20 სექტემბერი 2020, 16:35 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს არის სენსაციად გასაღებული მორიგი „ფეიკი“ - PHARMIN-ის ერთადერთი ინვესტორი ქართველი ბიზნესმენი თემურ უგულავაა

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

,,ქართული ოპომედია მაქსიმალურად რომ ცდილობს, სენსაციებით და მანიპულაციებით საკუთარი რეიტინგის და ასევე წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ტემპერატურის აწევას, გასაგებია. მაგრამ, ცალკეული ჟურნალისტების მიერ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მამალი ტყუილების გამოცხობას რა ეფექტი აქვს, ეგ კი ნამდვილად გაუგებარია. მით უმეტეს, რომ ამ ტყუილებით ნასაზრდოები რეპორტაჟები, უკვე ღიმილის მომგვრელია, ისევე როგორც ამგვარი ფანდებით ფონს გასვლაა არასერიოზული”,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

იგი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. ექსპერტი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და დასტურად მოჰყავს კომპანია ,,pharmin”-ის მიერ გავრცელებული განცხადება , სადაც კომპანია სიყალბეს უწოდებს ზემოთ აღნიშნული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და წერს, რომ ,,PHARMIN“-ის ერთადერთი ინვესტორი ბიზნესმენი თემურ უგულავაა.

,,ამ მორიგ ფეიკ სიუჟეტზე სერიოზულად სხვა რა უნდა ითქვას. უბრალოდ არა თუ არასერიოზული, არამედ კომიკურიც კი ხდება სენსაციურად შერაცხული ამგვარი რეპორტაჟების გაშვება. ჯერ ერთი ურუგვაიში კანაფის მოყვანა სამედიცინო მიზნით, ოფიციალურად არის დაშვებული და ნებისმიერ ინვესტორს თუ ის აიღებს შესაბამის ლიცენზიას ამ ლეგალური საქმიანობის სრული უფლება აქვს, მეორეც ქართველი ბიზნესმენის „თანაინვესტირების ფონდთან“ დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილზე, როგორც კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორის „ცხელ კვალზე გასვლა“, არც სენსაციად გამოდგება და არც ჟურნალისტური გამოძიების რაიმე ნიმუშად, უბრალოდ ეს არის სენასაციად გასაღებული მორიგი ფეიკი და მეტი არაფერი. ამის დადასტურებაა კომპანია PHARMIN-ის განცხადება, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია PHARMIN-ის ერთადერთი ინვესტორი ქართველი ბიზნესმენი თემურ უგულავაა”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

24 ივნისი 2026, 22:08

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ირანთან მოლაპარაკებების დროს არ შეარყევს სპარსეთის ყურეში თავისი მოკავშირეების ინტერესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებების დროს არ შეარყევს სპარსეთის ყურეში თავისი მოკავშირეების ინტერესებს.

24 ივნისი 2026, 21:43

საზოგადოება

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თემატურ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ

თამარ ზოდელავამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურა, ციფრული იდენტობა და მონაცემთა უსაფრთხოება საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში“. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებისა და მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით ინოვაციებისა და ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობას.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2026, 21:35

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ომი ძალიან კარგად მიდის - როგორც იცით, ჩვენ დიდი უპირატესობით ვიგებთ

ირანთან დაპირისპირების საკითხზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციები ძლიერია.

24 ივნისი 2026, 21:33

მსოფლიო

„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში

ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი დეპორტაციის შესახებ იტყობინება ადამიანის უფლებების დამცველი როზა დუნაევა. მისი თქმით, რესპუბლიკის მკვიდრი, სახელად ბესლანი, თითქმის ორი ათწლეულის წინ გაექცა ომს და ლიეტუვაში ჩავიდა. მან ემიგრაციაში უფრო მეტ ხანს იცხოვრა, ვიდრე სამშობლოში.

24 ივნისი 2026, 21:29

საზოგადოება

კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის - კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სიახლე სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის - ოთხ წლამდე მოზარდებისთვის კოხლეარული იმპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 ივნისი 2026, 21:28

მსოფლიო

ზელენსკი: მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ბელარუსში არსებულმა რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დრონებით იერიშებისთვის იყენებდა, ფუნქციონირება შეწყვიტეს

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ბელარუსში არსებულმა რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დრონებით იერიშებისთვის იყენებდა, ფუნქციონირება შეწყვიტეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

24 ივნისი 2026, 21:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიდი გრაუსთან.

24 ივნისი 2026, 21:11

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

24 ივნისი 2026, 21:06

პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წევრი პოლ რაშვორთი „ქრონიკის“ ჟურნალისტზე: ვფიქრობ, სამარცხვინოა, რომ ამ მაუწყებლების წარმომადგენლები დღეს აქ, ამ შენობის ფოიეში იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე დარბაზში ვმსჯელობდით

ვფიქრობ, სამარცხვინოა, რომ ამ მაუწყებლების წარმომადგენლები დღეს აქ, ამ შენობის ფოიეში იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე დარბაზში ვმსჯელობდით, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წევრმა პოლ რაშვორთმა „ქრონიკის“ ჟურნალისტთან დაკავშირებით.

24 ივნისი 2026, 20:59

საზოგადოება

თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა

თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

24 ივნისი 2026, 20:35

პოლიტიკა

„პარტია, რომელიც თავმოყვარეა, არ უნდა წარმოადგენდეს იმ კოალიციას, სადაც მის ლიდერს დედას აგინებენ“ - სააკაშვილის პარტიაში შიდა დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება

მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი - ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიაში ოფიციალურად გაწევრებამდე, ნაცმოძრაობას ღიად აკრიტიკებს და თავმოყვარეობასაც უწუნებს. ჟორჟოლიანის რიტორიკას პარტიის ძველი სახეები უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ბევრი არაფერი იცის. სააკაშვილის პარტიაში მორიგი შიდა დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება.

24 ივნისი 2026, 20:29

მსოფლიო

შედგება თუ არა რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანება? - რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის გადაწყვეტილება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტს რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის მხარდაჭერა აქვს. ეს შუალედური გადაწყვეტილებაა. ინიციატივა რომ აღსრულდეს, მას სენატის მხარდაჭერა სჭირდება.

24 ივნისი 2026, 20:28

პოლიტიკა

მსჯელობა გაფართოების საკითხზე საქართველოს გარეშე - მმართველი გუნდის შეფასებით, ევროკავშირის მიდგომა და ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროსაბჭოს რეზოლუციაც და დისკუსია გაფართოების შესახებ საქართველოს გარეშე მმართველი გუნდისთვის შანტაჟის და წნეხის მორიგი მაგალითია. ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

24 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ევროსაბჭოს რეზოლუცია. დეტალები „ქრონიკაში“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცოტა ხნის წინ დაიწყო საქართველოს კრიტიკული მორიგი რეზოლუციის განხილვა. მოთხოვნები ნაცნობი და უცვლელია. მათ შორის, კონკრეტული პატიმრების გათავისუფლება, ბრიუსელისთვის მიუღებელ ქართულ კანონებზე უარის თქმა.

24 ივნისი 2026, 20:20

სამართალი

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმე გახსნილია - კვალი ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მიდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფსიქოტროპული წამლებით უკანონოდ ვაჭრობა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის და ამავე უწყების თანამდებობის პირის მონაწილეობით - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 53 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმე გახსნა.

24 ივნისი 2026, 20:18

სამართალი

გამამტყუნებელი განაჩენი, ფინანსური სანქცია და საპროცესო შეთანხმება - მორიგი სასამართლო პროცესი 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. საპროცესო შეთანხმება კიდევ 12 ბრალდებულთან გაფორმდა.

24 ივნისი 2026, 20:12

საზოგადოება

„საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა” – გიორგი გვარაკიძის ანგარიში პარლამენტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პირველად პარლამენტში - გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კანონმდებლებთან მოხსენებით მივიდა. გვარაკიძემ გასული წელი შეაჯამა. სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე მეტჯერ ნარკოტიკულ დანაშაულზე დაიწყო.

24 ივნისი 2026, 20:10

საზოგადოება

13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი - დღეიდან მომხმარებელი სპეციალურ ფასებს ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი. დღეიდან მომხმარებელი ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა სპეციალური ფასებს. საოჯახო კალათი ყოველ კვირას განახლდება.

პეტერ მადიარი

24 ივნისი 2026, 19:50

მსოფლიო

Euronews: უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს

უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს, - წერს Euronews-ი.

24 ივნისი 2026, 19:40

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა ახლად დანიშნულ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა, ხოლო, იმერეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, რამაზ თათარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.