოკუმენტზე ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად: 

გენგეგმის დოკუმენტი გახდა აღსრულებადი; 

ზონირების ბალანსის ფარგლებში დაზუსტდა სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები; 

დაზუსტდა გეგმარებითი შეზღუდვები მეწყერსაშიში ზონებისთვის, ხევების, სასაფლაოების, კოლექტორების და  შეტბორვის არეალებისთვის, ასევე, იდენტიფიცირდა გეოდინამიკური საფრთხეების არეალები; 

მკაფიოდ განისაზღვრა ლანდშაფტური ზონის არეალები და  ზონირებას დაემატა სატყეო ზონა. ასევე, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; 

დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით;

გარდა ამისა, ადრე წარმოდგენილ განახლებულ გენგეგმაში  საკამათო იყო ტრანსპორტის საკითხები,

გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებული წინადადებები ატარებდა ზედაპირულ ხასიათს და არ ეფუძნებოდა ძირეულ კვლევებს. ვინაიდან მცირე დროში შეუძლებელი იქნებოდა მაშტაბური კვლების ჩატარება, მუნიციპალიტეტმა მიმართა აზიის  განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცხადდება კონკურსი და დაიწყება მდგრადი სატრანსპორტო მობილობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც  თავისი შინაარსით კომპლექსური დოკუმენტი იქნება; 

გაიწერა შემდეგი ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა და შეიქმნა შესაბამისი რუკა, სადაც მონიშნულია ის ტერიტორიები, რომლებზეც უნდა დამუშავდეს გარემოს დაცვითი კვლევები და განაშენიანების რეგულირების გეგმები; 

გენგეგმის ფარგლებში მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, (ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი) აქედან ორზე (დიღმის ჭალები და ზღვის უბნის პარკი) მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა;

ქალაქის მასშტაბით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებიდან  შვიდს განესაზღვრა სარევიზიოს, ხოლო ოთხს ქალაქის განაშენიანებისთვის შეუსაბამოს სტატუსი;

ტექნიკური თუ სხვაგვარი უზუსტობების თვალსაზრისით, განხორციელდა 7 თემატური რუკის რევიზია და ძირითადი ზონირების რუკის კორექტირება. მოგეხსენებათ გენგეგმის ახალ დოკუმენტში რიგ არეალებში გამქრალი იყო ქალაქის შიდა გამწვანებული სივრცეები, ამ მიმართულებით დამუშავდა და შეიქმნა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა. 

ასევე, გადამუშავდა განაშენიანების რეგულირების წესები. რომლის მიხედვითაც ქალაქში იკრძალება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მატება. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს).

ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.

საკრებულოში გენგეგმვის განხილვა ხმაურის ფონზე იმართება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  მერიამ საბოლოოდ საკრებულოში არა დედაქალაქის ინტერესებზე მორგებული დოკუმენტი, არამედ ბიზნესგეგმა წარადგენა. 

გენგეგმაზე ოპოზიციის კრიტიკას თბილისის მერმა უპასუხა. კახა კალაძე ოპონენტებს ტყუილსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

ყველა სიახლე

28 მარტი 2026, 03:52

მსოფლიო

CBS News: 10 ამერიკელი დაშავდა საუდის არაბეთის ავიაბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად

აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

დონალდ ტრამპი

28 მარტი 2026, 03:02

მსოფლიო

ტრამპი: ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ნატოზე, მათ დასაცავად - მაგრამ ახლა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღარ ვართ ვალდებულნი ეს ვაკეთოთ, არა?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა აღარ აპირებს იყოს იმ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი, რომლებიც სანაცვლოდ შესაბამის ნაბიჯებს არ დგამენ.

ფრიდრიხ მერცი

28 მარტი 2026, 00:57

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, აქვთ თუ არა აშშ-სა და ისრაელს ირანში ომის დასასრულებლად მკაფიო სტრატეგია

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, აქვთ თუ არა აშშ-სა და ისრაელს ირანში ომის დასასრულებლად მკაფიო სტრატეგია, თუმცა აცხადებს, რომ გერმანია, პრინციპში, მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სტაბილიზაციის მისიაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.

27 მარტი 2026, 23:53

მსოფლიო

ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს

ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს. პარასკევს გაკეთებული განცხადების თანახმად, გარკვეული მონაცემები მოპარულია.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 23:49

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, აშშ ირანისგან ომის დასასრულებლად წარდგენილ წინადადებაზე პასუხს „ნებისმიერ წუთს“ ელოდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია ირანის პასუხი 15-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების მაგიდაზე დადო. მისივე თქმით, პასუხი შესაძლოა ნებისმიერ წუთს მოვიდეს.

27 მარტი 2026, 22:07

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Times: ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს

ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს - ამის შესახებ წყაროებმა ბრიტანულ გამოცემა The Times-ს განუცხადეს.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 21:53

მსოფლიო

რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე - ომი კვირების და არა თვეების განმავლობაში დასრულდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში „ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე“.

გლებ სმოლკინი დიანა დევისი

27 მარტი 2026, 21:38

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში იასპარეზა.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 21:37

მსოფლიო

რუბიო ვაშინგტონში რუსი დეპუტატების ვიზიტზე: რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა სანქცირებული რუსი კანონმდებლების აშშ-ში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ეს „წინასწარ იყო დაგეგმილი“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 21:32

მსოფლიო

რუბიო: აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 21:24

მსოფლიო

„ეს ტყუილია. არ ვიცი, რატომ ამბობს ის ასეთ რაღაცებს“ - რუბიომ უარყო ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კატეგორიულად უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

27 მარტი 2026, 21:18

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

27 მარტი 2026, 21:10

მსოფლიო

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ

„დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ. ამის შესახებ ნათქვამია პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

27 მარტი 2026, 21:08

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას

სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

27 მარტი 2026, 20:49

ეკონომიკა

პირდაპირი ფრენა თბილისსა და კოპენჰაგენს შორის - საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 15 აგვისტოდან კი, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ახალი მიმართულების დამატება სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს დაკავშირებადობას გაზრდის.

27 მარტი 2026, 20:47

სამართალი

საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებისთვის 9 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხის მითვისება - გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მონაწილეებმა, პროკურატურის ინფორმაციით, 4 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.

27 მარტი 2026, 20:39

სამართალი

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება- საქმე ამჯერად, სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ გზავნილებს ეხება. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.

27 მარტი 2026, 20:27

პოლიტიკა

250 დელეგატი 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენელი - 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლები, მყარი ფინანსური სექტორი და მდგრადი საბანკო სისტემა - პარამეტრები და რეალობა, რაც საქართველოს საინვესტიციო და ფინანსურ მიმზიდველობას ზრდის. თბილისმა საერთაშორისო საბანკო კონფერენციას უმასპინძლა.

27 მარტი 2026, 20:23

საზოგადოება

ორგანიზებული კამპანია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ - პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ და გაფრთხილება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რწმენა და ეკლესია- ბრძოლა ქვეყნის მთავარ საყრდენთან, რომელიც წლებია მიმდინარეობს. პატრიარქის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ მძაფრად აჩვენა ის საფრთხე, რასაც უწმინდესი ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ ხედავდა.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 20:05

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ის ოფიციალური პირები მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ ირანის ომმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაფერხოს

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის გაფრთხილება, რომ უკრაინისთვის აშშ-ის შეიარაღების მიწოდება მომდევნო თვეებში შესაძლოა შეფერხდეს, რადგან პენტაგონი პრიორიტეტს მათ ირანის ომში გამოყენებას ანიჭებს, - წერს გამოცემა POLITICO.