საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ფოტო: Facebook
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს, რომელიც 10 დეკემბერს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება.
დეპარტამენტის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარების მიუხედავად, პრაქტიკულად არ გაჩერებულა საგზაო ინფრასტრუქტურის სისტემური პროექტები და დეპარტამენტი, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, სრული დატვირთვით მუშაობდა.
„გამორჩეულად წარმატებული იყო 2020 წელი საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსზრისით. მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა 1 მილიარდ 271.95 მილიონი ლარი და წლის ბოლომდე გადაჭარბებით შესრულდება პანდემიამდე დაგეგმილი ბიუჯეტი.
შესაძლებელი გახდა უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაოს შესრულება და გაიხსნა 47 კმ. ახალი ჩქაროსნული გზა და წლის ბოლომდე კიდევ 22.3 კმ გზა გაიხსნება. საერთო ჯამში, წელს ექსპლუატაციაში შევა 70 კმ-მდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რაც რეკორდული მაჩვენებელია დეპარტამენტის არსებობის ისტორიაში.
ექსპლუატაციაში შესული მონაკვეთების გათვალისწინებით, 2021 წლიდან თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო ერთი საათით შემცირდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება.
აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუკუნის პროექტის მშენებლობა, სადაც უკვე გაჭრილია 5 ახალი გვირაბი და წლის ბოლომდე კიდევ 3 გვირაბის გაჭრა იგეგმება. ამ დროისთვის, სამუშაო 96 ხიდიდან 53 ხიდზე და 53 გვირაბიდან 39 გვირაბზე მიმდინარეობს.
2021 წელი გარდამტეხი იქნება პროექტის განხორციელებაში. საინჟინრო თვალსაზრისით რიკოთის პროექტი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი პროექტი ჯერ არ განხორციელებულა. დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შედის, ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. პროექტის განხორციელება შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნვეყოფს რეგიონში, ხოლო სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილების დროს ერთი საათით შეამცირებს.
2020 წლის, თავდაპირველი გეგმის შესაბამისად განხორციელდა 600 კმ-მდე, გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. მათ შორის რეაბილიტირდა ისეთი მნიშვნელოვანი გზები როგორიცაა: გორდი-ძეძილეთი, მარნეული-გუგუთი, ხორნაბუჯი-ერისიმედი, ახალქალაქი-ბავრა, წესი-ურავი, დაფნარი-ჯაპანა და მრავალი სხვა.
ამასთანავე, დიდ ქალაქებში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის ფარგლებში: ქუთაისში, ზუგდიდში და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულბულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარატმენტი აგრძელებს მაღალმთიანი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ე. წ. მთის გზების პროგრამას. 2021 წელს დასრულდება საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს ბაღადათი-აბასთუმნის გზის მშენებლობა, შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში კი უკვე დასრულებულია 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.
სამწუხაროდ, პანდემიის გამო, დეპარტამენტი წელს მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მეგზევეთა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან ერთად ტრადიციად ქცეული საზეიმო ღონისძიება ჩაატაროს.
გამოწვევებით სავსე წლის განმავლობაში, შესრულებული სამუშაოსთვის დეპარტამენტი მადლობას უხდის თანამშრომლებს, კონტრაქტორ კომპანიებს, ინჟინერ-პროექტანტებს და ყველა იმ უწყებას და ადამიანს რომლებმაც თავისი წვილი შეიტნეს 2020 წლის მიღწევებში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგზევის პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ქვეყნის განვითარების საქმეში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 04:23
მსოფლიო
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.
25 აგვისტო 2026, 04:14
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:57
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის
უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:40
მსოფლიო
The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის
აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
25 აგვისტო 2026, 03:24
მსოფლიო
აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.
25 აგვისტო 2026, 03:16
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს
ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.
25 აგვისტო 2026, 03:04
მსოფლიო
NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 02:51
მსოფლიო
ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.
25 აგვისტო 2026, 02:40
მსოფლიო
ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
25 აგვისტო 2026, 02:33
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
25 აგვისტო 2026, 02:22
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
25 აგვისტო 2026, 02:04
მსოფლიო
ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა
თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:55
მსოფლიო
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
25 აგვისტო 2026, 01:47
მსოფლიო
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:28
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.


