ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას
ფოტო: EU4Georgia
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერებას საქართველოში
პანდემიის შედეგად განათლებასთან, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებთან დაკავშირებული სერვისების ნაწილი ონლაინ ფორმატში გადავიდა. შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დიდი რაოდენობა ციფრულ სივრცეში აღმოჩნდა, ხოლო მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
ასეთია საინფორმაციო კამპანიის მთავარი შეტყობინება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ინიციატივით პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის აღსანიშნავად მიმდინარეობს.
ერთკვირიანი კამპანია, რომელიც 22 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეს დასრულდა, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის (OHCHR) ხელშეწყობით განხორციელდა.
კამპანიაში ჩაერთნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სკოლები, უნივერსიტეტები და მოქალაქეები.
საინფორმაციო კამპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სხვადასხვა ასპექტი მოიცვა. მათ შორისაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, სოციალური მედიის გამოყენება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების დანერგვა.
„მნიშვნელოვანია, რომ როგორც საზოგადოება, ასევე საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებული პირები, სრულ ინფორმაციას ფლობდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს მთავრობა ყველა ზომას ატარებს არსებული კანონმდებლობის დახვეწისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიზნით“, - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.
საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად კერძო და საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიცია დაინერგება. ეს სავალდებულო მოთხოვნა გათვალისწინებულია კანონპროექტით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტში განსახილველად 2019 წელს წარადგინა.
ახალი კანონის მიღებით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე.
“პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლება დემოკრატიული საზოგადოების საკვანძო ღირებულებაა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ძლიერი ეროვნული ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფენ და მოქალაქეებს მათი უფლებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
„პირადი ინფორმაციის დაცვა ადამიანის უფლებაა, რომლის უგულებელყოფა კრიზისულ ვითარებაშიც კი დაუშვებელია. პანდემია ხშირად გვიბიძგებს, რომ არსებული გამოწვევების გადასალახად მარტივი გზები ავირჩიოთ. თუმცა ასეთ დროს, როდესაც პერსონალურ მონაცემთა ესოდენ დიდი რაოდენობა ონლაინ სივრცეშია, მათ დასაცავად განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რათა საქართველომ წარმატებით გაართვას თავი ამ ამოცანის შესრულებას“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეს, 28 იანვარს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში უმაღლესი განათლების გაუმჯობესების, სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისა და სასწავლო დისციპლინის დანერგვის შესახებ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ) ასევე დააჯილდოვეს სამი სტუდენტი, რომელთა ნამუშევრებმა სტუდენტური ესეების კონკურსში გაიმარჯვა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ასევე გაიმართა ონლაინ შეხვედრა სტუდენტებთან, ფოტო-კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის ფეისბუკ ლაივი სოციალური მედიის უსაფრთხოდ გამოყენების საკითხებზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკის ანალიზის წარდგენა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემებისა და არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების შესახებ.
ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი (OHCHR) 2013 წლიდან მხარს უჭერენ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვას. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურმა ჩართულობამ ხელი შეუწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის დაარსებას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა.
ამ დახმარების შედეგად ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო, გაიზარდა საზოგადოებრივი ცნობიერება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამშრომლებმა პროფესიული ტრენინგი და მომზადება გაიარეს.
ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობა გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება გაიზარდა და უწყების მანდატს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაც დაემატა.
ევროკავშირისა და გაეროს დახმარება ხორციელდება მათი ახალი ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, რომელიც 2023 წლამდე გაგრძელდება და რომლის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიონ ევროს (3 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა.
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:35
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.
26 აგვისტო 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
26 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული
ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად, ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.
26 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს
„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.
26 აგვისტო 2026, 14:20
მსოფლიო
AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია
გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.


