ლევან დავითაშვილი: როდესაც მოსავლის სრულად დაბინავების რესურსი არსებობს ქვეყანაში, აქციების მოწყობა უპასუხისმგებლობაა
ლევან დავითაშვილი
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
იმ დროს, როდესაც მოსავლის სრულად დაბინავების რესურსი არსებობს ქვეყანაში, მოსახლეობის გამოყვანა და აქციების მოწყობა, რაც მათი ბელადის საკმაოდ უცნაურ ვიდეოკლიპს ეხმიანება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას, რომ ეს პოლიტიკური მოძრაობა არის უპასუხისმგებლო და მათთვის მოსახლეობის ინტერესები არაფერს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს, საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა იყო, რომ სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით, დაშინების მექანიზმით, მსხვილ მევენახე ფერმერებს, რომლებსაც 10 ჰექტარზე მეტი ფართობის ვენახები ჰქონდათ, არ ჰქონოდათ ყურძნის ჩაბარების საშუალება.
„მოკლე მიმოხილვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გაიხსენოთ, თუ რა მდგომარეობა იყო მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში 2012 წლამდე და რა პარამეტრებია დღეს. ეს არის პასუხი იმ არასწორ ინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდება და რომლის პროპაგანდასაც დღეს ვხედავთ. ეს ეხება კონკრეტულად ინდუსტრიულად გადამუშავებული ყურძნის რაოდენობას. დღეისათვის, საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი, მინიმუმ 1.5 ლარია, კონკრეტულ ზონებში ოდნავ მეტიც და ამ შემთხვევაში, სპეკულირება, რომ უფრო მეტი ფასი უნდა იყოს წარმოუდგენელია. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ რა ჯდება მოსავლის მიღება და ამ პერიოდში, როდესაც ეკონომიკის ყველა დარგს პრობლემები აქვს და ყველა სოციალურ ფენას უჭირს, ჩვენ გარანტირებულად გვაქვს საკმაოდ მაღალი რენტაბელობით ყურძნის რეალიზების საშუალება. 2012 წელს, საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა იყო, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით, დაშინების მექანიზმით, მსხვილ მევენახე ფერმერებს, 10 ჰექტარზე მეტი ფართობის მქონე მევენახეებს, არ ჰქონოდათ ყურძნის ჩაბარების საშუალება. მათ, ე.წ. „ფაშისტებს“ ეძახდნენ და მათთვის ყურძნის ჩაბარება დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ამის ფონზე, გვესმის რიტორიკა, რომ დღეს, სახელმწიფო არ ზრუნავს ფერმერებზე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ აქვთ გეგმა და ისინი მევენახეებს დამატებით მისცემენ თანხას. ეს არის პირდაპირი სპეკულაცია, მოსყიდვის ისეთი მცდელობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ბევრჯერ აქვს მოსმენილი და რა თქმა უნდა, არ სჯერათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, 2012 წელს, მთელ საქართველოში, 60 000 ტონაზე ნაკლები ყურძენი გადამუშავდა.
„წელს საქართველოში, მხოლოდ საფერავის მოსავალი დაახლოებით 100 ათას ტონამდეა. ამავე დროს, როდესაც საუბარია თუ რა გაკეთდა ღვინის სექტორში, მარტივად ვიტყვი, რომ ადრე, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 24 მილიონი ბოთლი, საიდანაც 50% გადიოდა მხოლოდ უკრაინაში. ეს იყო ჩვენი გაყიდვების გეოგრაფია. დღეისათვის, კი 100 მლნ ბოთლამდე ქართული ღვინო იყიდება მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და ეს არის შედეგი, რომელიც თანმიმდევრული პოლიტიკით არის მიღწეული.
ჩვენი პოლიტიკით, სახელმწიფო გამოდიოდა სუბსიდირების რეჟიმიდან. 2 წლის წინ, ჩვენ ჩავატარეთ რთველი, როდესაც მოსახლეობამ, სახელმწიფოს ჩარევისა და სუბსიდირების გარეშე, 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. წელს, საქართველოს მთავრობამ, კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, უპრეცედენტო დახმარების პაკეტი გამოყო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორისთვის. ამ დროს, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის აქცია, რომელიც იყო აბსოლუტური სპეკულირება. უნდა ითქვას, რომ მარტივია რაღაცეების დაპირება, რთულია, საქმის სწორად კეთება, განსაკუთრებით უპასუხისმგებლობა კი ცრუ დაპირებებია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 10:54
მსოფლიო
რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსეთის ფედერაციის მიერ გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 10:37
ეკონომიკა
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ
აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 10:35
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ვ.მ. და იმავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავეს.
17 აპრილი 2026, 10:35
სამართალი
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ, დეპარტამენტის დირექტორის, თენგიზ სისაურის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტ - „Cellebrite C2C”- ში, რომელიც წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის. საერთაშორისო ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა.
17 აპრილი 2026, 10:32
მსოფლიო
Financial Times: სტარმერი და მაკრონი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხზე სამიტს უმასპინძლებენ
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს სამიტს გამართავენ, რათა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო გეგმა შეიმუშაონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 10:31
საზოგადოება
კლოდ ჟურნე: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის
თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული.
17 აპრილი 2026, 10:31
სამართალი
იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ხ. დააკავეს.
17 აპრილი 2026, 10:31
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საირიგაციო წყლის მიწოდების რეგულირების საკითხებზე გადამზადება გაიარეს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სასწავლო ცენტრში საირიგაციო წყლის მიწოდების წესების რეგულირების ძირითად პრინციპებზე გადამზადების პროგრამა გაიარეს.
17 აპრილი 2026, 10:28
სამართალი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.
17 აპრილი 2026, 10:26
სამართალი
პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნისა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
17 აპრილი 2026, 10:25
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბ.-ნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი!
ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბ.-ნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი! ეს ემსგავსება გროტესკას სადაც ოპოზიციის რუპორ-ჟურნალისტები მზად არიან და უკვე იქამდე არიან მისული რომ წვიმის მოსვლა ან ქარის ამოვარდნა მმართველ პარტიას ან საპატიო თავმჯდომარეს დააბრალონ, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
17 აპრილი 2026, 10:08
საზოგადოება
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
17 აპრილი 2026, 10:06
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია „კოდექს ალიმენტარიუსის“ კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩონგცინში იმყოფება. სააგენტოს უფროსის მოადგილეები - ოთარ იმნაიშვილი და მიხეილ დოლაბერიძე, „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 10:02
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 10:02
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე მოხსენებით გამოვიდა.
17 აპრილი 2026, 09:52
საზოგადოება
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.
17 აპრილი 2026, 09:52
მსოფლიო
ტრამპმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ახლა აშშ-ს მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საქმეები წინ მიიწევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ამერიკას მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი.
17 აპრილი 2026, 09:41
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს საზოგადოებაში რევოლუციური სცენარების დაკვეთა არ არსებობს, ყველა ვინც ამ სცენარის განხორციელებას შეეცდება, შესაბამის პასუხს მიიღებს
ყველა შემთხვევაში, როდესაც მათ დასკვნები ვერ გამოჰქონდათ თავიანთი წინა ქმედებებიდან, პოლიტიკურად ცხვირს წაიტეხდნენ ხოლმე. ასე იქნება ახლაც, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
17 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ნატოს დაეხმარება, რადგან მის გარეშე ევროპის ქვეყნები მოსკოვს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 09:20
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: არავის ვურჩევ იფიქროს საქართველოში რევოლუციური გზებით ხელისუფლების ცვლილებაზე
გვახსოვს ბოლო წლებში რევოლუციების 5 მცდელობა, რომლებიც აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით უნდოდათ მომხდარიყო. ამჯერად როდესაც კიდევ ტრენინგებზეა საუბარი, ბუნებრივია ყურადსაღები ინფორმაციაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.


